Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #46228160)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 46228160
Дата публикации: 19-09-2023
Сумма контракта: 571 125


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019100
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.09.2023 16:23
Начало приема предложения 05.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 10.10.2023 17:30
Предполагаемая цена закупки 571`125.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45261320 - Работы по установке желобов
  • 45261910 - Ремонт крыши
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.
Дополнительная информация
1) ქ. თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული შენობების სახურავების (ბრტყელი და ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოები;
2)შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) წელი.
3) დაფინანსების წყარო - 2023-2024 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით:
- 2023 წელი - 10 %;
- 2024 წელი - 90 %.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 11`423.00 GEL
Размер гарантии 5`711 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana naskidashvili :: 19.09.2023 12:29
  • Последнее исправление: nana naskidashvili :: 19.09.2023 16:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535933&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქ. თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული შენობების სახურავების (ბრტყელი და ქანობიანი) და წყალსაწრეტი მილების შეკეთების სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალებული უნდა იქნას მეასედებამდე სიზუსტით).
1.2.4 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.5 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები;
1.2.7 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 10 (ათი) ობიექტზე სამუშაოების წარმოება. უნდა ყავდეს დამოუკიდებელი ბრიგადა;
1.2.10 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.11. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნაგვისაგან და ა. შ.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) გადაყაროს სანქცირებულ ნაგავსაყრელზე.
1.2.13 ტენდერის შედეგად გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში სამუშაოს ახალი პოზიციების წარმოქმნის შემთხვევაში დიდუბის რაიონის გამგეობის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს მიმწოდებელი ორგანიზაცია.
1.2.14 ხარჯთაღრიცხის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების მიწოდების ვადაა: ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოების შესრულება განხორციელდება ეტაპობრივად. მიმწოდებელს კონკრეტული დავალებები (მისამართები) ვადების მითითებით გადაეცემა წერილობით, ეტაპობრივად.
1.5.2 სამუშაოს მიწოდების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1.შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 5 (ხუთი) წელს.
1.6.2.სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას იგი შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში) საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2020 წლის 01 იანვრიდან ჯამურად არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 100 %-ის ანალოგიური სამუშაოს (შენობების ბრტყელი ან/და ქანობიანი სახურავების ან/და წყალსაწრეტი მილების მოწყობა ან/და შეკეთება) მიწოდების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის (ან 10%-ის) ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2.უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 (2023 წელი 10%; 2024 წელი - 90%) წლების ბიუჯეტით, დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა ნასყიდაშვილი, 598441185, nana.naskidashvili.90@gmail.com - გიორგი ჯიღაურიშვილი 2378776/599033730. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვები დანართი N1–ის მიხედვით, Excel-ის ფორმატის ფაილის სახით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru