Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #45265057)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gurdjaani Municipality
Номер конкурса: 45265057
Дата публикации: 21-08-2023
Сумма контракта: 12 711


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230017102
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2023 15:33
Начало приема предложения 29.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 12`711.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქალაქ გურჯაანში სარაჯიშვილის ქ. N62-ში მდებარე მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანი ეზოს (ს.კ 51.01.58.242) კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 127 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lika imedashvili :: 18.08.2023 16:27
  • Последнее исправление: tamta kviriashvili :: 21.08.2023 15:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=531865&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ გურჯაანში სარაჯიშვილის ქ. N62-ში მდებარე მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანი ეზოს (ს.კ 51.01.58.242) კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები:
არსებული 2 შენობის დემონტაჟი, ნარჩენების გატანა, ტერიტორიის მოსწორება-მოშანდაკება, 12 ცალი ავტოფარეხის, ავტომობილების სამრეცხაოს, სეპტიკის, საწყობის, ვიდეოკამერების და შემოღობვის მოწყობა.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 570 000 ლარია.
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგეს ზოგადი ტექნიკური დავალების გათვალისწინებით და უნდა შეიცავდეს შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციას და ნახაზებს:
1. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური) კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით, როგორც ეს საჭიროა ობიექტების პროექტირებისათვის (წარმოდგენილ იქნას ფოტომასალა);
2. ნახაზების უწყისი;
3. განმარტებითი ბარათი (არსებული მდგომარეობისა და პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღწერით);
4. საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება (ტოპო-გეგმა UTM კოორდინატთა სისტემით მ. 1:200);
5. საკადასტრო დოკუმენტაცია (საპროექტო და არსებული მდგომარეობის ტოპოგეგმაზე დატანით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გეგმა საკადასტრო საზღვრების და კოდის მითითებით);
6. საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა - მ:1:500; 1:1000;
7. გენგეგმა, საპროექტო ობიექტების ტოპოზე დატანით (ორთოფოტო), წითელი ხაზების ჩვენებით მ:1:500; 1:1000;
8. საინჟინრო კომუნიკაციების გარე ქსელები, სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, დეტალები, კვანძები);
9. არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები, რენდერები, დეტალები, (მ. 1:100, 1:50, 1:25);
10. მოსაპირკეთებელი, კეთილმოწყობის სამუშაოების უწყისები, იატაკების მოწყობის კვანძები (იატაკის ტიპების მიხედვით), ჭერების და კარ-ფანჯრების სპეციფიკები, ესკიზური ნახაზები, (დამკვეთთან წინასწარი შეთანხმებით);
11. ფუნქციონალური გეგმები (ინვენტარის გათვალისწინებით).
12. სახურავის მოწყობის ნახაზები
13. კონსტრუქციული პროექტი
14. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების პროექტი (განმარტებითი ბარათი, გეგმები, სადაც დატანილი იქნება სანათები, ჩამრთველები, როზეტები, ელ.გამანაწილებელი ფარები).
15. სუსტი დენები: სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის შეტყობინების სისტემა, კომპიუტერული ქსელი, რადიოქსელი, სატელეფონო და სატელევიზიო ქსელი
16. წყალ-კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი (განმარტებითი ბარათი, გეგმები, სადაც დატანილი იქნება უნიტაზები, ხელსაბანები, წყლის გამაცხელებელი ავზები, კანალიზაციის, ცხელი და ცივი წყლის ქსელები შესაბამისი მილების დიამეტრების ჩვენებით).
17. გათბობის სისტემების მოწყობის პროექტი.
18. დენდროლოგიური პროექტი;
19. ტერიტორიის შემოღობვა, კეთილმოწყობა, პარკირება - გეგმა, ჭრილები, დეტალები, კვანძები (მ. 1:100, 1:50, 1:25);
20. არქიტექტურული მცირე ფორმები - მოსასვენებელი სკამი, სანათი, (საჭიროების შესაბამისად);
21. ნარჩენების შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა (შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის სამსახურთან -
22. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
23. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
24. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა.
25. გათვალისწინებული იქნას ,,სპორტული ნაგებობები პროექტირების СНиП II-Л.11-70 ნორმები“;
26. გათვალისწინებული იქნას, ,,სპორტული და გამაჯანსაღებელი ნაგებობები ВСН 46-86 ნორმები“;
27. საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის СНиП 2.08.02-89* ნორმები;
28. პროექტში გათვალისწინებული იქნას „შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლემანტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #41 დადგენილება
29. გათვალისწინებული იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე
მიმწოდებელმა პროექტის შედგენამდე უნდა შეისწავლოს თითოეულ ობიექტზე არსებული ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია.
იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციები არასათანადო სიღრმეზე აღმოჩნდება, რამაც შემდგომში შესაძლოა ხელი შეუშალოს განსახორციელებელი სამუშაოების წარმოებას, საპროექტომ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ დამკვეთს, რათა ერთობლივად მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს ლოკალურ-რესურსული მეთოდით და მშენებლობის შემფასებელთა კავშირის სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულით მიმდინარე დონეზე.
მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს არსებული მდგომარეობის შესწავლა, წინა საპროექტო კვლევა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა (საკუთარი ხარჯებით) განახორციელოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოსთან ერთად;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე.
1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 4 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია 1CD/DWD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. #13

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020 წლის 1_ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების შენობების მშენებლობა ან/და რეაბილიტაცია ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება;
2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #2-ის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ (ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი)

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო სტეფნაძე, 599282995, gurjaanismunicipaliteti@gmail.com ბიჭიკო მაისურაძე 599852280;

additional information/document

10.1 additional information/documents

- მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
- ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი მომსახურების ფასების ცხრილი PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
- პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა.
- სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი, ან განუფასებლადაა წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).
- ამხანაგობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების განაწილების შესახებ დანართი #4_ის შესაბამისად.
- პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru