Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #44051563)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 44051563
Дата публикации: 24-07-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230015142
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.07.2023 16:58
Начало приема предложения 30.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 11`470.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის ელექტრო კარის ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 46.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maria pranguliani :: 21.06.2023 15:33
  • Последнее исправление: giorgi togonidze :: 24.07.2023 16:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524386&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სახის ელექტრო კარის ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ მომსახურების გაწევის პროცესში უნდა გამოყოს მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს "dorma"-ს, "nees system"-ის და "soka"-ს მოდელის ელექტრო კარების ტექნიკური მომსახურების გაწევა დანართ N2-ში მოცემული ადგილმდებარეობების და რაოდენობების შესაბამისად.

- მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.

- მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ნაწილები უნდა იყოს ახალი. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში, მეორადი ნაწილების ფასი უნდა იყოს განსხვავებული და ის უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

- მხარეებს უფლება აქვთ სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად, შეთანხმების საფუძველზე (შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების გზით) ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება და დაამატონ ისეთი მომსახურება, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტით. მომსახურების ფასი დადგინდება შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით, მიმდინარე საბაზრო ღირებულების შესაბამისად.

- გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, მოცულობა, ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურების ფასები გათვალისწინებული იქნება პრეისკურანტში (დანართი N1) მოცემული ფასების შესაბამისად).

- მიმწოდებელმა შეცვლილი სათადარიგო ნაწილი უნდა დაუტოვოს შემსყიდველს.

- ინფორმაცია ელექტრო კარების რაოდენობებისა და ადგილმდებარეობების (მისამართები) შესახებ მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში. (დანართი N2 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სიტემაში).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვარი) 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

- მომსახურების გაწევის ოპერატიულობა: დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან ქ.თბილისში 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობით/თანდასწრებით დაზიანებულ ელექტრო კარზე შეადგინოს დეფექტური აქტი (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 ლარის ოდენობით), რომელშიც უნდა მიუთითოს ელ.კარის ფირმა/მოდელი და აღმოჩენილი ხარვეზი, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი (დეტალების გათვალისწინებით), მომსახურების გაწევის გონივრული ვადები და აღნიშნულ ვადებში,
პრეისკურანტით (დანართი N1) გათვალისწინებული ღირებულებების შესაბამისად უნდა განახორციელოს აღდგენითი მომსახურება სრული მოცულობით, ხარისხის და სტანდარტების დაცვით.

- მოთხოვნა შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. მოთხოვნა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

1.7.1 requirement related to guarantee period

- გაწეულ მომსახურებაზე (შეკეთებული ან გამოცვლილი დეტალების გათვალისწინებით) საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 6 თვეს;

- საგარანტიო პირობები: გარანტიის პერიოდში გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრა, დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით, ასევე არახარისხოვნად გაწეული მომსახურების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა.

- დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა - აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.

- საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს.

- პრეტენდენტის მიერ საგარანტიო ვადის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია მისი შეცვლა.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიანელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვისმითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

technical requirements

2.9 other additional requirements

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის პრეისკურანტში (დანართი №1) რიგ პოზიციებზე გათვალისწინებულ გამოსაცველელი დეტალების ღირებულებებს) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული პრეისკურანტის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

4. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებულ უნდა იქნეს პრეისკურანტში (დანართი №1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 11 470.00 (თერთმეტი ათას ოთხას სამოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარს (დანართი №1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო პირობების 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტისა)შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

11. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.  პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

- მიბმული ფაილის სახით იხ. ინფორმაცია ელექტრო კარების რაოდენობებისა და ადგილმდებარეობების (მისამართები) შესახებ - დანართი N2.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც განსაზღვრული იქნება 10 000.00 (ათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება "მიმწოდებელთან" განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება "შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

უჩა ცუცქირიძე, 577771814, uchacucqiridze10@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: ანა ლაგაზიძე 595 511 323

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru