Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44051399)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44051399
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 45 293


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014999
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 13:10
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 45`293.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 452.00 GEL
Размер гарантии 453 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 19.07.2023 18:54
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 21.07.2023 13:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527907&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება


 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

ხვამლი, იგივე ხომლი, კირქვული მასივია ლეჩხუმში, ხვამლის მთის პლატოზე, სიგრძე 10.5, სიგანე 7კმ, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002მ. (თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ცაგერის მუნიციპალიტეტი) არაერთი სრულიად შეუსწავლელი, სხვადასხვა პერიოდის-ქვ. პალეოლითი გვ. შუა საუკუნეები - არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ზღვის დონიდან 1942 მეტრ სიმაღლეზე G.P.S. 4230511-4242944 დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მიმდებარედ ფუნქციურად და ქრონოლიგიურად განსხვავებული ნაგებობების ნაშთები შეინიშნება. დღეს არსებული შენობა XIX საუკუნის ბოლო წლებშია აგებული, ძველი ნაგებობის ადგილზე 2007 წელს გაიწმინდა გალავნის მცირე ფრაგმენტი და კარიბჭე, რამაც გაამყარა ვარაუდი კომპლექსის ქრისტიანობამდელ წარმოშობაზე. კარიბჭე და გალავნის მონაკვეთი გვ. ანტიკური ხანით დათარიღდა, თუმცა არ იქნა გამორიცხული, საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, უფრო ადრეული ფენების გამოვლენა.
სრულყოფილი არქეოლოგიური გათხრები პირველად 2015 წელს ჩატარდა 2 უბანზე. გაითხარა ორი წრიული, ერთი ნახევარწრიული ნაგებობა (GPS კოორდინატები - 4230511, 4242944) და რამოდენიმე მღვიმე (GPS კოორდინატები - 4230338, 4243126). ძეგლებზე გამოვლენილი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ძვ.წ. I ათასწ. I ნახევარს. ასევე, რომაულ, ადრეშუასაუკუნეების და განვით. ფეოდალურ პერიოდებს.
2016 წელს გათხრები გაგრძელდა ეკლესიის გალავნის მიმდებარედ. შედეგად დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი ქვით ნაგები ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთი, ძეგლი წინასწარულად წინაანტიკური ხანით დათარიღდა.
2017 წელს გათხრების შედეგად გამოვლინდა კირის გამოსაწვავი ორმო, რომელიც მოპოვებული მასალის მიხედვით დათარიღდა ადრე შუასაუკუნეებით (GPS კოორდინატები-4230336, 4243128).
2018 წელს არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ (GPS კოორდინატები - 4230512, 4242945; 4230512, 4242947). ასევე ადგილ “თიხებში” ტბის მიმდებარედ აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტზე (GPS კოორდინატები - 4230512, 4242945.
2019 წელს წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთით, (GPS კოორდინატები -08312945, 4710912) აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების მარანი. იმავე წელს მიკვლეული იქნა ორი წარწერიანი ქვა, რომელიც სპეციალისტთა შეფასებით X-XI საუკუნეებს ეკუთვნის. 2020 წელს არქეოლოგის ზედამხედველობით დასრულდა კარიბჭის გაწმენდა, ასევე გაიწმინდა მთავარი გალავანის ნაწილი (45 მ), წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე ორი სათავსო და მარანი.
გასულ წელს, არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდა სამ უბანზე- N1 უბანზე გალავნის 30/8 მ ფართობზე , N2 უბანზე სარიტუალო გზის მარცხენა კედელის 20/8 მეტრის ფართობზე და წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარედ უბან N 3 ზე, სადაც 2020 წელს შესწავლილ იქნა N4 ნაგებობა.
უდავოა, რომ ამ უნიკალური მთის პლატოზე, ფერდობებსა და მისადგომებთან არსებული ობიექტების არქეოლოგიური კვლევა_ძიება მნიშვენელოვანია პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევის, პრეისტორიული მეტალურგიის, რწმენა-წარმოდგენების, ისტორიული გზების, მიგრაციული პროცესების, ხვამლის გამოქვაბულების დანიშნულების, მათი ქრონოლოგია_სტრატიგრაფიის და ა. შ., თვალსაზრისით.
2022 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს ეკლესიის დასავლეთით გამოვლინდა არქეოლოგიური ობიექტი,რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს კლდოვან ქანზე ფლეთილი ქვით მოწყობილ სარიტუალო ბაქანს.
ამავე წელს დასრულდა კარიბჭის მარცხნივ გალავნის გაწმენდა საძირკვლის დონემდე. გათხრების შედეგად გამოჩნდა 1 მეტრის სიმაღლის კედელი. კედლის სიგანე 1.20 მეტრია გალავნის შემორჩენილი კედლის ქვედა რეგისტრის წყობა, სავარაუდოდ ყველაზე ადრეულ ფენას უნდა წარმოადგენდეს. ის ნაგებია მეგალითური ნახევრად დამუშავებული ქვებისაგან. როგორც ჩანს მიწისძვრის შედეგად გალავნის დიდი ნაწილი გადანგრეულია და მოგვიანო პერიოდში არის აღდგენილი შედარებით მცირე ზომის დაუმუშავებელი ქვებისაგან მშრალი წყობით.
2022 წელს ჩვენს მიერ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის, „ახალგაზრდები არქეოლოგებთან ერთად“ ფარგლებში, ჩატარდა დაზვერვები სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“ სადაც ზედაპირული დათვალიერებით აღმოჩნდა მშრალი წყობით ნაგებია კედლების და ნაგებობების ნაშთები. აღსანიშნავია რომ ამ ადგილებშია შემთხვევით აღმოჩენილი ცნობილი ოყურეშის განძი. რომელიც ამჟამად ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შესწავლა. ობიექტი მდებარეობს ორ მდინარეს შორის ხერთვისზე და თითქმიs ყველა მხრიდან ბუნებრივადაა დაცული.


 ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშოები:

1. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი გალავნის კარიბჭის მარჯვენა მხარეს ჰუმუსის ფენის მოხსნა 0,3 მ სიღრმეზე, ფართობით 20X6 მ, მიწის გატანა 15 მ მანძილზე ხელითა და ურიკით;
2. გალავნის გაწმენდა კარიბჭის მარჯვნივ ფართობით 20X6 მ., მიწის გატანა 20 მ მანძილზე ხელითა და ურიკით;
3. ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთით ბაქნის სამხრეთით ნაგებობის ნაშთების გაწმენდა. ჰუნუსის ფენის მოხსნა 0,3 მ. სიღრმეზე, ფართობით 6X5 მ. მიწის გატანა 15 მ. მანძილზე ხელითა და ურიკით;
4. ეკლესიის სამხრეთით ბაქანის მიმდებარედ სავარაუდო შენობის ნაშთის არქეოლოგიური შესწავლა, პრეპარაცია ფართობით 6X5 მ.;;
5. სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“ 12 სადაზვერვო თხრილის გავლება. ჰუმუსის მოხსნა 0,3 მ. სიღრმეზე, თითოელი ზომით 10X2,5 მ. მიწის გატანა 5 მ მანძილზე ხელითა და ურიკით;;
6. სადაზვერვო 12 თხრილის არქეოლოგიური შესწავლა, პრეპარაცია ფართობით 10X2,5 მ.;
7. განათხარი თხრილების ნაწილობრივი რეკულტივაცია (200 კვ.მ).

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლად გამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოსA4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:

შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;

შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;

შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500) GPSკოორდინატებით;


არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;

შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;

ტექსტური აღწერილობა;

 სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კალენდარული თვე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარულ თვეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) - დამკვეთის, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.2 %-ის ოდენობით.

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru