Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #44051457)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 44051457
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 1 753 001


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230015056
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 17:39
Начало приема предложения 13.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 1`753`001.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи იხ. დოკუმენტაცია
Дополнительная информация
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თერგვისის და დიცის დამატებითი ფართობების წყალუზრუნველყოფისათვის „არბო-დიცის სატუმბო სადგურის გაძლიერება, სადაწნეო მილსადენის შეცვლა და თერგვისის გამანაწილებლის მოწყობის“ პროექტირება-მშენებლობის (Design-Build).

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა: 1701943.00 (ერთი მილიონ შვიდასერთი ათას ცხრაასორმოცდასამი ლარი და 00 თეთრი).

დაფინანსება გათვალისწინებულია 2023-2024 წლის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 7`012.00 GEL
Размер гарантии 17`530 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 21.07.2023 11:11
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 21.07.2023 17:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=528165&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თერგვისის და დიცის დამატებითი ფართობების წყალუზრუნველყოფისათვის „არბო-დიცის სატუმბო სადგურის გაძლიერება, სადაწნეო მილსადენის შეცვლა და თერგვისის გამანაწილებლის მოწყობის“ პროექტირება-მშენებლობის (Design-Build).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოს/მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თანდართულ ფაილებში.

1.2.2 პროექტირებისა და მშენებლობის განხორციელების მეთოდები:
-პროექტირება და მშენებლობის (Design-build) მეთოდით;
-ერთეტაპიანი პროექტირება-მშენებლობა;
-ერთსტადიანი პროექტირება - დეტალური საინჟინრო პროექტის სამუშაო
ვერსიის დამუშავება (ექსპერტიზის ჩატარებამდე);

1.2.3 პროექტირების და მშენებლობის მიზანია:
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელების: თერგვისის 32 ჰა-ის, ტირძნისის 15 ჰა- ის და დიცის ფართობების დამატებით, გარანტირებულად წყალუზრუნველყოფის მიზნით, არბო დიცის სატუმბი სადგურის წარმადობის გაძლიერება და თერგვისის გამანაწილებელის მოწესრიგება დიცის წყალგამტარიდან ფართობების დასაწყისამდე, წყლის ხარჯის დანაკარგების გარეშე მიწოდება.
- პროექტმა და სამშენებლო სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს სადაწნეო მილსადენის საიმედო და ხანგრძლივი ფუნქციონირება.

1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების (ღარები, ფილები და ა.შ.) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

შესრულებული სამუშაოს დადასტურების პროცესის შეფერხების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნას შესაბამისი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებამდე.

1.2.5 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.6 მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საშემსრულებლო ნახაზ(ებ)ის წარდგენა.


1.2.7 ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს 135 კალენდარულ დღეს.
2. პროექტირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან.
3. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა, პროექტირების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან 90 კალენდარულ დღე.
4. დამკვეთის მხრიდან საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისათვის საჭირო დრო (10 სამუშაო დღე) არ შედის საპროექტო სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში და გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი ვადით, გაიზრდება პროექტირება-მშენებლობის ვადები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის განმახორციელებელ პირებთან პირველად წარმოდგენილ პროექტში საჭირო იქნება ცვლილებების/შესწორებების შეტანა და შემდგომში ექსპერტიზის განმახორციელებელ პირებთან შეთანხმება, არ გამოიწვევს ვადის შეჩერებას და მოცემული პერიოდი ჩაითვლება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საერთო ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი, არბო-დიცის სატუმბო სადგური სოფელი არბო. სადაწნეო მილსადენის ტრასა-სოფლების: თერგვისის, დიცის ქორდის და არბოს სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფართობების ტერიტორია.
2.კონტრაქტორი ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია ტექნიკური დავალების მიხედვით; დამკვეთი იტოვებს უფლებას საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისთვის 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გასცეს შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და შესაბამისად ასახოს საპროექტო დოკუმენტაციაში.
3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას, ტექნიკური დავალების შესაბამისად.
4. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით.
5. სამუშაოები შესრულებულ უნდა იქნას ტექნიკური დავალების, წარმოდგენილი პროექტის, ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იქნება ხარისხიანი და შეესაბამება მომსახურების გაწევის ტექნიკურ პირობებს და ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ნორმებს.
2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო იქნება ხარისხიანი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოების ღირებულების 5%-ით .
4. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოების ღირებულების 5%-ით.
5. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა დაიქვითება მე-7 პუნქტის თანახმად დაკავებული თანხიდან.
6. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.
7. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხის ნახევარი (2.5%) მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პირველი 6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) - დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის პერიოდ(ებ)ის დასრულებამდე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრას, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შესაბამისი ეტაპისთვის დაკავებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლოს სახით, მთლიანად რჩება შემსყიდველს, ხოლო საგარანტიო ვადის პირველი წლის შემდეგ, თუკი ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა დაბრუნებულია, მიმწოდებელს დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. თუ მე-8 პუნტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფელბამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. შემსყიდველი უფლებამოსილია, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გადაუხადოს მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, დაკავებული თანხის იდენტურ ოდენობაზე (შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). ამასთან, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა ადასტურებდეს, მოცემული მომენტისთვის, შესრულებულ სამუშაოზე დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის არარსებობას.
11. მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნულ საბანკო გარანტიას უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 425 კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ან/და მოთხოვნილი ტიპის სამუშაოების*** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 2,552,914.50 (ორი მილიონ ხუთასორმოცდათორმეტი ათას ცხრაასთოთხმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარისა.

ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები**, არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების (1,701,943.00 ლარი) 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%.

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს უკანასკნელ 5 (ხუთი) სრულ წელს ტენდერის გამოცხადების თვიდან (მაგალითად, თუ ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის იანვრის თვეში ნებისმიერ დღეს, გამოცდილების პერიოდი იქნება 2018 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 იანვრამდე მონაკვეთი).

მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები** - პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება საირიგაციო ინფრასტრუქტურის*, კაშხლების, წყალსაცავების, ჰიდროელექტროსადგურებისა და წყალმომარაგება/წყალარინების სისტემების მშენებლობა**.
* საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური, მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები;
** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).

დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება


ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• სამუშაოს შესრულების აქტი (მაგალითად ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი) ან/და
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ა.გ.) გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები (არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%) უნდა დასტურდებოდეს ისეთი დოკუმენტ(ებ)ით, რომელშიც შესაბამისი დამკვეთი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად, ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

1. შევსებული დანართი N1 - ფასების ცხრილი (იხ. წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3. პუნქტი);
2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნების/პირობების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციისა ან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru