Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для подъема и перемещения и запасные части для подобного оборудования (Грузия - Тендер #46293242)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 46293242
Дата публикации: 20-09-2023
Сумма контракта: 82 987


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019193
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.09.2023 17:05
Начало приема предложения 26.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.09.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 82`987.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42400000-Оборудование для подъема и перемещения и запасные части для подобного оборудования
Коды классификатора
  • 42416100 - Лифты
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ცენტრალური ოფისისთვის, სამგზავრო ლიფტის (თანმდევი მომსახურება დემონტაჟი/მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 829.00 GEL
Размер гарантии 830 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar kapanadze :: 20.09.2023 16:23
  • Последнее исправление: tamar kapanadze :: 20.09.2023 17:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536247&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ცენტრალური ოფისისთვის, სამგზავრო ლიფტის (თანმდევი მომსახურება დემონტაჟი/მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1 (ერთი) კომპლექტი სამგზავრო ლიფტის (თანმდევი მომსახურება დემონტაჟი/მონტაჟი)

ტექნიკური დავალება:

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებული 1 (ერთი) ერთეული ლიფტის დემონტაჟი/მონტაჟი.
2. მიმწოდებელმა დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები უნდა განახორციელოს საკუთარი მასალებითა და ხარჯებით.
3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ლიფტების დემონტაჟი/მონტაჟის შედეგად გამოვლენილი დაზიანებ(ებ)ის აღდგენაზე, ასეთ შემთხვევაში შენობის დაზიანებული ნაწილების აღდგენა და მოპირკეთება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
4. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, წარმოებული არაუადრეს 2022 წლისა.
5. მიმწოდებელი ვალდებულია/პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებაზე (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6. მიმწოდებელმა ლიფტის დემონტაჟის და მიწოდება-მონტაჟის სამუშაოები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილების („ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“) მიხედვით.
7. ახალი ლიფტის დამონტაჟების სამუშაოების დასრულების შემდგომ ლიფტმა უნდა გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილების („ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“) მოთხოვნათა შესაბამისად (აღნიშნულის განხორციელებისთვის საჭირო ვადა არ ჩაითვლება საქონლის მიწოდების (თანმდევი მომსახურება დემონტაჟი/მონტაჟი) ვადაში).
8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების მიხედვით.
9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოების დროს გამოიყენოს ყველა მასალა-მოწყობილობა (მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში) ქარხნული წარმოების, მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს ლიფტ(ებ)ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო, ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის და ვიბრაციის დონე.
11. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამუშაოების მსვლელობის მთელი პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, დააზიანებს შემსყიდველის ქონებას, იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შემსყიდველის ქონებისათვის პირვანდელი სახის აღდგენა საკუთარი ხარჯებით.
12. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დემონტირებული ნაწილების, სხვა გამოუყენებელი მასალების და მაკომპლექტებლების გადატანა.
13. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟისა და მონტაჟის მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის - ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით და მასალით).
14. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული ლიფტის გარე ფასადზე ინტერიერის შესაბამისი ჩარჩოს მოწყობა (ე.წ მოჩარჩოება) ოთხივე სართულზე (ახალი მასალით ან არსებული ჩარჩოს გამოყენებით).
15. ღირებულება უნდა მოიცავდეს არსებული ლიფტის დემონტაჟის ღირებულებას, ასევე ახალი ლიფტის მიწოდება-მონტაჟის, გაშვება-გაწყობის, ექსპლუატაციაში მიღების და სხვა ყველა საჭირო ღირებულებას, მათ შორის დასკვნის/სერტიფიკატის (მე-17 და მე-18 პუნქტებით მოთხოვნილი) ღირებულება.
16. შემოთავაზებული ლიფტი თავსებადი უნდა იყოს არსებულ ლიფტის შახტასთან.
17. მიმწოდებელი ვალდებულია ახალ დამონტაჟებულ ლიფტზე წარმოადგინოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული ინსპექტირების სერტიფიკატი.
18. შესყიდვის ობიექტის მიღება მოხდება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების დადებითი დასკვნის/დასკვნების საფუძველზე.
19. ლიფტს მიწოდებისას თან უნდა ახლდეს პასპორტი (დედანი) სადაც გაწერილი იქნება ლიფტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:
• რაოდენობა - 1
• სახეობა - სამგზავრო, ელექტრული სამანქანო განყოფილებით
• ტვირთამწეობა - არანაკლებ 400 კგ
• სიჩქარე - არანაკლებ 1 მ/წმ
• გაჩერებების რაოდენობა - 4
• სართულების რაოდენობა - 4
• კაბინაში შესასვლელი - 1
• სამანქანო - ზევით
• ძრავა/ჯალამბარი - სიხშირული მართვით
• საევაკუაციო დაშვების მექანიზმი ავტომატური კვების რეჟიმი - კი
შახტა
• შახტის კონსტრუქცია - ბეტონი და რკინა
• ზომები (სიგანე * სიღრმე) 1550*1300 მმ
• აწევის სიმაღლე 13500 მმ
• ჭის სიღრმე 1260 მმ
• ბოლო სართულის სიმაღლე - 3600 მმ
კაბინა
• კაბინის კედლები და ჭერი - უჟანგავი ლითონის ფურცლები
• კაბინის ზომები (სიგანე * სიღრმე) – 930*1020 მმ
• კაბინის სიმაღლე - 2200 მმ
• სარკის ზომა - 600*1800 მმ
• მოაჯირი - კი
• იატაკი -ბუნებრივი გრანიტი, ვიზუალი შემსყიდველთან შეთანხმებით
• სართულის მაჩვენებელი - Display
კაბინის კარები
• ტიპი - ავტომატური გაღებით
• კარების მასალა - უჟანგავი ლითონი
• კაბინის კარების ზომა (სიგანე * სიმაღლე) - არანაკლებ 700*2000 მმ
კარები სართულებზე
• ტიპი - ავტომატური გაღებით
• კარების მასალა - უჟანგავი ლითონი
• კარების ზომა (სიგანე * სიმაღლე) - არანაკლებ 700*2000 მმ
• სართულზე მიმართულების მაჩვენებელი - Display
• გამოძახების ღილაკის დაფა - უჟანგავი ლითონი

შენიშვნა:
კაბინის პარამეტრებში დასაშვებია ცდომილება +100 მმ.

ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ ასევე დანართ N1-ში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1 (ერთი) კომპლექტი სამგზავრო ლიფტის მოწოდება (თანმდევი მომსახურება დემონტაჟი/მონტაჟი), ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნულ ვადაში არ იქნება გათვალისწინებული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო დრო.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 საქონლის მიწოდება/დემონტაჟი/მონტაჟი უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით.
1.5.2 მიმწოდებელმა შესასყიდი საქონლის განთავსება უნდა უზრუნველყოს შესაბამის მისამართზე: მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N99 - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ - 2 (ორი) წელი, რაც გულისხმობს მიმწოდებლის მიერ საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ყველა მაკომპლექტებელი ნაწილის უსასყიდლოდ მიწოდება-მონტაჟს.
1.7.1.2. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა ავლენდეს ხარვეზებს. შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა).
1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ 1.7.1.2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა დანართ N2-ში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ.
2.1.1.2 დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია თუ დანართ N2-ში (ფასების ცხრილი) არ იქნება მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და მოდელის შესახებ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული ლიფტის მწარმოებელი კომპანია აკმაყოფილებს ISO-9001 სტანდარტს, (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად).
2.7.1.2.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული მოდელის ლიფტს გააჩნია CE მარკირება, ასევე აკმაყოფილებდეს EN-81-20 ან EN-81-1 სტანდარტს და 2014/33/EU ევროპულ დირექტივას, (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად).
2.7.1.3 ლიფტს უნდა გააჩნდეს ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატ(ებ)ი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად), კერძოდ:
- მდორე გაჩერების ავარიულ სამუხრუჭე ხუნდებზე (Progressive Safety Gears);
- ორმხრივი სიჩქარის გადაჭარბების მექანიზმზე (Bi-directional overspeed governor);
- შახტის კარების გამღები მექანიზმის ჩამკეტ მოწყობილობაზე (door lock);

2.9 other additional requirements

ფიზიკური პარამეტრების შესასწავლად შენიშვნების ჩამოსაყალიბებლად და სისტემების კომპონენტების დეტალური შემოთავაზებისთვის, პრეტენდენტებს უფლება აქვთ ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
7.2.3. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ კაპანაძე, 577116121, takapanadze@nbe.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით.
10.1.2 დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება პრეტენდენტი, თუ სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებისას, ასევე, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული, საბოლოო ფასის შესაბამისად დაზუსტებული ფასების ცხრილში, განახორციელებს თავდაპირველად შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის შეცვლას.
10.1.3 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ დანართ N1-ში (ტექნიკური დავალება და ფასების ცხრილი) არ იქნება მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის შესახებ, ასევე, ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 1 %.
10.1.4 საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი, პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონელი.
10.1.5 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
10.1.6 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.8 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.9 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:
 დანართი №1 (ტექნიკური დავალება);
 დანართი №2 (ფასების ცხრილი);
 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია (სერტიფიკატები) (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად);
 დანართი №3 (პრეტენდენტის რეკვიზიტები), იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

21-09-2023 Travaux d"assainissement collectif.

21-09-2023 Marché à procédure adaptée de maîtrise d"œuvre relatif aux Travaux d’Alimentation en Eau Potable – Travaux d’amélioration d’un ouvrage de stockage, d’amélioration de la sectorisation du réseau et de la gestion du service et de sécurisation de la distribut.

21-09-2023 Etude technique et Contrôle topographique des travaux d"aménagement des pistes relevant de la Commune de Moualine el oued province Benslimane sur une longueur de 28,900km (LOT UNIQUE).

20-09-2023 Устройства управления и распределения электроэнергии .

20-09-2023 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

20-09-2023 Строительные материалы и связанные с ними изделия .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru