Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по замене данных (Грузия - Тендер #44051490)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44051490
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 65 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230015028
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 16:07
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 65`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 72300000-Услуги по замене данных
Коды классификатора
  • 72321000 - Услуги по базам данных с добавленной стоимостью
Срок подачи I ეტაპი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვე II ეტაპი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) თვე
Дополнительная информация
სახელმწიფო პროგრამის "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზისა და გის პორტალის განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა" ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის განახლების და პროგრამული მხარდაჭერის მიმართულებით მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 650.00 GEL
Размер гарантии 650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 11.07.2023 19:50
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 21.07.2023 16:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526839&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო პროგრამის "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზისა და გის პორტალის განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა" ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის განახლების და პროგრამული მხარდაჭერის მიმართულებით მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზისა და გის პორტალის განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა" ფარგლებში პროგრამისტის, ვებ-დიზაინერის(UX), გის სპეციალისტის და სერვერების ადმინისტრატორის მომსახურების შესყიდვას.
კულტურული მემკვიდრეობის გის მონაცემთა ბაზა შეიქმნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში დადებული მრავალწლიანი საგრანტო შეთანხმების ფარგლებში. ამ ეტაპზე მონაცემთა ბაზის სტრუქტურა დასრულებულია, იგი შედგება 10 კომპონენტისაგან (უძრავი ობიექტები/ძეგლები; მოძრავი ობიექტები/ძეგლები; კედლის მხატვრობა; ქვაზე კვეთილობა; ზოგადი დამცავი ზონა, მუზეუმ-ნაკრძალი/მუზეუმი, ქმედება; დოკუმენტაცია; პიროვნება; ორგანიზაცია) და მუდმივად მიმდინარეობს ამ სისტემის ახალი მონაცემებით შევსების პროცესი. ამასთანავე 2017-2018 წლებში ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანაშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა გის მონაცემთა ბაზის ახალ სისტემაზე (.NET) გადაყვანა. 2020-2021 წლებში კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახლდა კულტურული მემკვიდრეობის პორტალის (https://memkvidreoba.gov.ge/) სამომხმარებლო დიზაინი (UX) და პროგრამულად თავიდან აეწყო React-ის ბიბლიოთეკაზე.
მონაცემთა ბაზის ფუნქციონალის, ინტერფეისის გაუმჯობესების, მონაცემთა დაცულობის და მონაცემების შეყვანის, რედაქტირების, დათვალიერების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მუდმივად საჭიროა პროგრამისტის, ვებ-დიზაინერის(UX), გის სპეციალისტის და სერვერების ადმინისტრატორის მომსახურება. წლის განმავლობაში საინფორმაციო სისტემების სამსახურის მიერ მონაცემთა ბაზის განახლების და ფუნქციონალის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეობს არსებული სისტემების სამუშაო რეჟიმში ტესტირება, გაანალიზება და გამოვლენილი საკითხების საფუძველზე სამოქმედო გეგმისა და ტექნიკური დავალების მომზადდება.
აღნიშნული ტექნიკური დავალება ეფუძნება რეკომენდაციებს და რჩევებს, შემუშავებულს როგორც მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემისა და პორტალის მართვის ჯგუფის, ასევე ამ სისტემის გარე მომხმარებლების მხრიდან. მათი განხორცილების შემთხვევაში მონაცემების მართვა, რედაქტირება და სხვადასხვა საანგარიშო ფორმატში გამოსახვა გაცილებით უფრო გამარტივდება.
ამასთანავე, ტექნიკური დავალება ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული თვის ვადაში თანხლებას, გის სერვისების, დიდი მოცულობის და რაოდენობის მონაცემების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ინტეგრირების უზრუნველყოფას.

შესასრულებელი სამუშაოების აღწერა
I ეტაპი

1. ქმედების კომპონენტში, ბმულების ნაწილში, უძრავების ცხრილში ძიების ფუნქციონალია გასაუმჯობესებელი.
2. შიდა ბაზაში რუკის გვერდზე და ახალი ობიექტის დამატებისას კოორდინატები პირველად მეათედ გრადუსებში უნდა ჩანდეს.
3. უძრავების კომპონენტში არსებული ველის, ხეობის კლასიფიკატორის დამატებისას იქვე უნდა იყოს საძიებელი, რათა სანამ დაემატება არსებულ ხეობების ჩამონათვალში შეიძლებოდეს ძიება.
4. უძრავების კომპონენტში არსებული ველის, ხეობის მსგავსად უნდა დაემატოს თემის და უბნის პროგრამული ველები. აქაც კლასიფიცირებული ველები უნდა იყოს და ხეობის დამატების ანალოგი ფუნქციონალი უნდა ქონდეს.
5. უძრავის კომპონენტში საჭიროა აეწყოს ფუნქციონალი, რომლის მიზანია ძიების რეზულტატში (ცხრილში) გამოტანილი ობიექტების საპირისპირო შედეგის მიღება.
6. ძიების პროცესის მაჩვენებელი სიმბოლო უნდა გამოდიოდეს ყველა კომპონენტში, ძიებას ფუნქციის გააქტიურებისას მაშინვე უნდა იხურებოდეს ძიების ფანჯარა და ძიების პროცესი ჩანდეს ძირითად გვერდზე.
7. თუ თავდაპირველ და ამჟამინდელ სტატუსში და კატეგორიაში ჩანაწერი არ არის, მაშინ უნდა მიეთითოს ობიექტი სტატუსის გარეშე და ობიექტი კატეგორიის გარეშე.
8. უძრავის ცხრილში დაემატოს სახელმწიფოთი ძიების ფუნქციონალი.
9. დასახლებული პუნქტების მსგავსად საჭიროა რამდენიმე რეგიონის ან ერთ რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ერთად მოძიების ფუნქციონალის აწყობა.
10. ქმედებაში დოკუმენტის დაკავშირების/ატვირთვის შემდეგ ახლად დაკავშირებული დოკუმენტი მაშინვე უნდა აისახებოდეს ცხრილში, ამ ეტაპზე მხოლოდ თვითონ ობიექტის შენახვის შედეგად ან გვერდის გადატვირთვის შედეგად ისახება ცხრილში.
11. „პორტრეტის“ ხედზე გადაღებული ფოტოები ავტომატურად უნდა სწორდებოდეს და გალერეაში ან ნებისმიერ ფოტოხედზე სწორად უნდა მოჩანდეს.
12. უძრავის კომპონენტში, კოორდინატების სიზუსტის ველში უნდა იყოს შესაძლებელი
ცარიელი ჩანაწერების მქონე ობიექტების დაფილტვრა.
13. რუკაზე ობიექტის მოდალურ ფანჯარაში სახელწოდება სრულად უნდა ჩანდეს.
14. იმ შემთხვევაში, თუ ახალდამატებულ სტატუსის ან კატეგორიის მინიჭების ქმედებას აკავშირებ ობიექტს, არსებული გადადის თავდაპირველში. იმ შემთხვევაში, თუ ეს ახალდამატებული წაშალე, თავდაპირველში გადასული ქმედება ისევ უკან ამჟამინდელში უნდა გადმოვიდეს.
15. თარიღის დიაპაზონით ძიების ფუნქცია უნდა დაემატოს უძრავების და მოძრავების კომპონენტებში
16. პორტალზე ფილტრში მსოფლიო მემკვიდრეობით და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის შემადგენელი კომპონენტით დასამატებელია დაფილტრვა.
17. დაკავშირებულ დოკუმენტაციაში და გალერეაში დოკუმენტის ჩამოტვირთვის ღილაკი უნდა დაემატოს თითოეულ ობიექტზე. დოკუმენტის ჩამოტვირთვა უნდა შეიძლებოდეს დოკუმენტაციის გვერდზე გადასვლის გარეშე.
18. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და კულტურული მემკვიდრეობის პორტალის ტექნიკური მხარდაჭერა.
19. არსებული სერვერული სისტემის საიმედოობის სრულყოფის მიზნით საჭიროა მიმდინარე სერვერის კლონის გამართვა, რაც შესაძლებელს გახდის ჩატარდეს სისტემის ტესტირება გარკვეულ ასპექტებში: ახალი იმპლემენტაციის ტესტირება, ვინდოუს სერვერის განახლებების ან ახალი ვერსიების (2016 ან სხვა) და არსებული გეოსაინფორმაციო სისტემის თავსებადობის ტესტირება და ა.შ. ისე რომ არ შეექმნას საფრთხე მუშა რეჟიმში მყოფ სისტემას. ასევე საჭიროა შემოწმდეს სარეზერვო ასლების შექმნის სისტემის საიმედოობა და ასლიდან აღდგენის ფუნქციის მოქმედება.

II ეტაპი
1. ახალი პიროვნების დამატების დროს სახელისა და გვარის მითითების შემდეგ მოდალურ ფანჯარაში გამოდის მითითებული სახელის ან გვარის შესაბამისი ჩანაწერები. საჭიროა დაემატოს უკვე დაფილტრული პიროვნებების სახელითა და გვარით ფილტრის ფუნქცია. ამისათვის საჭიროა გაიმიჯნოს სახელი და გვარი, ხოლო თითოეულს ქვევით დაემატოს საძიებელი.
2. დოკუმენტაციის ექსპორტირებისას ერთიანად დაარქივებულ ფაილებს მოყვება ექსელის ფაილი, რომელშიც დოკუმენტის ბაზის კოდებიც არის მითითებული. ეს კოდები, იდენტიფიცირებისთვის უნდა აისახოს ჩამოტვირთული ფაილების სახელშიც.
3. ობიექტის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, გასაგზავნი შეტყობინების გამგზავნი მეილის ცვლილება უნდა იყოს შესაძლებელი.
4. რუკაზე უნდა დაემატოს ატრიბუტული ცხრილი და რუკით ობიექტების მონიშვნის ფუნქციები. სასურველია მონიშნული ობიექტების ექსელის ცხრილში ექსპორტის ფუნქციის დამატება.
5. უძრავების კომპონენტში ცხრილიდან თუ ფოტო ცხრილიდან დაფილტრული ობიექტების გის ფორმატებში ექსპორტის ფუნქციონალია ასაწყობი.
6. უნდა იყოს შესაძლებელი ისეთი ობიექტების ძიება, რომელთაც გრაფიკა (სივრცითი გამოსახულება რუკაზე) არ აქვთ.
7. უნდა იყოს შესაძლებელი ისეთი ობიექტების ძიება, რომელთაც ძეგლის სტატუსი აქვთ, მაგრამ არ აქვთ ფიზიკური ან ვიზუალური დაცვის არეალი დაკავშირებული.
8. უნდა იყოს შესაძლებელი ისეთი სივრცითი მონაცემების ძიება, რომლებიც არცერთ ობიექტზე არ არიან მიბმულნი.
9. საჭიროა დაემატოს ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც მოიძიებს იმ ობიექტებს, რომლებსაც სავალდებულო ველები არ აქვთ შევსებული და ამ ობიექტებზე მონიშნავს ასეთ ველებს.
10. ინდივიდუალური დამცავი ზონების დამატება ან წაშლა კონკრეტული ობიექტის წაშლის გარეშედაც უნდა შეიძლებოდეს. ასევე საჭიროა ფუნქციონალი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში პირდაპირ მიაბავს ინდივიდუალურ დამცავ ზონებს.
11. კლასიფიკატორებიდან გასამართია სოფლის წაშლის ფუნქციონალი.
12. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საკადასტრო მონაცემების სერვისის მიღების შემთხვევაში უნდა მოხდეს შიდა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება და საკადასტრო ნაკვეთების საძიებო სისტემის გამართვა.
13. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დამატებით რუკის სერვისების მიღების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ინტეგრირება როგორც კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის სისტემის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პორტალის რუკის ნაწილში.
14. პორტალზე "ჩემთან ახლოს" ფილტრში უნდა დაემატოს მხოლოდ მომხმარებლის ადგილმდებარეობის, ნავიგაციის ჩვენების ფუნქცია ფილტრის გარეშედაც.
15. პორტალზე "ჩემთან ახლოს" ფუნქციის გააქტიურებისას ადგილმდებარეობის რუკაზე ხელით მონიშვნაც უნდა იყოს შესაძლებელი და მის გარშემო უნდა ფილტრავდეს ობიექტებს.
16. მომხმარებლის რუკაზე მდებარეობის აღმნიშვნელი სიმბოლო და ფერი უნდა შეიცვალოს.
17. პორტალზე "ჩემთან ახლოს" ფუნქციის გააქტიურებისას რუკაზე სრულად უნდა აჩვენებდეს მითითებულ რადიუსში მოქცეულ ობიექტებს.
18. კულტურული მემკვიდრეობის სივრცითი მონაცემების გაზიარების სერვისები უნდა აეწყოს ArcGIS Server-ის ბაზაზე და ჩამოსატვირთი სერვისები ვინდოუს სერვერზე.
19. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და კულტურული მემკვიდრეობის პორტალის ტექნიკური მხარდაჭერა.


სრული ტექნიკური დოკუმენტაცია იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ორ ეტაპად: I ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვე; II ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქ. N 7.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდეტს უნდა გააჩნდეს:
● მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გეოსაინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზების განვითარებასა და მართვაში, წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების ჩამონათვალის სახით დამკვეთის, პროექტის დასახელების, სახელშეკრულებო თანხებისა და განხორციელების ვადების მითითებით;
● მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსოფლიოში გავრცელებულ სერვერულ გეოსაინფორმაციო სისტემების და რელაციურ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების გამოყენებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების ჩამონათვალის სახით დამკვეთის, პროექტის დასახელების, სახელშეკრულებო თანხებისა და განხორციელების ვადების მითითებით;
● გამოცდილება ორგანიზაციების სისტემების შემუშავებაში თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების და გის ვებ-სერვისების გამოყენებით, წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ 3 (სამი) შესრულებული პროექტის ჩამონათვალის სახით დამკვეთის, პროექტის დასახელების, სახელშეკრულებო თანხებისა და განხორციელების ვადების მითითებით;
● გამოცდილება სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დიდი კორპორატიული ორგანიზაციებისათვის რთული ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნაში, წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ 3 (სამი) შესრულებული პროექტის ჩამონათვალის სახით დამკვეთის, პროექტის დასახელების, სახელშეკრულებო თანხებისა და განხორციელების ვადების მითითებით;
● გამოცდილება ექსპერტების მრავალდისციპლინარული გუნდის მართვაში, წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის შემსრულებელთა ნუსხის სახით;
● კულტურული მემკვიდრეობის სფეროსთან თანამშრომლობის გამოცდილება, წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტების ჩამონათვალის სახით.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების ჩამონათვალის სახით დანართის მიხედვით: დამკვეთის, პროექტის დასახელების, სახელშეკრულებო თანხებისა და განხორციელების ვადების მითითებით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში მომსახურების გაწევის სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტექნიკური დავალების შესაბამისად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

პროექტის კოორდინატორი

● გეოსაინფორმაციო სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
● ექსპერტთა კომპლექსური გუნდის მართვის და პროექტების დაგეგმვის გამოცდილება.

პროგრამისტი

● პროგრამისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
● პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის/ადმინისტრირების გამოცდილება;
● GIS ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. მონაწილეობა პროექტებში სადაც გამოყენებული იქნა ARC GIS Server-ის პროგრამული უზრუნველყოფა;
● უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება Microsoft SQL Server-ის რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის;
● უნდა ჰქონდეს ASP.NET MVC Framework-ის ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.
● უნდა ქონდეს HTML, CSS, JavaScript, React პროგრამული ენების, ტექნოლოგიების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

გის სპეციალისტი

● უნდა ჰქონდეს კომპანია Esri-ს პროდუქტის მეშვეობით გის სერვისების შექმნის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
● უნდა ჰქონდეს სერვერებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
● უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება Microsoft SQL Server-ის რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის.

ვებ დიზაინერი

● უნდა ჰქონდეს სამომხმარებლო ინტერფეისების შემუშავების მიმართულებით ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი;
● უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი პროექტისთვის სრული სამომხმარებლო გამოცდილების დაგეგმვის და განხორციელების აღწერა (UX Project Case Study);
● უნდა ჰქონდეს სამომხმარებლო ინტერფეისების შემუშავების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
● უნდა წარმოადგინოს სამომხმარებლო ინტერფეისის მიმართულებით მის მიერ შექმნილი არანაკლებ 5 პროდუქტის ჩამონათვალი ლინკებით;
● უნდა ჰქონდეს მუშა პროტოტიპების გამოყენებითობის ტესტირების გამოცდილება;
● უნდა ფლობდეს შემდეგ პროგრამულ უზრუნველყოფებს: Sketch, invision, adobe xd, adobe illustrator, adobe photoshop

სერვერების ადმინისტრატორი

● სერვერების და სერვერული ინფრასტრუქტურის მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.


ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს CV-ების სახით შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მითითებით CV-ის_ფორმის შესაბამისად (იხ.დანართი).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას 2023 წლის 01 დეკემბრამდე, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებელი ნაწილის 100%-ზე უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ორ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის, ინსპექტირების დადებითი დასკვნის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ორ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru