Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #44051217)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 44051217
Дата публикации: 19-07-2023
Сумма контракта: 2 337


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014820
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.07.2023 16:37
Начало приема предложения 29.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 2`337.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35121000 - Оборудование для обеспечения безопасности
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ვარკეთილის იუსტიციის სახლისთვის დაშვების წერტილების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი
Шаг снижения цены 23.00 GEL
Размер гарантии 23 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi mkheidze :: 18.07.2023 12:03
  • Последнее исправление: giorgi mkheidze :: 19.07.2023 16:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527622&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ ვარკეთილის იუსტიციის სახლისთვის დაშვების წერტილების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან მსგავსი/ექვივალენტური:

1. ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი - რაოდენობა: 2 ცალი.

• 13.56MHz MIFARE ტიპის ბარათების ნომრის (მათ შორის საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი)) ქსელური (10/100 Mbps, auto MDI/MDI-X ინტერფეისის მქონე) კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი;
• NFC და BLE ინტერფეისით;
• არანაკლებ 200,000 მომხმარებლისა და 1,000,000 მოვლენის ავტონომიური მახსოვრობით;
• არანაკლებ 1 GHz პროცესორით და 4 GB Flash + 64 MB RAM შიდა მეხსიერებით;
• არანაკლებ 2 შემავალი TTL ტიპის კონტაქტით და 1 გამომავალი სარელეო კონტაქტით;
• მოვლენების ხმოვანი (Multi-tone Buzzer ტიპის) და ვიზუალური (სხვადასხვა ფერის LED ტიპის) პროგრამირებადი ინდიკაციით;
• ბარათების წამკითხველ/კონტროლერის კორპუსზე არსებული ინდიკაცია უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოხდა თუ არა მომხმარებლის ავტორიზაცია (არამხოლოდ მოხდა თუ არა ბარათის ნომრის წაკითხვა);
• კორპუსის ზომით არაუმეტეს W x H x D (მმ) 50 x 150 x 30;
• კორპუსი არანაკლებ IP67 სტანდარტის, ვანდალმედეგი არანაკლებ IK08 თანახმად;
• სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონით არანაკლებ -30°C ~ +60°C;
• DC 12 V, DC 24 V და POE (IEEE802.3af) მეშვეობით ელ. კვების მიღების შესაძლებლობით;
• შემოთავაზებულ ბარათების ქსელურ კომბინირებულ წამკითხველ/კონტროლერის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მოწყობილობის კონფიგურაციისათვის განკუთვნილი უფასო მობილური აპლიკაცია (Android ან/და iOS სისტემის მხარდაჭერით), რომელსაც პაროლით ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეეძლება დაუკონფიგურირებელ მოწყობილობასთან BLE ინტერფეისით კავშირის დამყარება, ქსელური პარამეტრების რედაქტირება და მიკროპროგრამის (ე.წ. Firmware) განახლება;
• მოწყობილობის ჩართვა განხორციელდება დამკვეთის არსებულ სისტემაში - ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერი თავსებადი უნდა იყოს დამკვეთის სისტემის ცენტრალურ პროგრამულ უზრუნველყოფა ""Biostar 2"" - თან;
• საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული მოწყობილობის მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლის დისტანციური ჩართულობა მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.

2. კვების ბლოკი - რაოდენობა: 1 ცალი.

• ბარათების ქსელური კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერის შესაბამისი ელ. კვების ბლოკი სამუხტით არანაკლებ 2ა,
• მეტალის ყუთში კარით, საკეტით, კარის ზედაპირზე მდგომარეობის დიოდური ინდიკაციით,
• არანაკლებ 7ა/სთ აკუმულატორის მოთავსების შესაძლებლობით;

3. აკუმულატორი - რაოდენობა: 1 ცალი.

• აკუმულატორი არანაკლებ 7ა/სთ, რომელიც უნდა მოთავსდეს კვების ბლოკის ყუთში;

_____________________________________________________

* შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.

** პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის „ფასების ცხრილი - დანართი 1“-ს „შესყიდვის ობიექტის აღწერილობა“-ის გრაფაში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები („არანაკლებ“, „არაუმეტეს“ და სხვ. გარეშე)

*** პრეტენდენტის მიერ შემთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს მინიმუმ თანდართულ ფაილში „ტექნიკური მახასიათებლები“ მოცემულის შესაბამისი ან უკეთესი მახასიათებლების მქონე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება, ადგილზე მონტაჟი და პროგრამული გამართვა უნდა განხორციელოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება, მონტაჟი და პროგრამული გამართვა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვარკეთილის იუსტიციის სახლი

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი, არ იქნება ქარხნულად აღდგენილი/გადამუშავებული. საქონელი შეფუთული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ ქარხნული წესით.
1.7.1.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით.
1.7.1.3. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.
1.7.1.4. საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში ქარხნული წუნი/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს საქონელი ახლით წუნი/ხარვეზის დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.1.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, მექანიკური, უხარისხო ძაბვით და/ან არასწორი მოხმარებით გამოწვეული დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“, რის შემდეგადაც მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა დანართი N1, ფასების ცხრილის მიხედვით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებელი, მოდელი, რაოდენობა, ერთეულის ფასი, საერთო ფასი და საგარანტიო ვადა.
2.1.1.2. მწარმოებელის და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

აუცილებელი მოთხოვნა:
შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელს მიხედვით შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი, ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი).

ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.

დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.9.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი - დანართი #1-სა) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
2.9.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2.9.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
2.9.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მხეიძე, 555704644, giomkheidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
10.1.7. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru