Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ветеринарные услуги (Грузия - Тендер #44051200)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Kazbegi Municipality
Номер конкурса: 44051200
Дата публикации: 19-07-2023
Сумма контракта: 42 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014772
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.07.2023 11:03
Начало приема предложения 25.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 42`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 85200000-Ветеринарные услуги
Коды классификатора
  • 85200000 - Ветеринарные услуги
  • 85210000 - Заводчики домашних животных
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების (300 ძაღლი) თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანის (სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია,დეჰელმენტიზაცია ენდო და ექტო პარაზიტებზე , პოსტოპერაციული მოვლა. საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია და ლეშის გაუვნებელყოფა (ინსინერატორში ან ბიოთერმულ ორმოში).საჭირო პროცედურების შემდგომ იდენტიფიცირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში, აყვანის ადგილას დაბრუნება, ვეტერინალური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 168.00 GEL
Размер гарантии 420 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna gomiashvili :: 18.07.2023 15:44
  • Последнее исправление: khatuna gomiashvili :: 19.07.2023 11:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527686&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების (300 ძაღლი) თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანის (სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია,დეჰელმენტიზაცია ენდო და ექტო პარაზიტებზე , პოსტოპერაციული მოვლა. საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია და ლეშის გაუვნებელყოფა (ინსინერატორში ან ბიოთერმულ ორმოში).საჭირო პროცედურების შემდგომ იდენტიფიცირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში, აყვანის ადგილას დაბრუნება, ვეტერინალური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანის (სტერილიზაცია, კასტრაცია,ვაქცინაცია,იდენტიფიკაცია,დეჰელმენტიზაცია ენდო და ექტო პარაზიტებზე), პოსტოპერაციული მოვლა,.საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია,(ევთანაზირებული ცხოველის გაუვნებელყოფა ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით ბეიკერის ორმოში,ან კრემატორიუმში, სპეციალურად გამოყოფილი ცხოველების სასაფლაოზე),საჭირო პროცედურების შემდგომ იდენტიფიცირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში, აყვანის ადგილას დაბრუნება, ვეტერინალური მომსახურება

მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები:

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის კუთხით, პროცესების დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ უნდა მოხდეს მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების (ძაღლების)მონიტორინგი (ვიზუალური დათვალიერება, სქესის და ასაკის დადგენა, შეფერილობის აღწერა,საერთაშორისო მეთოდოლოგიით რაოდენობრივი დათვლა და სტატისტიკის შემუშავება და ანალიზი.

2. ცხოველების (ძაღლების დაჭერა) იზოლირება , საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული, უმტკივნეულო მეთოდით: საჭმლით მიტყუება, ხელით დაჭერა ლასოთი,ბადით.
(შემსყიდველის და სტატისტიკის მიხედვით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).


3. დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში.

4. შესაბამისი ვეტერინარული შემოწმების შემდგომ მათი სტერილიზაცია /კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია,დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, პარაზიტებზე), ენდო და ექტო პარაზიტებზე, პოსტოპერაციული მოვლა ,საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიით.

5.ცხოველების იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ქარხნული დანომრილი თაგით. ცხოველის ჩიპირება ხდება მხრებს შორის იმ შემთხვევაში თუ ცხოველს აქვს გაკეთებული ყურის კუპირება და შეუძლებელიათაგისდაფიქსირება.

6.საჭირო პროცედურების შემდგომ იდენტიფიცირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში, აყვანის ადგილას დაბრუნება.
თავშესაფრიდან გაჩუქებული ძაღლების შემთხვევაში შესაბამისი გაჩუქების აქტების გაფორმება და შემსყიდველისთვის წარმოდგენა.
7. უნდა მოხდეს ცხოველების (ძაღლების) იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინებით და მათი შენახვის პირობების დაცვით.

8.ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში ცხოველების (ძაღლების) ევთანაზია (ჰუმანური მეთოდიკით) და ბეიკერის ორმოში ან კრემატორიუმში,ან სპეციალურად გამოყოფილი ცხოველების სასაფლაოზე გადატანა გაუვნებლობის მიზნით.

9. ცხოველების (ძაღლების) დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.

10.მომსახურება უნდა განახორციელონ მხოლოდ ვეტერინარმა ექიმებმა.


11. მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს არანაკლებ თვეში სამჯერ.
12. მომსახურების განხორციელების პერიოდში არსებული რისკ-ფაქტორების თავისთავზე აღება.

13. .შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ რა პროცედურა ჩაუტარდა თითოეულ ცხოველს.

14.ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია უნდა იყოს შეთანხმებული სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.
დაუშვებელია ვადაგასული ,ფალსიფიცირებული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინალური პრეპარატების გამოყენება.

15.იზოლირებული ცხოველის ინფორმაცია : თაგის-ჩიპის ნომერი, იზოლირების ადგილი, თარიღი, ცხოველის აღწერილობა, ვაქცინაციის თარიღი, აგრეთვე ბუნებრივ არეალში გაშვების ადგილი და თარიღი უნდა გატარდეს სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ასევე აისახოს ელექტრონულ ბაზაში.
16. მიმწოდებელი მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე უნდა დაუკავშირდეს შემსყიდველს და აცნობოს ცხოველების დაბრუნების დრო და ადგილი, რათა ეს პროცესი განხორციელდეს შემსყიდველის წარმომადგენლის უშუალო კონტროლის ქვეშ.

17.იზოლირებაში მყოფი ცხოველები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი დაწყურვებით და ძაღლისათვის განკუთვნილი სპეციალური ქარხნული წარმოების საკვებით.

18.იზოლირებული ცხოველებისადმი მოპყრობა-ცხოველების მოვლა, ცხოველებისადმი ჩატარებული მანიპულაციები, ორგანიზებული უნდა იქნას ჰუმანურად, სათანადო ნორმების, სტანდარტების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დაცვით.
19.ცხოველთა იზოლირება/ტრანპორტირებისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სადაც ვოლიერები განთავსებული უნდა იყოს ერთმანეთისგან იზოლირებულად, თითოეული ცხოველისათვის) უნდა უკეთდებოდეს დეზინფექცია შესაბამისი სპეციალური ქიმიური, სადეზინფექციო საშუალებით. ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ცხოველის ჰუმანურ და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირებას და ტრანსპორტირებას.

20.თანამშრომლები რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების იზოლირებას უნდა ატარებდნენ სპეციალურ უნიფორმას და ხელთათმანებს.

21.ყველა პროცედურები უნდა შესრულდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის ქირურგიული-ოპერაციული ჩარევა და სტერილურობის დაცვა.
22.მომსახურების შესრულების პროცესში დაცული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის დადგენილება #345 -ით განსახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გათვალისწინებული მოთხოვნები.

23.მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების წაყვანისა და უკან დაბრუნების შემდეგ, რომლებიც დასურათებული უნდა იყოს შემსყიდველის მხრიდან.

24.ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელი უნდა თანამშრომლობდეს ამ სფეროში შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან და მოთხოვნის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს მათ, საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებაში, საქართველოში მოქმედი შესაბამისი ნორმების თუ სტანდარტების შესაბამისად.
25.ცხოველების დათვალიერების და ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება, წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ეძლეოდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

26.მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს პროცესის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო გადაღება,რაც წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ შემსყიდველისთვის ელექტრონული ვერსიის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა ხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ცხოველების (ძაღლების) დაჭერა უნდა მოხდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე და შემდეგ მათი ტრანსპორტირება თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში უნდა განხორციელდეს სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა)პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს აღნიშნული მომსახურების განხორციელების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.ინფორმაცია წარმოდგელი უნდა იყოს დანართი №2–ის შესაბამისად;
ბ) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულების და ამ მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს (საკუთრება,თანასაკუთრება ან /და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იჯარა (მოქმედების ვადა არანაკლებ 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით)
-პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდეტს გააჩნია საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან იჯარით აქვს აღებული უძრავი ქონება(იჯარის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში)
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, მომსახურების შესასრულებლად ვალდებულია ფლობდეს, საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ცხოველთა იზოლირების სპეციალიზირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, იჯარის, თხოვების, დაქირავების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს არანაკლებ 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით)
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს როგორც აღნიშნული უძრავი ქონების, ისე სატრანსპორტო საშუალების ფოტომასალა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ვეტერინარ(ებ)ის, , ვეტერინარის ასისტენტ(ებ)ის, ცხოველთა მჭერი პირ(ებ)ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულის დასადასტურებლად წამოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დიპლომ(ებ)ის, ან/და სერტიფიკატების, ან/და ცნობის ასლები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტედენტი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1) ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის ქვეკონტრაქტით გაცემის განზრახულობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს: 1) ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულება; 2) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში ქვეკონტრაქტორის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2) ცხოველთა თავშესაფრის ან ვეტერინარული სამკურნალო კლინიკის ქვეკონტრაქტორის საკუთრების ან სარგებლობის შემთხვევაში: ა) წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია; ბ) მონაცემები ქვეკონტრაქტორის პერსონალის ხელმისაწვდომობისა და მათი კვალიფიკაციის შესახებ (წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს 2.4.1. პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს);

3) პრეტენდენტის მიერ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის პერსონალის დაქირავების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს გაფორმებული ხელშეკრულება და სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტში მოცემული მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაცია.
4) ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში _ „შავ სიაში“.
5) მოცემული ტენდერის ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის, ტრანსპორტირებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სერთიფიცირებული აუდიტორის ან აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე;

3. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა გომიაშვილი, 595902575, x.gomiashvili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
5. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru