Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #45265043)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Kobuleti Municipality
Номер конкурса: 45265043
Дата публикации: 21-08-2023
Сумма контракта: 782 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230017116
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2023 16:20
Начало приема предложения 06.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 11.09.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 782`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45443000 - Фасадные работы
  • 45453100 - Работы по реконструкции
  • 45454000 - Работы по перестраиванию
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია;
Дополнительная информация
ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N1 N2 N3 N4 და N6 შენობების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია;
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 7`820 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatia ejibia :: 09.08.2023 15:07
  • Последнее исправление: khatia ejibia :: 21.08.2023 16:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=530737&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N1 N2 N3 N4 და N6 შენობების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვის სახით.
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ხარჯთაღრიცხვა და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

საპროექტო დოკუმენტაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილების სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების პროპორციულად შემდეგი წესით:

 I ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 30% შესრულების წარმოდგენა - ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
 II ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის შესრულების წარმოდგენა - პირველი ეტაპის ვადის ამოწურვიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
 III ეტაპი - დარჩენილი სამუშაოების შესრულების წარმოდგენა მეორე ეტაპის ვადის ამოწურვიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

სამუშაოების შესრულების დროდ ითვლება ტექ.ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაციის (ფორმა 2) შემსყიდველთან წარმოდგენის დღე.

შენიშვნა: მომდევნო ეტაპით განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულების შესრულების წარმოდგენაში არ იგულისხმება წინა ეტაპით შესრულებული სამუშაოები.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: დანართი 1-ში მითითებული ლოკაციები

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 03 (სამი) წელს;
-საგარანტიო ვადის დენა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის მომენტიდან.
-მიმწოდებელი პასუხს აგებს საგარანტიო ვადის ფარგლებში ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდება ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელის შემშლელი ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულებას ღებულობს საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ღირებულების შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/რემონტი სამუშაოები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები არ არის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს ან სხვა დოკუმენტს აუცილებლად უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა).

შენიშვნა: კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით/აქტებით ან/და მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით უნდა დგინდებოდეს სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისა და დამკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა აჩვენოს, რომ სხვა კონტრაქტების ფარგლებში საავანსო გადახდების გარდა გააჩნია ან/და ხელი მიუწვდება ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის დამტკიცებული საკრედიტო ხაზი (რომლის შემთხვევაშიც მითითებული უნდა უნდა იყოს დარჩენილი რესურსი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ რესურსზე პრეტენდენტს ხელი მიუწვდება ბანკთან დამატებითი შეთანხმებებისა და საკრედიტო კომიტეტზე განხილვის გარეშე). ხელმისაწვდომი რესურსი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარს. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა მომსახურე ბანკიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუკი, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის დააფიქსირა 20% და მეტი სხვაობა (რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ღირებულების წარმოდგენას), ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ან სხვა აკრედიტებული პირთან. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა ამისა, პრეტენდენტმა, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით. (ტექნიკური რეგლამენტი-,,სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.

3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე;

5.1.3 for an individual entrepreneur

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.

3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობები ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.6 for a non-resident

1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

3) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6.პუნქტის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გარანტი უნდა კისრულობდეს ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული იქნება ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 20%-ს ღირებულების სამუშაოებზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნება ფორმა 2-თა და მიღება-ჩაბარების აქტით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ იდენტური ოდენობის გარანტია. მიმწოდებელმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ავანსის საჭიროება.
მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს.

შემსყიდველის მიერ ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის წარმოდგენილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებიდან 50%-ის ოდენობით, ყოველ წარმოდგენილ შესრულებაზე, გარდა ბოლო შესრულებისა. ბოლო ანგარიშსწორებისას განხორციელდება დარჩენილი ავანსის ღირებულების სრულად დაქვითვა. ამასთან, იმ შემთხვევაში როდესაც ფაქტიურად შესრულებული და ავანსად გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა უთანაბრდება სახელშეკრულებო ღირებულებას, გადახდილი ავანსის დაქვითვა შესაძლებელია განხორციელდეს სრულად, შესრულებული სამუშაოების მოცულობის პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) ნაწილობრივ ან/და სრულად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში;
ბ) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: 2023 წლისათვის ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 305 000 ლარის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ 2023 წელს გაიზრდება ღონისძიების დაფინანსებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნება, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება კი განხორციელდება 2024 წელს.

ხელშეკრულების საგნის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი აქტების (ფორმა N2) გათვალისწინებით უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. დასკვნის მოპოვებამდე შემსყიდველი უფლებამოსილია შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს მიღება-ჩაბარება და საბოლოო ანგარიშსწორება. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების შესახებ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომლებშიც მხარეთა შეთანხმებით მითითებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული ვადაში წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია საბოლოო მიღება-ჩაბარებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელთან ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად შეწყვიტოს და დარჩენილი ნაწილის ანგარიშსწორება აღარ განახორციელოს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ა) ნაწილობრივ ან/და სრულად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში;
ბ) საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შესრულებული სამუშაოების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ავთანდილ მეგრელიძე, 557290429, avto.megrelidze95@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დავით ბოლქვაძე 599 50 00 67;

additional information/document

10.1 additional information/documents


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru