Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #44051390)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 44051390
Дата публикации: 21-07-2023
Сумма контракта: 47 196


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001581
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.07.2023 13:25
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 47`196.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35100000 - Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
  • 35120000 - Системы и приборы наблюдения и защиты
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
დატაცენტრის მონიტორინგის სისტემის მოწყობილობების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 472 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan maskharashvili :: 13.07.2023 10:58
  • Последнее исправление: levan maskharashvili :: 21.07.2023 13:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527055&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დატაცენტრის მონიტორინგის სისტემის მოწყობილობების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი.
იხ. მიმაგრებული ფაილი

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები (ძირითადი მახასიათებლები) და რაოდენობა მოცემულია მიმაგრებულ ფაილში.


(!)
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.2.1. ამ ველში მოცემული სრულად შევსებული ცხრილი: ტექნიკური პარამეტრები (ძირითადი მახასიათებლები) და რაოდენობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90(ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

1.4.2. საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდების ვადაში, ობიექტებზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

შენიშვნა:საქონლის (თანმდევი მომსახურებით) გაწევისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.3 პუნქტსა და დანართი N3–ში (მომსახურების უსაფრთხოების წესები და პირობები).

* საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით გეოგრაფიულად დაშორებულ 3 (სამი) დატაცენტრში, შემდეგ მისამართებზე:

• დატაცენტრი #1 განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში;
• დატაცენტრი #2 განთავსებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე;
• დატაცენტრი #3 განთავსებულია დასავლეთ საქართველოში.

*კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

ა. არარეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DAP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;
ბ. რეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DDP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;

1.7.1 requirement related to guarantee period

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ შემდეგი სახის დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.7.1.1. ფასების ცხრილის #1 პოზიციებით შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) წელს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს მწამოებლის მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი, მწარმოებლის ბეჭდით ან/და ხელმოწერით დამოწმებული (მაგალითად, წერილი ან სხვა).
*უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

1.7.1.2 ფასების ცხრილის #3 პოზიციით შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

1.7.1.3 გაწეული თანმდევი მომსახურების (ფასების ცხრილის #4 პოზიცია) საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.


- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. მათ შორის:
- საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
- გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას.
- წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის და თანმდევი მომსახურების საგარანტიო ვადების შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 1.7.1.1, 1.7.1.2 და 1.7.1.3 პუნქტებში მითითებულ ვადებზე ნაკლები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

(!)
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

პრეტენდენტმა ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში (გარდა X სიმბოლოთი აღნიშნული გრაფებისა) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და კონკრეტული ტიპი ან მოდელი ან სასაქონლო ნიშანი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში არ იქნება მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციები, პრეტენდენტი დაექვემდებარება ტენდერიდან დისკვალიფიკაციას

2.9 other additional requirements

(!)
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს:

2.9.1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

2.9.2 ვინაიდან გამარჯვებული პრეტენდენტი - მიმწოდებელი, ვალდებულია საქონლის მოწოდების შემდგომ განახორციელოს თანმდევი მომსახურება, ამასთან, საგარანტიო ვალდებულებებით მოთხოვნილია მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერა, პრეტენდენტი უნდა იყოს ფასების ცხრილით შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული სუბიექტი. მან სატენდერო წინადადებასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილის #1 და #2 პოზიციებით შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form).
*უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.9.3 ფასების ცხრილის #1 და #2 პოზიციებით შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელ კომპანიას თბილისში უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ოფიციალური სერვის ცენტრი, რაზედაც პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნული სერვის ცენტრის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ დატაცენტრის მონიტორინგის სისტემის მოწყობილობების (თანმდევი მომსახურებით) ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები:

• იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

• მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

• უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

• რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით) ან/და საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით) ან/და საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე (თანმდევი მომსახურებით), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან მასხარაშვილი, 597763693, levan.maskharashvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ,,ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru