Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части (Грузия - Тендер #44051191)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Keda Municipality
Номер конкурса: 44051191
Дата публикации: 19-07-2023
Сумма контракта: 250 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014781
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.07.2023 12:13
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 43200000-Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Коды классификатора
  • 43262000 - Экскаваторное оборудование
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქსკავატორ- დამტვირთველი
Количество и объём закупок ექსკავატორ- დამტვირთველი ერთი ერთეული
Шаг снижения цены 2`500.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: givi devadze :: 18.07.2023 12:31
  • Последнее исправление: givi devadze :: 19.07.2023 12:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527634&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ექსკავატორ- დამტვირთველი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ექსკავატორ- დამტვირთველის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში დანართი N1-ის შესაბამისად. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დანართი N1.
- შემოთავაზებული -ექსკავატორ- დამტვირთველი უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2022 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს -ექსკავატორ- დამტვირთველის შემსყიდველზე გადაფორმება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3.
- სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1)საგარანტიო ვადა ტექნიკის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში შეადგენს მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვე ან 2000 მოტო/საათი, რომელიც ადრე შესრულლდება.
2)გარანტია მოიცავს მთლიანი ძრავის სისტემას, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის სიტემას, წამყვანი მოწყობილობების სისტემას, ელექტრომოწყობილობების სისტემას, ჰიდრავლიკის სისტემას.
3)საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი შეაკეთებს ან შეცვლის ნებისმიერ ნაწილსა თუ ნაწილებს, რომლებიც შემსყიდველისაგან წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ინსპექტირებისა და დეფექტური აქტის შედგენის შედეგად მატერიალური ან ქარხნული დეფექტის მქონედ იქნება მიჩნეული.
4)მიმწოდებელი ვალდებულია საქარხნო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში განახორციელოს ხარვეზის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე, ხოლო დეფიციტური ნაწილის ან სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეკეთების მთლიანი ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა".
5)შემსყიდველი ვალდებულია იხელმძღვანელოს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გამოცემული შესაბამისი ტექნიკის საექსპლუატაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად და საგარანტიო პერიოდში მოახდინოს ტექნიკისათვის საცხებ-საპოხი მასალების და ფილტრების შეცვლა სახელმძღვანელოს რეგლამენტით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.
6)რეგლამენტით გათვალისწინებული საცხებ-საპოხი მასალების და ფილტრების შეცვლის ვადების დადგომის მომენტისათვის შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში მოავლინოს მისი წარმომადგენელი შემოწმებაზე დასასწრებად.
7)შემსყიდველი თვითონ უზრუნველყოფს ქარხანა-მწარმოებლის ტექნიკის საექსპლუატაციო სახელმძღვანელოს რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი საცხებ-საპოხი მასალების და მაღალი ხარისხის ფილტრების შეძენას და შეცვლას, რაზედაც შედგება მიმწოდებლის და შემსყიდველის ერთობლივი აქტი.
8)წერილით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებლის მიერ უფლებამოსილი პირის შემოწმებაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ადგილზე კომისიურად ადგენს აქტს და ამ შემთხვევაში მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა აქტში დაფიქსირებულ შედეგზე.
9)მიმწოდებლის წარმომადგენლის შემოწმების პროცედურებში მიღების შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული აანაზღაუროს მისი მივლინების ან/და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
10) შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება საგარანტიო პერიოდში ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებაზე შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N3-ის სახით, რომელიც დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

- პრეტენდენტმა შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთველის ბრენდის, მოდელის და წარმოშობის ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად.
- იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ექსკავატორ-დამტვირთველის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ექსკავატორ-დამტვირთველის ბრენდის, მოდელისა ან წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

„შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.“

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.21.1 პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყებამდე პერიოდის განმავლობაში უნდა გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებს გარეთ, არანაკლებ ერთი ერთეული ტექნიკის მიწოდების (CPV34100000, CPV43100000, CPV43200000, CPV43300000, CPV43500000 - კოდის ფარგლებში) გამოცდილება, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ: ტექნიკის მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების (მიწოდების) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (ანგარიშფაქტურ(ებ)ი და ზედნადებ(ებ)ი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში) ასლები. ანგარიშფაქტურ(ებ)ის გამოწერის ვადა უნდა ემთხვეოდეს სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას SPA, NAT, GEO, CMR, CON და სხვა ნომრები, სადაც უნდა დასტურდებოდეს საქონლის მიწოდების ფაქტი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ა) პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი საქართველოში, ან/და გაფორმებული უნდა ქონდეს მომსახურების ხელშეკრულება ავტორიზებულ სერვის ცენტრთან, რომელიც საგარანტიო პერიოდში, საბაზრო ფასების ადეკვატური ღირებულებით, გაუწევს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ ტექნიკას გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას. ავტორიზების დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნას მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი;
ბ) ავტორიზებული სერვის ცენტრის პრეტენდენტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განახლებული ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან, ფართის იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება), ხოლო ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას პრედენტენტსა და მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრს შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულება ან/და შეთანხმება, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ ტექნიკას საგარანტიო პერიოდში გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას გაუწევს მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2025 წლის 31 ოქტომბრისა. წარმოდგენილი იქნას ავტორიზებული სერვის ცენტრის ფოტოსურათები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეეტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) მე-5 პუნქტის თანახმად, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 (ერთი) წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 (ერთი) წელს) -აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაზედაც წარმოდგენილი იქნას საჯარო რეესტრის ამონაწერი.
გ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მობილური სერვის ჯგუფი. პრეტენდენტმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ მას გააჩნია 1 (ერთი) მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გაუწევს შემსყიდველ ორგანიზაციას შესაბამის გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი ან/და დილერი ან/და დისტრიბუტორი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;


(2.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.9 other additional requirements

1) პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული ტექნიკის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი აუცილებლად ფოტოს სახით, დამატებით შესაძლებელია წარმოადგინოს ვებ-ბმულის (ლინკის) სახითაც.

2) მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკის მიწოდებისთანავე (მათ შორის, ნაწილობრივი/ეტაპობრივი მიწოდებისას) წარმოადგინოს სსიპ “ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, მოწოდებული ტექნიკის სატენდერო დოკუმენტაციასთან - ფასების ცხრილით - დანართი N2-ით და ტექნიკის სპეციფიკაციით (ტექნიკური მახასიათებლები) - დანართი N1-ით, გათვალისწინებულ მონაცემებთან შესაბამისობაზე, რომლის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.

3)მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა ტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, არანაკლებ 28 ოპერატორს აჭარის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ ჩაუტაროს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი.

4) წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ტექნიკის გეგმიური მომსახურების ვადების შესახებ ქარხანა-მწარმოებლის მიერ გამოცემული ტექნიკის სახელმძღვანელოს რეგლამენტის შესაბამისად დანართი N4-ის სახით ექსკავატორ-დამტვირთველზე, რომელიც დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ.

დასკვნაში დასაბუთებული უნდა იყოს, რომ დასკვნის გაცემის მომენტისათვის მიმწოდებელს მის მიერ წარმოდგნილ ფასების ცხრილში დაფიქსირებულ ფასად (საბოლო სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო გადასახადებისა და მოსაკრებლების და მიწოდების ადგილზე ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით შეუძლია შესაბამისი საქონლის მოწოდება შემსყიდველისათვის.

აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედებების (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა და სხვა) დროულად განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პრეტენდენტს. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

-ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრედიტებული საბანკო ან/და საქართველიში ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიების/ დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%- ის ოდენობით, ხოლო სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით.
2. გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.
6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, ან/და მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
ანგარიშსწორების პირობები

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1.შემსყიდველი მიმწოდებელს (მოთხოვნის შემთხვევაში) ავანსის სახით გადაუხიდის წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხას მაგრამ არაუმეტეს სახელშეკრულებო თანხის 30 %-სა, მიმწოდებლის მიერ ამავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.

2.შემსყიდველის მიერ ავანსად გაცემული თანხის გათავისუფლება განხორციელდება ერთჯერადად, მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ამ შემთხვევაში ხდება საბანკო გარანტიის სრულად გათავისუფლება, რის შემდეგაც გარანტიის დაბრუნება განხორციელდება მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
ანგარიშსწორება მოხდება მიღებული საქონლის საბოლოო შემოწმების- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საქონლის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას). აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით), ასევე მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის შემდეგ;

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გივი დევაძე, 599851300, kedatenderi@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru