Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44051395)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44051395
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 41 752


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230015003
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 13:20
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 41`752.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარულ თვეში
Дополнительная информация
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 417.00 GEL
Размер гарантии 418 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 19.07.2023 19:47
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 21.07.2023 13:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527908&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიულად, მახლობელი აღმოსავლეთის განუყოფელი ნაწილია და მათი წარსულიც, თანაბარწილად, ერთობლიობაში უნდა განიხილებოდეს.
ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ალაზანსა და იორს შორის მდებარე ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, რომელიც ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნის ბოლო ხანებით თარიღდება. ივრის ზეგნის ეს მონაკვეთი გეოგრაფიულად მთებით მკაცრად შემოსაზღვრული ნაყოფიერი ველებია, რომელთა საშუალო ნიშნული ზღვის დონიდან 600 მ აღწევს, ირგვლივ მდებარე მთების საშუალო სიმაღლე კი 800 მ ფარგლებშია. მისი მთელი ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარია. ზეგნის აქ მდებარე სამივე ველზე ამჟამად მკვეთრად ისახება მდინარეთა მშრალი კალაპოტები.
მრავალი მონაცემის მიხედვით, ძვ. წ. X-XI საუკუნეებში ივრის ზეგანის ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.
გეოგრაფიულად ამ კარგად გამოკვეთილ ტერიტორიას ერთი მთავარი შემოსასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან, რომელიც ხეობაზე გადის და „გრძელი კარის“ ტოპონიმით არის ცნობილი. მას ძვ. წ. X-IX სს მძლავრი ციხე იცავს დიდი ქვის ბლოკებზე ამოყვანილი, ხუთი მეტრის სიგანის გალავნით და ოთხკუთხა მასიური კოშკებით გამაგრებული ჭიშკრით.
ივრის ზეგნის ამ მკვეთრად შემოსაზღვრულ მონაკვეთში, ველების ირგვლივ მდებარე მთაგორებზე, წინა წლებში აღმოჩნდა 40-ზე მეტი, კარგად დაგეგმარებული მცირე, ორწილადი დასახლება - ციტადელით მთის თხემზე და ქვედა საცხოვრებელი უბნებით მთის ფერდობებზე, რომლებიც ცალ-ცალკე მძლავრი გალავნებით და თავდაცვითი თხრილებით არის შემოსაზღვრული. ყველა ეს დასახლება ერთი კულტურის ფარგლებში ექცევა და დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. ცნობილია მათი სამაროვნებიც.
ამ დასახლებების ცენტრალურ ნაწილში, ველზე, 2014 წელს, სატელიტური გადაღებების დეშიფრაციით და მცირე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა გრანდიოზული, როგორც ჩანს ცენტრალური ქალაქის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 15 ჰა ფართობს მოიცავს. აქედან ციტადელი 400X400 მეტრია, რომელსაც გარს უვლის რთული, წინააზიური ნაგებობების მსგავსი კონსტრუქციის, 7 მ სიგანის და სპეციალისტების გამოანგარიშებით, სულ მცირე 15 მ სიმაღლის, 1,5 კმ სიგრძის გალავანი. გათხრების შედეგად სამხრეთი გალავნის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა კარიბჭე. დაზვერვითმა სამუშაოებმა კი მიანიშნა ქალაქის წყლით მომარაგების საიდუმლო გვირაბისა და დიდი სამაროვნის არსებობაზე. ციტადელის ტერიტორიაზე ასევე მძლავრი გალავნით ორი დიდი ოთხკუთხი მონაკვეთია გამოყოფილი, რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა. ციტადელს გარს უვლის 15 მ სიგანის თავდაცვითი თხრილი, მისი ჩრდილო ნაწილი კი, მეორე განიერი გალავნით არის გარშემოვლებული.
რამდენიმე წლის წინ, ამ ნაქალაქარის აღმოსავლეთით, მისი მომდევნო დროის მცირე დასახლებაზე, მოკირწყლული ქუჩის ქვეშ აღმოჩენილმა საკანალიზაციო ქსელმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდშიც აქ არსებული ჰიდროქსელი ჯერ კიდევ საკმაოდ წყალუხვი იყო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასახლებათა სისტემის ერთ-ერთ სამლოცველოზე ცხენებშებმული საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელი აღმოჩნდა, სამაროვნებზე კი გათხრილ სამარხებში ყველა მამაკაცი მძლავრი ბრინჯაოს საბრძოლო იარაღით - მახვილით, სატევრით, შუბით და ცულით იყო აღჭურვილი, რაც აქ მოსახლე საზოგადოების დიდ საბრძოლო პოტენციალზე მიანიშნებს. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ივრის ზეგანზე, სამოსახლოებისგან მოშორებით არსებულ, ძვ. წ. X-IX სს რელიგიური ცხოვრების ორ დიდ ცენტრში კოლოსალური რაოდენობით აღმოჩნდა ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, რაც ამ მხარეს და მის კულტურას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, პალეომეტალურგიის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს ანიჭებს.
ყოველივე ეს თითქოს ადასტურებს აქ მოსახლე საზოგადოების გაერთიანებას ერთ სოციალ-ეკონომიკურ და დასაშვებია პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ყველა ნიშანს ატარებს.
ამ ვარაუდს მხარს უჭერს ივრის ზეგნის დასავლეთ ნაწილში, დავით გარეჯის მთიანეთში კონცენტრირებული ძვ. წ. X-IX სს დიდი დასახლებები რეგულარული გეგმარებით და მძლავრი თავდაცვითი ნაგებობებით, რომლებიც შესაძლოა აქაც მცირე სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.
როგორც ცნობილია, მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ე. წ. „ბნელი პერიოდის“ შემდგომ, ძვ. წ. X-IX საუკუნეებში მასობრივად ჩნდება მცირე სახელმწიფოები. ივრის ზეგანზე ამ აღმოჩენების შემდგომ დასაშვებია ამ პერიოდიში სამხრეთ კავკასიაც ძველი აღმოსავლეთის ორგანულ ნაწილად მივიჩნიოთ, რადგან აქაც, როგორც ჩანს, მსგავსი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა დაკვირვებით, ივრის ზეგანზე 2014 წელს აღმოჩენილი დიდი ქალაქი ძვ. წ. IX საუკუნეში მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის განადგურებული, რაც აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას განსაკუთრებით პერსპექტიულს ხდის.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ აღმოჩენების პროგრამული კვლევა სამხრეთ კავკასიის და შესაძლოა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბითაც, წარსულის ფუნდამენტური პრობლემის ახლებური გააზრების საფუძვლად იქცეს.
2022 წელს საველე სამუშაოები წარმოებდა აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით. შირაქის ველზე აღმოჩენილი ნაქალაქარი „დიდნაური“ კავკასიაში უძველესი და უდიდესი ქალაქური ტიპის დასახლებაა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, რამაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქრ.წ. II ათასწლეულის დასასრულს სახელმწიფოს არსებობაზე მიგვითითა. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია ამ ქალაქის არსებობის ქრონოლოგიური ჩარჩოები და დოკუმენტურად ჯერ კიდევ საბოლოოდ გაურკვეველია მისი მოსპობის მიზეზები, რაზედაც ჯერჯერობით მხოლოდ რიგი მითითებები გვაქვს, რასაც მყარად დასაბუთება სჭირდება. ირგვლივ მთაგორებით შემოზღუდული შირაქის უმდიდრესნიადაგებიანი სამიწათმოქმედო ველის ტერიტორიაზე დასავლეთიდან, გრძელი კარის სახელწოდებით შემომავალ მთავარ გზას ბრინჯაოს ხანაში იცავდა დიდი, მძლავრი ნაგებობებით გამაგრებული დასახლება, რომელიც დღეს „ტახტიფერდას“ სახელწოდებით არის ცნობილი. აქ მომუშავე საქართველოს და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შუაბრინჯაოს ხანის და ქრ.წ. II ათასწლეულის დასასრულის მძლავრი კულტურული ფენები დაადასტურა.

 „დიდნაურის“ სამაროვნის ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოები:
1. ნაქალაქარის ჩრდილოეთით არსებული სამაროვნის ცენტრალური ნაწილში 2022 წელს დაწყებული თხრილის (15X15 მ) გაწმენდა მცენარეული საფარისაგან და ნაგვის გატანა 5 მ-ზე ურიკით;
2. ნაქალაქარის ჩრდილოეთით არსებული სამაროვნის ცენტრალური ნაწილში 2022 წელს დაწყებული თხრილის (15X15 მ) გათხრა, პრეპარაცია და მიწის გატანა 5 მ-ზე ურიკით;
3. ნაქალაქარის ჩრდილოეთით არსებული სამაროვნის ცენტრალურ ნაწილში არსებული თხრილის დასავლეთით გაფართოებული ფართობის (15X2) გათხრა, პრეპარაცია და მიწის გატანა სამ მეტრზე ურიკით;
4. სამაროვანზე 2022 წელს დაფიქსირებული 7 (შვიდი) სამარხის პრეპარაცია, არქეოლგოიური შესწავლა და მიწის გატანა 3 მეტრის მანძილზე.
5. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია მძიმე ტექნიკის გამოყენებით (90 კვ. მ.)

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე - Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5 სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:

• შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;
• შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
• შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
• არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
• შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
• ტექსტური აღწერილობა;
• ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით).

 სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარულ თვეში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ თვეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) - დამკვეთის, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.2 %-ის ოდენობით.

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru