მოწყობილობის მოწოდება უნდა განხორციელდეს 2024 წელს, შემსყიდველის
მოთხოვნიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო
მიმდინარე ეტაპზე ახორციელებს სისტემების განსათავსებელი
შენობა/ნაგებობის რემონტს, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების
შეფერხების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას მიმწოდებელს
შესაძლებელია განესაზღვროს საქონლის მოწოდების 120 დღეზე მეტი ვადა.
(7) შემოწმება და მიღება-ჩაბარება
სისტემების ინსპექტირებისა და მიღება-ჩაბარების პროცედურები უნდა
განხორციელდეს ორ ეტაპად: ქარხნული მიღების ტესტები და ობიექტის
მიღებაჩაბარების ტესტები.
(7.1) ქარხნული მიღების ტესტები (FAT)
პრეტენდენტმა შეთავაზებასთან ერთად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია
მონიტორინგის აღჭურვილობის საწარმოო ობიექტების მისამართის შესახებ.
FAT უნდა ჩატარდეს ერთდროულად 3.6. პუნქტში მითითებული სისტემებისთვის,
იმავე საწარმოო ობიექტის მისამართზე, როგორც ეს მითითებულია
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში.
1) სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის
შესამოწმებლად, FAT უნდა განხორციელდეს შესყიდვების სააგენტოს
ტექნიკური პერსონალის მიერ პუნქტ 3.6.ში წარმოდგენილი სისტემების
მიწოდებამდე.
2) FAT განხორციელდება დისტანციურად ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
3) FAT სისტემისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორ) სამუშაო დღეს.
4) კონტრაქტორი პასუხისმგებელია ტესტირების საშუალებების
უზრუნველყოფაზე, ტესტირების პროცედურების მომზადებაზე და ტესტების
ჩატარებაზე შემსყიდველი სააგენტოს ტექნიკური პერსონალის
თანდასწრებით ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
5) განსახორციელებელი „FAT პროცედურები“ მომზადდება და დასამტკიცებლად
წარედგინება შემსყიდველ სააგენტოს.
6) თუ შემსყიდველმა სააგენტომ მოითხოვა რაიმე შესწორება ან დამატება, FAT
პროცედურები შესაბამისად უნდა იქნას განახლებული. შემსყიდველი
სააგენტოს მიერ დამტკიცების შემდეგ FAT განხორციელდება ამ პროცედურების
შესაბამისად.
7) FAT-ის დროს ნებისმიერი ნაკლოვანების და დეფექტის გამოვლენის
შემთხვევაში, ისინი უნდა გადაჭრას/მოაგვაროს კონტრაქტორმა, რათა
სისტემა სრულად შეესაბამებოდეს სპეციფიკაციებს.
8) FAT-ის დასრულების შემდეგ მომზადებულ FAT-ის ანგარიშს ხელი უნდა მოაწერონ
შემსყიდველი სააგენტოს თანამშრომლებმა და კონტრაქტორის
უფლებამოსილმა პირებმა.
(7.2) ობიექტის მიღება-ჩაბარების ტესტები (SAT)
1) ობიექტებზე სისტემების დამონტაჟების შემდეგ უნდა შემოწმდეს
სისტემების მახასიათებლები და სამუშაო პარამეტრები.
2) კონტრაქტორი პასუხისმგებელია შემსყიდველი სააგენტოს ტექნიკური
პერსონალის თანდასწრებით მოამზადოს ტესტირების პროცედურები და
ჩაატაროს ტესტები.
3) განსახორციელებელი „SAT პროცედურები“ უნდა მომზადდეს და
დასამტკიცებლად წარედგინოს შემსყიდველ სააგენტოს.
4) შემსყიდველი სააგენტოს მიერ რაიმე შესწორების ან დამატებების
საჭიროების შემთხვევაში, SAT პროცედურები შესაბამისად უნდა განახლდეს.
5) შემსყიდველი სააგენტოს მიერ დამტკიცების შემდეგ SAT უნდა
განხორციელდეს ამ პროცედურების შესაბამისად.
6) SAT უნდა განხორციელდეს ობიექტებზე არსებულ საექსპლუატაციო
სისტემებზე მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება შეტყობინება
კონტრაქტორისგან სისტემების SAT-ისთვის მზადყოფნის შესახებ.
7) კონტრაქტორმა ყველა ტესტი უნდა განახორციელოს შემსყიდველი
სააგენტოს ტექნიკური პერსონალის თანდასწრებით.
8) სატესტო ფრენები უნდა განხორციელდეს თითოეულ აეროლოგიურ სადგურზე 10
რადიოზონდისა, აეროსტატის და პარაშუტის გამოყენებით, რომლებიც
კონტრაქტორის მიერ უფასოდ იქნება მიწოდებული აეროლოგიური
დაკვირვების სისტემების მუშაობის შესამოწმებლად.
9) ობიექტის მიღება-ჩაბარების ტესტის ჩატარების დროს შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს შემსყიდველი სააგენტოს წყალბადის გენერატორიდან
წარმოებული წყალბადის გაზი. თუ ობიექტის მიღება-ჩაბარების ტესტის
ჩატარების დროს წყალბადის გენერატორი არ ექნება შემსყიდველს,
კონტრაქტორმა ტესტებისთვის უნდა გამოიყენოს ჰელიუმის გაზი.
10) სატესტო ფრენების დროს დაკვირვებების არანაკლებ 80% უნდა
განხორციელდეს მონაცემების 99.9%-იანი ხელმისაწვდომობით, მათ შორისაა
მონაცემთა დაკარგვა, არასწორი ან საეჭვო მონაცემები, მონაცემები
გაზომვის ან გამოთვლის დიაპაზონის მიღმა და სიგნალის ცვლილება ან
სიგნალის დაკარგვა, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს
დაკვირვებებზე სატესტო ფრენების დროს.
11) აეროსტატის გასკდომის გარდა, დაკვირვების მონაცემები ხელმისაწვდომი
უნდა იყოს 10 ჰპა-მდე საცდელი ფრენების დროს დაკვირვებების მინიმუმ
40%-დან.
12) SAT-ის დროს ნებისმიერი ნაკლოვანების და დეფექტის გამოვლენის
შემთხვევაში, ისინი უნდა გადაჭრას/მოაგვაროს კონტრაქტორმა, რათა
სისტემები სრულად შეესაბამებოდეს ტექნიკურ მახასიათებლებს სისტემის
ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
13) SAT-ის დასრულების შემდეგ მომზადებულ SAT-ის ანგარიშს ხელი უნდა მოაწერონ
შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა და კონტრაქტორის
უფლებამოსილმა პირებმა.
14) რადიოზონდის სადგურის რომელიმე ქვესისტემაში მიღება-ჩაბარების
პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში, ყველა სისტემის მიღება-ჩაბარება
უარყოფილი იქნება.
15) ბუშტებისთვის, სატესტო ფრენების წარმატება შეფასდება ჩატარებული
დაკვირვებების მთლიანი რაოდენობის მიხედვით. საცდელი ფრენის დროს
ჩატარებული დაკვირვებეის დროს 80% -მა უნდა მიაღწიოს 100 hPa-ს, ხოლო 50% უნდა
მიაღწიოს 10 hPa-ს და მეტს.
16) სიგნალის cutter და რადიოზონდის მოწყობილობის პრობლემით გამოწვეული
ჩავარდნები გამორიცხული იქნება აეროსტატის საცდელი ფრენის
წარმატების შეფასებაში.
17) შემოწმებისა და მიღების პროცედურების დაწყებამდე მოწმდება
მიწოდებული საეროლოგიური აეროსტატების ფიზიკური თვისებები. თუ
ფიზიკური მახასიათებლები შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციაში
მითითებულ მოთხოვნებს, საცდელი ფრენები ხორციელდება შემოწმებისა და
მიღების პროცედურების გავლის შემდეგ.
18) თუ ადგილზე მიღება-ჩაბარების ტესტი (SAT) ვერ მოხერხდა აეროსტატეის გამო,
კონტრაქტორი ჩაანაცვლებს ყველა აეროსტატს ახალით ორი თვის
განმავლობაში და SAT ხელახლა შესრულდება.
19) პროგრამული უზრუნველყოფის ან/და აეროლოგიური სადგურის და მისი
აღჭურვილობის გამო ადგილზე მიღება-ჩაბარების ტესტის ჩავარდნის
შემთხვევაში, კონტრაქტორ კომპანიას ეძლევა 3 თვიანი ვადა პრობლემების
გამოსასწორებლად. ამ პერიოდის ბოლოს SAT კვლავ ტარდება. თუ პრობლემები ვერ
მოგვარდა, ხელშეკრულება შეწყდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
კანონმდებლობის შესაბამისად.
(12).მიწოდების პროგრამა
1) სისტემები და სერვისები მიწოდებული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული
მიწოდების პროგრამის შესაბამისად. თუ შესაბამისი აღჭურვილობის
მიწოდებამდე მიწოდების პროგრამის ფარგლებში შემუშავდება და
დამზადდება ახალი მოდელი, უკეთესი სპეციფიკაციებით და შემოთავაზებული
აღჭურვილობის წარმადობით, კონტრაქტორმა შემსყიდველ სააგენტოს უნდა
მიაწოდოს ახალი მოდელი კონტრაქტის ფარგლებში ყოველგვარი დამატებითი
გადახდის მოთხოვნის გარეშე.
2) კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს პროექტის განხორციელების გრაფიკი,
რომელიც ასახავს სისტემის დიზაინის, განვითარების, წარმოების,
მიწოდების, მონტაჟის, ტესტირებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ეტაპებს,
ტექნიკისა და პროგრამული კომპონენტების ჩათვლით.
3) სისტემების მიწოდების ადგილი არის; საქართველო ქ. თბილისი მარშალ
გელოვანის გამზ. #34; ხოლო შესყიდვის ობიექტის საქართველოში მიწოდება
თბილისში (მარშალ გელოვანის გამზ. #34) განხორციელდება Incoterms 2020-ის
შესაბამისად. DDP - Delivered Duty Paid (named place of destination). რომელიც გულისხმობს რომ, შესყიდვის
ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯს და გადასახადს, მათ
შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ხაჯების და
ტრანსპორტირების ჩათვლით, როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე
საქართველოს საზღვრებს შიგნით სრულად ეკისრება მიმწოდებელს.
4) მოწყობილობის მოწოდება უნდა განხორციელდეს 2024 წელს, შემსყიდველის
მოთხოვნიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო
მიმდინარე ეტაპზე ახორციელებს სისტემების განსათავსებელი
შენობა/ნაგებობის რემოტს, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების
შეფერხების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას მიმწოდებელს
შესაძლებელია განესაზღვროს საქონლის მწოდების 120 დღეზე მეტი ვადა.
5) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: • ხელშეკრულების
პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების
შემთხვევაში მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი
ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. • იმ შემთხვევაში, თუ ვადების
გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა
გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს
ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. • ხელშეკრულების პირობების
შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო
ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% ოდენობით; • ხელშეკრულების
ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება
პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი
ღირებულების 10%-ის ოდენობით. • ზემოაღნიშნული პირგასამტეხლოების
გადახდა მოხდება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან
გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდით შემსყიდველის
წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. •
საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი
ვალდებულებების შესრულებისაგან. • პირგასამტეხლოს გადახდა არ
ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
6) შემსყიდველ სააგენტოს უფლება აქვს მიწოდების პროგრამის
განხორციელებისას შესაბამის კონტრაქტორებთან ორმხრივი შეთანხმებით
შეიტანოს ცვლილებები მიწოდების პროგრამაში მოწყობილობის
რაოდენობასთან და მიწოდების დროსთან დაკავშირებით.
7) შემსყიდველ სააგენტოს შეუძლია შეცვალოს გადაზიდვების რაოდენობა,
რადიოზონდების, აეროსტატების და პარაშუტების რაოდენობა, რომლებიც უნდა
გაიგზავნოს თითოეულ გადაზიდვში და დრო გადაზიდვებს შორის.
8) ბუშტები უნდა იყოს წარმოებული არაუმეტეს ექვსი თვით ადრე მიწოდების
თარიღამდე.
9) კონტრაქტორმა უნდა მიაწოდოს შემსყიდველი სააგენტოს მიერ
განსაზღვრული რადიოზონდების, ბუშტებისა და პარაშუტების რაოდენობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს მისამართებზე. კონტრაქტორი
პასუხისმგებელია მიწოდების დროს შესყიდვების სააგენტოს მიერ
განსაზღვრულ ადგილზე ტრანსპორტირებასა და განთავსებაზე და რისთვისაც
უნდა უზრუნველყოს ამისთვის საჭირო ხელსაწყოები, აღჭურვილობა და
პერსონალი.
10) კონტრაქტორი ვალდებულია 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში
დაიბრუნოს გადაზიდვის ის რადიოზონდები, ბუშტები და პარაშუტები,
რომელთა ინსპექტირება და მიღება უარყოფილია, მოახდინოს მათი შეცლა
ახლით და მიაწოდოს აეროსტატების და პარაშუტები გარემოს ეროვნული
სააგენტოს მისამართებზე. თუ გაცვლილი მეტეოროლოგიური ბუშტების
მიღებაზეც უარყოფილია, ხელშეკრულება წყდება.
11) საგარანტიო ვადაში ფრენის დროს გამოვლენილი დეფექტური რადიოზონდები,
ბუშტები და პარაშუტები ახლით შეიცვლება შემსყიდველი სააგენტოს
შეტყობინებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში
12) თუ ახალი რადიოსონდები, ბუშტები და პარაშუტები არ იქნა მიწოდებული
ვადაში, კონტრაქტორს დაეკისრება ხელშეკრულების ოდენობის ჯარიმა
ვადაზე გადაცილებული ყოველი დღისათვის 0,1%-ით (დღეში ერთი ათასზე).
მიწოდება:
1) 2 სახმელეთო მიმღები სისტემა (მათ შორის მიმღები, ანტენები,
კომპიუტერი,
პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.)
2) 1500 (ათას ხუთასი) რადიოზონდი
3) 1500 (ათას ხუთასი) აეროსტატი
4) 1500 (ათას ხუთასი) პარაშუტი
5) დამონტაჟებები (აღნიშნული პერიოდი შესაძლებელია შეიცვალოს
შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით)
6) ტრენინგი
7) დოკუმენტები
შენიშვნა: დიდი მოცულობის გამო დეტალური პირობები იხილეთ ტექნიკურ
დავალებაში (დანართი #1).