Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #46228202)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-governing Entity Bagdati Municipality
Номер конкурса: 46228202
Дата публикации: 19-09-2023
Сумма контракта: 6 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019062
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.09.2023 14:24
Начало приема предложения 29.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.10.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 6`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქ. ბაღდათში (ორ ლოკაციაზე) ა. წერეთლის ქ-ზე და თამარ მეფის ქ-ზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების შენობების მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 30.00 GEL
Размер гарантии 60 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anton :: 13.09.2023 11:23
  • Последнее исправление: anton :: 19.09.2023 14:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535109&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ბაღდათში (ორ ლოკაციაზე) ა. წერეთლის ქ-ზე და თამარ მეფის ქ-ზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების შენობების მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

• მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
• საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
• საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 1 CD/DWD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღეში (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის ჩათვლით. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო ობიექტებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შეადგინოს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
ობიექტების პროექტირება მოიცავს, აზომვითი, საველე საკვლევაძიებო სამუშაოებს, საველე მონაცემების კამერალურ დამუშავებას და პროექტირებას.
პროექტის შემადგენლობა:
- განმარტებითი ბარათი;
- გრაფიკული ნაწილი - ნახაზები;
- სამუშაოთა მოცულობები, ხარჯთაღრიცხვები;
- ტექნიკური სპეციფიკაციები;
- პროექტის ძირითადი ტექნიკური მონაცემების ჩამონათვალი;
პროექტის შინაარსი:
- პროექტის განმარტებით ბარათში აღწერილი უნდა იყოს არსებული მდგომარეობა და საპროექტო გადაწყვეტილებები (უნდა დაერთოს საჭირო ანგარიშები, სქემები, ცხრილები, ფოტომასალა და ა.შ.), მოცემული უნდა იყოს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოთა ჩამონათვალი, მოცულობები და მშენებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციები, საორიენტაციო კალენდარული გრაფიკი და სავარაუდო ფინანსური გრაფიკი, საჭირო მანქანა-მექანიზმები, გარემოსდაცვითი ნაწილი. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული სამშენებლო ნორმები, წესები და გაანგარიშების მეთოდები.
- სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები და სატენდერო სამუშაოთა მოცულობების ცხრილები შედგენილი უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით (როგორც რესურსული მეთოდით, ასევე, სატენდეროდ, გამსხვილებული ფორმით).
- ტექნიკური სპეციფიკაციები ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში მონაწილეთათვის/კონტრაქტორისათვის ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის. (სპეციფიკაციების მოთხოვნები უნდა უზრუნველყოფდეს შესასრულებული სამუშაოების და დასამონტაჟებული მოწყობილობა-დანადგარების მაღალ ხარისხს).
- პროექტის გრაფიკული ნაწილი (სამშენებლო ნახაზები) შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით. გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ გეგმებს, ხაზობრივი ნაგებობების გრძივ და განივ პროფილებს, ტიპიურ კვეთებს ყველა დეტალის ჩვენებით, მაგისტრალებზე და ქსელზე არსებული ტიპიური ნაგებობების ნახაზებს შენობა-ნაგებობების დეტალურ არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნახაზებს (საჭიროების შემთხვევაში). ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა სპეციფიკაციების ცხრილები.
ნახაზებზე, სამუშაოთა მოცულობებში, სპეციფიკაციებში და ხარჯთაღრიცხვებში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს სრულ შესაბამისაობაში ერთმანეთთან.
მშენებლობის ორგანიზაციის ნაწილი:
• მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, ენერგო, მატერიალურ და შრომით რესურსებზე, სასაწყობო და საყოფაცხოვრებო ფართებზე მოთხოვნილების შესახებ. განმარტებით ბარათში მოყვანილი იქნება აგრეთვე აუცილებელი უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებანი.
• ობიექტის მშენებლობის კალენდარული და ფინანსური გრაფიკი.
სპეციფიკაციების ნაწილი:
• გამოყენებული სამშენებლო მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობების და დანადგარების ხარისხობრივი მახასიათებლების დეტალური აღწერა;
• სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა პროცესების თანმიმდევრობითი დეტალური აღწერა ტექნოლოგიური თავისებურებების მითითებით, მათი შესრულების ხარისხობრივი კონტროლის განხორციელების მიზნით;
• ტესტირებას დაქვემდებარებული სამშენებლო მასალების, პროცესების და მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმის და თანმიმდევრობის დეტალური აღწერა;
• სპეციფიკაციები უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ზემოთჩამოთვლილი ნაწილისათვის.

სახარჯთაღრიცხვო ნაწილი:
• სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტის სატიტულო სიას, გამოყენებული დოკუმენტების ჩამონათვალს და ინფორმაციას დანარიცხების გაანგარიშების წესის შესახებ (გაუთვალისწინებელი ხარჯები, ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება, ტერიტორიის მომზადება, დროებითი შენობა-ნაგებობები და სხვა);
• მშენებლობის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა;
• საობიექტო ხარჯთაღრიცხვები;
• ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით.

მოწოდების ადგილია ბაღდათის მერიის შენობა, წერეთლის N9

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ის ჯამური (საპროექტო) ღირებულების შენობა ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

2. პრეტენდენტს 2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ის (საპროექტო) ღირებულების შენობა ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

3. შენობა ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე სპეციალისტების ჩართვა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. დასაშვებია მიმწოდებელმა ტექნიკური დავალებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურებების ნაწილი, შემსყიდველთან შეთანხმებით, შესასრულებლად გადაცეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ს, რომლებიც (რომელიც) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში– „შავი სია“;
2. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით, მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და გაწეული მომსახურების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ხელშეკრულებ(ებ)ის დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტ(ებ)ის ასლი. შემსყდველის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მიმოწოდებელი

ვალდებულია, არ დაუშვას ტექნიკური დავალებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურებების ნაწილის მითითებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ განხორიელება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სარეაბილიტაციო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული, მაგრამ არაუმეტეს ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებისა.

2. მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ შერჩეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის შემსყიდველ ორგანიზაციასთან წარდგენის შემდეგ, რომლის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანტონ, 595900715, anton.karabaki@baghdati.gov.ge მანაველ კვირიკაშვილი 555557227

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-09-2023 Компьютерное оборудование и принадлежности.

19-09-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

19-09-2023 Мебельные аксессуары.

19-09-2023 Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом .

19-09-2023 Архитектурные и сопутствующие услуги .

19-09-2023 Осветительное оборудование и электрические лампы .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru