შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის
თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. 1 წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ
უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით;
1.2 ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის
გარეშე/no spaces), შრიფტი 12;
1.3 ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის
შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების
რაოდენობის პროპორციულად;
1.4 Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით);
1.5 შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.6 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი
გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.);
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
2.1 ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ
და ქართულ ენაზე და პირიქით;
2 ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეიკურანტში მითითებული
უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში,
ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის
მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს,
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
მოთხოვნიდან 2 საათის ვადაში ჩაანაცვლოს კონკრეტულ ფაქტზე მივლენილი
თარჯიმანი სხვა თარჯიმნით;
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მომსახურების
გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარჯიმნის იმ ორგანოში ან/და
უფლებამოსილ პირთან გამოცხადების წუთიდან, რომლის წარმოებაშიც
იმყოფება სამართალდარღვევის საქმე (რომელზეც ხორციელდება თარგმნის
მომსახურება) და დასრულდება შესაბამისი პროცედურ(ებ)ის
დასრულებისთანავე, შესაბამისად, ანაზღაურებაც განხორციელდება
აღნიშნული ვადების გათვალისწინებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან;
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით;
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები;
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის
შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული
სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია,
ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული;
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით);
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა
პროცესუალურ დოკუმენტზე;
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის
გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების
მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე
გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი
დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე
დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად);
• ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, იმ უფლებამოსილი პირის
მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის წარმოებაშიც იმყოფება
სამართალდარღვევის საქმე, თარჯიმანმა უნდა წარუდგინოს თარჯიმნის
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერტიფიკატი ან/და
საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან გაცემული სხვა დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე, ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნას);
•ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის
დღიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს სატელეფონო
ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი” უზრუნველყოფა
(სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და გადამისამართება).
აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის
მხრიდან;
• მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის,
ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება
შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში
გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია
აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ
შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების
შესახებ;
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს
პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.