მომსახურების გაწევის ტექნიკური დავალება
1. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების-წერილობითი ფოსტა, დოკუმენტი
(იგულისხმება ყველა სახის დოკუმენტი (მათ შორის პასპორტი, პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტები)), ამანათი, მათ შორის ელექტრო
მოწყობილობა ან სხვა, გადაგზავნა უნდა განხორციელდეს ფასთა ცხრილის
შესაბამისად.
2. შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება
ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. თრეკინგი. გზავნილის
რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, ყველა გზავნილის
თრეკინგ-კოდის მოწოდება.
3. უფასო საკურიერო მომსახურება.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის გზავნილის
გადაცემიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ადრესატისათვის
გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, დაცვას ან
ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის
არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც
უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა
დადასტურდეს შესაბამისი ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის
მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება,
გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა
განხორციელდეს უფასოდ მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში და
მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს
შემსყიდველს (მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 5
სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია
ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ შესაბამისი მითითებით და დაუბრუნოს
შემსყიდველს გზავნილი უფასოდ) შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ; თუ ადრესატი არ
იმყოფება მისამართზე, ამ შემხთვევაში მიმწოდებლის წარმომადგენელი
უტოვებს შეტყობინებას. შეტყობინებაში არის აღნიშნული შემდეგი
ინფორმაცია: გზავნილის ნომერი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე
განმეორებით კურიერის მისვლის დრო ან/და უკავშირდება ადრესატს
სატრანსპორტო ზედდებულზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
5. შემსყიდველისთვის ბრენდირებული კონვერტებით და სხვა საჭირო
შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
7. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც
გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
8. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას შემსყიდველისთვის უფასოდ და თავისი
ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი და დაეკისრება ჯარიმა დაკარგული
ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
გზავნილის შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს
შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლო ან/და
მოითხოვოს მსგავსი მომსახურების უსასყიდლოდ მიღება ან/და ზიანის
ანაზღაურება.
9. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე
შემსყიდველის წარმომადგენლისგან მეილის საშუალებით მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო
პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდს უზრუნველყოფს
მიმწოდებელი). აღნიშნული ინფორმაციის, ასევე გზავნილის წონის და
მომსახურების ფასის შევსება გზავნილის სატრანსპორტო ზედდებულში
ევალება მიმწოდებელს და იგი იღებს სრულ პასუხისმგებლობას,
შემსყიდველისაგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სატრანსპორტო
ზედდებულის სწორად შევსებაზე.
10. მიმწოდებლის მიერ არასწორი ან არასრული მისამართის, საფოსტო კოდის,
ტელეფონის და საკონტაქტო პირის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ
მისამართი შეიცავს მხოლოდ საფოსტო ყუთი ნომერს და არ არის მითითებული
საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, იგი არასრულად ითვლება და
გზავნილი ვერ გაიგზავნება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
აცნობოს გამგაზავნს და შეასრულოს მისი შემდგომი მითითება (მისამართის
შეცვლა, მისი უკან დაბრუნება). აღნიშნული უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ.
11. შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მითითებული
მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო
გზავნილის გადამისამართება ხორციელდება უფასოდ.
12. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
შემსყიდველისაგან მიიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/მოწყობილობები
რაოდენობისა და ნომრების შესაბამისად.
13. მიმწოდებელია ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილის
ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე მიწოდება
შემსყიდველისათვის (ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული),
სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და
ადრესატის გვარი, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე
ან სხვა საჭირო ინფორმაცია გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით
შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის
ვადაში.
14. მიმწოდებლის კურიერი გზავნილის მისაღებად ვალდებულია გამოცხადდეს
თბილისში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის სატელეფონო
კავშირის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე,
ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ტექნიკური დავალების მე-9
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო
დღის განმავლობაში.
15. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისას
შემსყიდველისთვის გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც
დაფიქსირდება წინამდებარე ტექნიკური დავალების მე-9 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია.
16. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 და დანართი N2-ით გათვალისწინებულ
ფასთა ცხრილში მოცემული გზავნილების რაოდენობა საორიენტაციოა.
ხელშეკრულების მიმდინარეობისას შესაძლებელია რომელიმე ნაწილში არ
იყოს სრულად გამოყენებული ან/და მოხდეს გადაჭარბებით გამოყენება,
რამაც არ უნდა გამოიწვიოს ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებლო
ღირებულების ფარგლებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა და
მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.