Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44051334)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 44051334
Дата публикации: 20-07-2023
Сумма контракта: 27 022


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014880
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.07.2023 14:42
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 18:00
Предполагаемая цена закупки 27`022.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 დღე
Дополнительная информация
ისნის რაიონის ტერიტორიაზე, დუშეთის ქუჩის და არმაზის ქუჩის გზის საშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმერნტაციის შედგენა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 270.00 GEL
Размер гарантии 270 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bulashvili :: 19.07.2023 16:07
  • Последнее исправление: vazha adamia :: 20.07.2023 14:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527882&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ისნის რაიონის ტერიტორიაზე, დუშეთის ქუჩის და არმაზის ქუჩის გზის საშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმერნტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საპროექტო ობიექტის მდებარეობა და მოკლე აღწერა:
საპროექტო ობიექტი მდებარეობს: ისნის რაიონში, რომელიც მოიცავს მთლიანად დუშეთის ქუჩის და არმაზის ქუჩის გზას. სქემატური ნახაზი წარმოდგენილია ორთოფოტოს სახით. სავარაუდო სიგრძე დუშეთის ქუჩა 210 მ და არმაზის ქუჩა 215 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას). აღნიშნული გზის ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზეც.

დავალების მიზანი:
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე უნდა მოეწყოს ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით. საჭიროა გზის საფარიდან წყლის აცილების ღონისძიებების დაგეგმვა.
გზის ორივე მხარეს არსებული ტროტუარების სიგანეები კონკრეტულ უბნებზე უნდა დაპროექტდეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს დამკვეთთან.
საპროექტო გზაზე აუცილებელია შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელების და ტროტუარების მოწყობა, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობის დადგენილება #41-ის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესაბამისობას“.
მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა სამუშაობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის კორექტირება დამკვეთთან შეთანხმებით.

ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას):

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

1. საკვლევ–საძიებო სამუშაოები:
1.1 ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური) და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით:
1.1.1. გრუნტის სინჯების აღება (არანაკლებ 2 მ სიღრმეზე) და ნებისმიერი სხვა გეო-ტექნიკური კვლევები და გამოცდა, სათანადო (150-300 მ) ინტერვალებში, როგორც ეს საჭიროა გზის პროექტირებისათვის. (წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა);
1.2. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კოორდინატთა სისტემაში (GeoCORS);
1.3. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (საყრდენი კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა;
1.4. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან - შპს „თბილსერვის ჯგუფი“-თან.
1.5. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან (საპროექტო ობიექტზე რომელიმე საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);

2. მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და სტანდარტების დაცვით:
2.1. განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2.2. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.3. საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით;
2.4. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
2.5. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. გზის დრეკადობის მოდული შერჩეული იქნას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან წერილობით აღებული მონაცემების გათვალისწინებით ;
2.6. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
2.7. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 10-20 მ-ში (საჭიროების მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
2.8. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით).
2.9. გარე განათების პროექტის მომზადება (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.10. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები, სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები (შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან);
2.11. ცხრილები და უწყისები;
2.12. საპიკეტო უწყისები;
2.13. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი და სხვა;
2.14. კრებსითი უწყისები მასალების, საგზაო სამოსის ფართების, საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების, ელექტროგადამცემი ხაზების, წყალსადენების, კავშირგაბმულობის კაბელების (საირიგაციო სისტემების, გაზისა და ნავთობის მილსადენების) და სხვა კომუნიკაციების გადატანის და სხვა უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს ზუსტი მოცულობები და არ უნდა იყოს მითითებული, რომ ისინი უნდა დაზუსტდეს კონტრაქტორი და საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ.
2.15. მოძრაობის ორგანიზაციის (საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნა და სხვა) პროექტის შედგენა. (შეთანხმდეს შესაბამის სამსახურ(ებ)თან);
2.16. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე გამარტივებული ვერსია; სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
2.17. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას სამუშაოების/მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების (ინერტული) განთავსება.
2.18. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა);
2.19. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (4 ეგზემპლ.) და ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით-„sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები - „Galibri”-ით, (პროექტი- „PDF” და „DWG”, პროექტის ვიზუალი (რენდერები, დამკვეთთან შეთანხმებით); ხარჯთაღრიცხვა - „EXCEL” ფორმატში). სრულ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასკვნასთან (როგორც კონსტრუქციულზე ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილზე) ერთად, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.

3. სხვა მოთხოვნები:
3.1. გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის შეთანხმება დამკვეთთან;
3.2. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილების და ნარჩენების შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა (შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან;
3.3. საჭიროების შემთხვევაში მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების სავარაუდო ქსელებისათვის საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების გათვალისწინება;
3.4. საჭიროების შემთხვევაში სარეაბილიტაციო ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის (ფრეზირებული მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით (შესაძლებლობის ფარგლებში);
3.5. საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციაში უნდა იყოს უწყისები შესასყიდი კერძო ნაკვეთების, ნარგავების და შენობა-ნაგებობების შესახებ, დასაკავებელი მიწების (გზის განთვისების ზოლში) ოდენობა, მათი სახეობა, დანიშნულებები და სხვა მახასიათებლები (შენობა-ნაგებობები, ხეხილი, ბიზნესაქმიანობა და ა.შ.) საპროექტო გზის განთვისების ზოლში მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათი ქონების გამოსყიდვისა და განსახლების ქმედებებისათვის საჭირო ზომები და მისი ღირებულებები დასაკავებელი მიწებისა და განსახლების საკითხების გათვალისწინებით. ამასთანავე უწყისები აღსადგენი ღობეების და სხვა ობიექტების შესახებ;
3.7. პროექტში გათვალისწინებულ იქნას 77 მილიმეტრიანი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან.
3.8. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);
3.9. სიტუაციურ გეგმაზე დატანილი არსებული საკომუნიკაციო ჭები უნდა იყოს დანომრილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების საბოლოო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 დღე, ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი: ისნის რაიონის გამგეობა, მის. ნავთლუღის ქუჩა N8-1.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჰქონდეს ანალოგიური (ქუჩების ან/და საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება) მომსახურების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთერთი წელიც. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის შესაბამისად, ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები, 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება; SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
2. პრეტენდენტს თუ 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე არ ექნება განხორციელებული ანალოგიური სამუშაოები, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს საკუთრებაში (შესაძლებელია იჯარაც) უნდა გააჩნდეს შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა

ტექნიკის დასახელება:

1. ავტოსატრანსპორტო საშუალება მუშა მდგომარეობაში (მინიმუმ 1 ერთეული);
2. აზომვითი სამუშაოებისათვის ჩასატარებლად აუცილებელი ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მოწყობილობა, ორსიხშირიანი GPS-ის (ჩართული GeoCORS-ის სისტემაში), ელექტროტაქეომეტრისა და გეოდეზიური ოპტიკური ხელსაწყოს ჩათვლით;
3. სატენდერო პირობების 1.2 კითხვარის 3.5 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია პრეტენდენტს გააჩნდეს საჯარო რეესტრთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულება (უფლებამოსილების დელეგირების შესახებ).
• ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური საშუალების ხარისხი და ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი შესრულებული სამუშაოების მაქსიმალურ ხარისხს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3-ის მიხედვით

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს არ მოსთხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება თავის მხრივ არ შეიცავს მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს (ძირითადია მიმწოდებლის ხელფასი და კომპანიის არამატერიალური დანახარჯები).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო წესით, ეტაპობრივად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1. მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N3–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru