Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #44051421)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khashuri Municipality
Номер конкурса: 44051421
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 167 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014979
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 10:57
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 167`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44600000 - Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
  • 44613700 - Контейнеры для отбросов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ლითონის 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`675 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nunu gotsiridze :: 20.07.2023 17:47
  • Последнее исправление: nunu gotsiridze :: 21.07.2023 10:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=528099&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ლითონის 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტევადობა - 1100 ლიტრი;
2. სიგრძე: 1300-1400 მმ;
3. სიმაღლე: 1330-1500 მმ;
4. სიგანე: 950 – 1100 მმ;
5. კოროზიამედეგობის მიზნით, კონტეინერის ლითონის ზედაპირი (შიდა და გარე ზედაპირი) დამუშავებული უნდა იყოს ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისად;
6. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს EN840 სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
7. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს ცივი ტექნოლოგიით, მაღალხარისხიანი დაპრესილი მეტალისგან EN 10204: 2004 სტანდარტის შესაბამისად;
8. ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი უნდა იყოს: კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის გამაგრებები არანაკლებ 2მმ ფოლადისგან (წარმოდგენილი უნდა იქნას - მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი რითაც დადასტურდება აღნიშნული პარამეტრები);
9. კონტეინერს მდგრადობისთვის ზედაპირზე უნდა გააჩნდეს სიხისტის ჩაღრმავებები;
10. კონტეინერის ქვედა მხარე/ძირი უნდა იყოს წარმოებული ღრმად დაპრესილი ერთიანი ნაწილისგან, შედუღების გარეშე;
11. ქვედა ნაწილი/ძირი კონტეინერის კორპუსთან უნდა იყოს შედუღებული უწყვეტი ხაზით. შედუღების ხაზი უნდა იწყებოდეს კონტეინერის ქვედა ნაწილიდან/ძირიდან მინიმუმ 45 მმ-ის სიმაღლეზე;
12. კონტეინერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ხაზით შედუღებული (სერტიფიცირებული შემდუღებლის მიერ). შემდუღებლის კვალიფიკაცია EN ISO 9606-1 სტანდარტის შესაბამისად;
13. კონტეინერს გვერდებზე უნდა გააჩნდეს სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე;
14. კონტეინერის ძირი აღჭურვილი უნდა იყოს საწრეტი ხვრელის (არანაკლებ 40 მმ) დამხშობი საცობით;
15. კონტეინერი აღჭურვილი უნდა იყოს 4 სახელურით;
16. უნდა გააჩნდეს ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭი, ოთხივე მუხრუჭიანი - დიამეტრით 200 მმ;
17. კონტეინერს უნდა ჰქონდეს თავსახურის ასახდელი პედალი;
18. კონტეინერის თავსახური უნდა იყოს ლითონის, მინიმუმ ერთი სახელურით;
19. კონტეინერი თავსებადი უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ნაგავმზიდებთან;
20. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ნაგავშემკრები კონტეინერების მოცულობასა (ტევადობა) და გაბარიტული ზომებში (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) დასაშვებია ცდომილება ± 5 % (ტექნიკური დავალების 1.2. მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გარეშე)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. N2

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია სრულ კონტეინერზე, მათ შორის მექანიზმებზე და გორგოლაჭებზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში, საქონლის დაზიანების ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს წუნდებული ან დაზიანებული საქონლის შეცვლა ან შეკეთება. საგარანტიო პირობების შესახებ პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია;
1.7.1.2. საქონლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადით განსაზღვრული თარიღიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით. გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში. თუ საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდება ვადაგადაცილებით, მიმწოდებელი ვალდებულია დააკორექტიროს გარანტიაში მითითებული ვადა.
1.7.1.3. თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მოთხოვნებს, მაშინ 1.7.1.2. პუნქტით განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთმევა სრულად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი და მოდელი (არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.
2. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებლის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ მწარმოებელზე/პროდუქტზე TUV, IQNET, SKZ, SGS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მასერთიფიცირებლის (დასკვნის გამცემი პირის) ვებ გვერდი, სადაც იქნება ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ) მიერ გაცემული ძალაში მყოფი სერტიფიკატები:
• EN 840, EN 840-5 და EN 840-6 (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად);
• EN ISO 1461 (აღნიშნული სერტიფიკატი დასაშვებია, რომ იყოს გაცემული მაგალვანიზირებელ ქარხანაზე ან ქარხნის მიერ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად);
• EN ISO 9606-1 (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-13 ქვეპუნქტის შესაბამისად შემდუღებლის კვალიფიკაცია);
• EN ISO 3834 (აღნიშნული სერთიფიკატი გაცემული უნდა იყოს მწარმოებელზე);
• EN 10204 (აღნიშნული სერტიფიკატი დასაშვებია, რომ იყოს გაცემული მეტალის მწარმოებელი ქარხნის მიერ რომლითაც დადასტურდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის მე-7 ქვეპუნქტთან შესაბამისობა (ქარხანას უნდა გააჩნდეს ISO 9001 სერტიფიკატი, რომელიც შესაბამისად უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა);
• ISO 14001 (აღნიშნული სერთიფიკატი გაცემული უნდა იყოს მწარმოებელზე);
• ISO 9001 (აღნიშნული სერთიფიკატი გაცემული უნდა იყოს მწარმოებელზე და მაგალვანიზირებელ ქარხანაზე).

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ვიზუალი - რომელიშიც მოცემული იქნება წინხედი, გვერდხედი, ზედხედი და უკანა მხარე. აღნიშნული შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ფერადი ფოტოსურათ(ებ)ის ან/და მწარმოებლის ვებ გვერდის ბმულის მეშვეობით. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნებს.

2. პრეტენდნეტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ვიზუალი, რომელზეც დატანილი იქნება აბსოლუტური ზომები (მაქსიმალური სიმაღლე, მაქსიმალური სიგანე (გადახდილი სახურავი), მაქსიმალური სიგრძე) თანდართული ნიმუშის შესაბამისად (იხილეთ ნიმუში - კონტეინერის ზომების შესახებ).

3. წინამდებარე ტენდერის 2.9.2. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ზომები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ სერტიფიკატში მითითებულ ზომებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას შეიცავს სერტიფიკატი).
3.1. თუ სერტიფიკატში მითითებულია ზომები, არ ასახავს წინამდებარე ტენდერში მოთხოვნილ პარამეტრებს, რომელიც მოცემულია ნიმუშში, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასერთიფიცირებლის ან მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცი/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება კონტეინერის რა ზომებია მითითებული სერტიფიკატში

4. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 მუხლით განსაზღვრული ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად მონაცემები, მისაწოდებელი პროდუქციის კონკრეტული (ზუსტი) პარამეტრების მითითებით

5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი, ქარხნული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ხარისხიანი საქონელი

6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტეინერზე მანიშნებელი სტიკერების დატანა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად

7.. მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ კონტეინერს ოთხივე კუთხეზე ჰქონდეს ამრეკლი;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-მდე ოდენობით.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არაუადრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.
7.1.1.4 საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. მიმწოდებელმა საქონლის მოწოდების პარალელურად საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა მისაწოდებელი ნაგვის კონტეინერების მონაცემების ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებთან შესაბამისობაზე.
3. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია კანთელაშვილი, 599112976, khashuri.sheskidvebi@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით ანდა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის აპარატში

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru