Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #46228102)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 46228102
Дата публикации: 18-09-2023
Сумма контракта: 333 292


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019011
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.09.2023 16:57
Начало приема предложения 26.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 29.09.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 333`292.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`333 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar kvaratskhelia :: 11.09.2023 15:35
  • Последнее исправление: nodar kvaratskhelia :: 18.09.2023 16:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=534763&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების გაწევის ტექნიკური დავალება

1. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების-წერილობითი ფოსტა, დოკუმენტი (იგულისხმება ყველა სახის დოკუმენტი (მათ შორის პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები)), ამანათი, მათ შორის ელექტრო მოწყობილობა ან სხვა, გადაგზავნა უნდა განხორციელდეს ფასთა ცხრილის შესაბამისად.
2. შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. თრეკინგი. გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, ყველა გზავნილის თრეკინგ-კოდის მოწოდება.
3. უფასო საკურიერო მომსახურება.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, დაცვას ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამისი ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს (მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ შესაბამისი მითითებით და დაუბრუნოს შემსყიდველს გზავნილი უფასოდ) შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ; თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემხთვევაში მიმწოდებლის წარმომადგენელი უტოვებს შეტყობინებას. შეტყობინებაში არის აღნიშნული შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე განმეორებით კურიერის მისვლის დრო ან/და უკავშირდება ადრესატს სატრანსპორტო ზედდებულზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
5. შემსყიდველისთვის ბრენდირებული კონვერტებით და სხვა საჭირო შესაფუთი მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
7. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
8. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას შემსყიდველისთვის უფასოდ და თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი და დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით. გზავნილის შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს მსგავსი მომსახურების უსასყიდლოდ მიღება ან/და ზიანის ანაზღაურება.
9. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე შემსყიდველის წარმომადგენლისგან მეილის საშუალებით მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდს უზრუნველყოფს მიმწოდებელი). აღნიშნული ინფორმაციის, ასევე გზავნილის წონის და მომსახურების ფასის შევსება გზავნილის სატრანსპორტო ზედდებულში ევალება მიმწოდებელს და იგი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, შემსყიდველისაგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სატრანსპორტო ზედდებულის სწორად შევსებაზე.
10. მიმწოდებლის მიერ არასწორი ან არასრული მისამართის, საფოსტო კოდის, ტელეფონის და საკონტაქტო პირის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ მისამართი შეიცავს მხოლოდ საფოსტო ყუთი ნომერს და არ არის მითითებული საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, იგი არასრულად ითვლება და გზავნილი ვერ გაიგზავნება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს გამგაზავნს და შეასრულოს მისი შემდგომი მითითება (მისამართის შეცვლა, მისი უკან დაბრუნება). აღნიშნული უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ.
11. შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება უფასოდ.
12. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან მიიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/მოწყობილობები რაოდენობისა და ნომრების შესაბამისად.
13. მიმწოდებელია ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე მიწოდება შემსყიდველისათვის (ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული), სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე ან სხვა საჭირო ინფორმაცია გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
14. მიმწოდებლის კურიერი გზავნილის მისაღებად ვალდებულია გამოცხადდეს თბილისში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის სატელეფონო კავშირის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ტექნიკური დავალების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
15. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისას შემსყიდველისთვის გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც დაფიქსირდება წინამდებარე ტექნიკური დავალების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
16. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 და დანართი N2-ით გათვალისწინებულ ფასთა ცხრილში მოცემული გზავნილების რაოდენობა საორიენტაციოა. ხელშეკრულების მიმდინარეობისას შესაძლებელია რომელიმე ნაწილში არ იყოს სრულად გამოყენებული ან/და მოხდეს გადაჭარბებით გამოყენება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებლო ღირებულების ფარგლებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა და მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 მიმწოდებლის კურიერი/წარმომადგენილი გზავნილის მისაღებად ვალდებულია გამოცხადდეს თბილისში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის სატელეფონო კავშირის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ტექნიკური დავალების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
1.4.3 გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადაა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღე;
1.4.4 კონკრეტული გადაზიდვის მომსახურების ვადის ათვლა იწყება თბილისში მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის გზავნილის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილების ადრესატისთვის მიწოდება სატენდერო პირობების 1.3 პუნქტის №1 და №2 დანართში მითითებულ გეოგრაფიულ ერთეულებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.5.2 მიმწოდებლის კურიერი/წარმომადგენილი გზავნილის მისაღებად ვალდებულია გამოცხადდეს თბილისში, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის სატელეფონო კავშირის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისში (იუსტიციის სახლი/სააგენტოს ოფისი (მის: აკ. წერეთლის გამზ.N67ა), საგარეო საქმეთა სამინისტრო (მის: შოთა ჩიტაძის ქ. N4), ასევე შემსყიდველი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გასაგზავნი გზავნილები მიაწოდოს მიმწოდებელს ოფისში).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქართველოში და მსოფლიოში საფოსტო-საკურიერო მომსახურების ბაზარზე ოპერირების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს თავად პრეტენდენტის მიერ).
2.2.1.2 პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე, ჯამურად, შესრულებული უნდა ჰქონდეს, არანაკლებ, 100 000 ლარის (თუკი ხელშეკრულება გაფორმებული იქნება უცხოურ ვალუტაში, ღირებულება დაითვლება სატენდერო წინადადების მიღების დაწყების დღის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) ღირებულების ანალოგიური მომსახურება. გაწეული მომსახურების ღირებულება (100 000 ლარი) პრეტენდენტს შესაძლებელია გააჩნდეს, როგორც ერთი დამოუკიდებელი ხელშეკრულების, ისე ჯამურად რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებშიც. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება/ები და ამავე ხელშეკრულების/ების შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი/ები ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ არსებული ტენდერის/CMR ნომერი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

თუ სატენდერო წინადადება ითვალისწინებს ქვეკონტრაქტორის ჩართვას, სატენდერო წინადადებას თან უნდა დაერთოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან მომავალი ქვეკონტრაქტორის წერილობითი განცხადება იმის დასტურად, რომ იგი სრულ მხარდაჭერას გაუწევს პრეტენდენტს ვალდებულებების შესრულებისას, პრეტენდენტსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ასევე, ქვეკონტრაქტორის შემოთავაზების შემთხვევაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია, მის (ქვეკონტრაქტორის) მიერ, მინიმუმ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ (აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს, როგორც პრეტენდენტის, ასევე თავად ქვეკონტრაქტორის მიერ).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ხოლო მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ ექვემდებარება დაზუსტებას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო/სდაზღვევო გარანტიის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
5. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და 7.3.2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება არაუგვიანეს 2025 წლის 31 იანვრისა.
7.3.2 ანგარიშსწორებისთვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გაწეული მომსახურების შესახებ ინვოისი, სადაც მითითებული იქნება გზავნილები სატრასპორტო ზედდებულების ნომრებისა და ქვეყნების მითითებით და ანგარიშფაქტურა (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ კვარაცხელია, 579000300, n.kvaratskhelia@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან 2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებული არიან არარეზიდენტი პირები 2024 წლის 01 იანვრამდე. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru