Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44051203)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 44051203
Дата публикации: 19-07-2023
Сумма контракта: 2 200 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014769
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.07.2023 10:59
Начало приема предложения 04.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.08.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 2`200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა ფლიგელის გაძლიერების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო (თანმდევი მოპირკეთების ღონისძიებებით) სამუშაოების (II ეტაპი - C კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, ნაკერი E1(Z) ღერძზე) სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსების წყარო: საქართველოს 2023-2024წ სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`800.00 GEL
Размер гарантии 22`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tatia ushveridze :: 17.07.2023 14:35
  • Последнее исправление: tatia ushveridze :: 19.07.2023 10:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527501&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა ფლიგელის გაძლიერების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო (თანმდევი მოპირკეთების ღონისძიებებით) სამუშაოების (II ეტაპი - C კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, ნაკერი E1(Z) ღერძზე) სახელმწიფო შესყიდვა (CPV კოდი 45400000)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას წინამდებარე ტექნიკური დავალების, ხარჯთაღრიცხვის (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1) და საპროექტო დოკუმენტაციის (დანართი №2-დან დანართი №10-ის ჩათვლით) შესაბამისად, დანართი №1 - "ხარჯთაღრიცხვა" წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ Excel-ის ცხრილის სახით და შევსებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად (დანართი №11) (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს));
1.2.2 გამოსაყენებელი მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მათი ფორმა, ხარისხი, ასევე გამოსაყენებელი მოწყობილობები და დანადგარები მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისად, ხოლო იმ მასალებზე, რაც პროექტით არ არის დაკონკრეტებული მათი სახეობა, ხარისხი, ფორმა, ფერი მათ შორის სამღებრო სამუშაოები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
ყველა გამოსაყენებელი მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატი მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებზე და მოწყობილობებზე.
გამოსაყენებელი მასალები უნდა იყოს ახალი, ქარხნული, ექსპლუატაციაში არმყოფი;
1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება, ასევე მიმწოდებლის მიერ სარემონტო ადგილზე დაცული უნდა იყოს სანიტარული პირობები და უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება;
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით;
1.2.6 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
1.2.7 სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით;
1.2.8 მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა;
1.2.9 სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არა ქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
1.2.10 სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირის და საავტორო-საპროექტო ზედამხედველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
1.2.11 ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
1.2.12 აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სარემონტო ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო რემონტის დასრულების შემდგომ საწყის მდებარეობის ადგილზე დაბრუნება. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მათი დაზიანების შემთხვევაში;
1.2.13 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მოცულობის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ჯამში არაუგვიანეს 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, აქედან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 45% და არაუმეტეს 55% შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

(იმ შემთხვევაში თუ მიწოდების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიწოდება უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, პარლამენტის სასახლე, C კორპუსის მარჯვენა ფლიგელი (II ეტაპი - ნაკერი E1(Z) ღერძზე)

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე საგარანტიო ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ - 10 წელი, სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ - 5 წელი, ხოლო ყველა სხვა სახის სარემონტო სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ - 3 წელი. იმ შემთხვევაში თუ საბოლოო მიღება-ჩაბარება მხარეთა შორის არ იქნა გაფორმებული (მაგ. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო) მაშინ წინამდებარე პუნქტში მოცემული საგარანტიო ვადების ათვლა დაიწყება ყოველ კონკრეტულ ეტაპზე/სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარებ(ებ)ის აქტების თარიღებიდან.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო პერიოდის (ვადის) შესახებ (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე) რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.1 პუნქტით დადგენილ საგარანტიო ვადებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2017-2023 წლების (აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე) პერიოდში უნდა გააჩნდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ დანართი #1-ის „შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების“ შესაბამისად მოცემული IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლების, კერძოდ: ა) სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6000 მ2‑ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობის რეკონსტრუქციის (რკინაბეტონის მზიდი კარკასის მქონე შენობებში არანაკლებ 4 (ოთხი) სართულიანი რკინაბეტონის ბრტყელი კონსტრუქციების მოწყობის დასრულებული სამუშაო) გამოცდილება, მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული პროექტის/სამუშაოს სახით.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ,
ა) პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულება (შესაბამისი პროექტით) და სსიპ ""ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს"" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული შესაბამისი ხარისხისა და მოცულობის საექსპერტო დადებითი დასკვნის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ "ა" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი და აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში იკითხება/იძებნება "ა" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის სატენდერო წინადადების სახით წარმოდგენა სავალდებულო არაა).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზა/ინსპექტირება ხორციელდება და შესაბამისი დასკვნა/ანგარიში გაიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების/პირის მიერ (სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის განმახორციელებელი ორგანო).
4.1.1.3 სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში უნდა ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით, საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ჩანაწერს, რომ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებს.
4.1.1.4 პრეტენდენტის მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნასთან/ინსპექტირების ანგარიშთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის გამცემი დაწესებულების/პირის შესაბამისი უფლებამოსილების (კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარების) დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ მაგალითად დასკვნის გამცემი პირია კერძო სამართლის სუბიექტი - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დოკუმენტზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს დასკვნაზე/ინსპექტირების ანგარიშზე ორგანიზაციის სახელით ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
6.4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების როგორც ეტაპობრივი (მათ შორის შუალედური), ისე საბოლოო შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიხედვით. ამასთან, ყოველი ეტაპისთვის (მათ შორის შუალედურისთვის) მიმწოდებელს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200,000.00 ლარის სამუშაოები (გარდა საბოლოო ეტაპისა).
7.2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპობრივი (მათ შორის შუალედური) და საბოლოო/შემაჯამებელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოების შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული შესაბამისი ხარისხისა და მოცულობის საექსპერტო დადებითი დასკვნა (დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს სამუშაოების შესრულების ვადაში, მიმწოდებლის სახსრებით).
7.2.3 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2023-2024წ სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნება, საიდანაც:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების არანაკლებ 45% და არაუმეტეს 55% ანაზღაურდება - საქართველოს 2023წ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ხოლო

ბ) ხოლო დარჩენილი პროცენტის ღირებულება ანაზღაურდება - საქართველოს 2024წ სახელმწიფო ბიუჯეტედან საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით. მიმწოდებლის მიერ საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათია უშვერიძე, 598201000, tushveridze@parliament.ge შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით: ვლადიმერ ხუციშვილი, 577133375, vkhutsishvili@parliament.ge 2281333

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება "განსაფასებელი პოზიციების" 1%-ს. (ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას, ყველა პოზიცია, რომელიც ექვემდებარე განფასებას ("განსაფასებელი პოზიციები") შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნულია (განფასებულია) ნულებით)
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 - "ხარჯთაღრიცხვა", რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ Excel-ის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული პირებს უფლება აქვთ ადგილზე (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8) შეისწავლონ ობიექტის ამჟამინდელი მდგომარეობა.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru