1.2.1. წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შენობებში, მდებარე ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.
№8/10-ში და მემედ აბაშიძის ქ. №16/18-ში დანართი №1-ით და დანართი №2-ით
განსაზღვრული სამღებრო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვას.
1.2.2. სამუშაოები სრულდება წარმოდგენილი ტექნიკური დავალებისა და
ხარჯთაღრიცხვის (დანართი №1, დანართი №2) შესაბამისად.
1.2.3. პრეტენდენტს აქვს უფლება წინასწარ ადგილზე გაეცნოს სამუშაო
გარემოს, პირობებს.
1.2.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე, საჭიროების
შემთხვევაში, დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სამუშაო
ადგილზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებით, სამუშაოები
შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ფუნქციონირება. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს
სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და
წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს
შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის სანდო, სათანადო
უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს შესრულების პროცესში
უზრუნველყოს სამუშაოების ზედამხედველობისა და კონტროლის
განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.8. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა, სამუშაოს
შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს მისი მიზეზით (მ/შ
გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის
მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და
სამუშაო ფართის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და
ტერიტორიიდან გატანა.
1.2.10. აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან
აცილების მიზნით, უზრუნველყოს სარემონტო ტერიტორიაზე არსებული
ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო რემონტის დასრულების
შემდგომ საწყის მდებარეობის ადგილზე დაბრუნება. მიმწოდებელი სრულად
აგებს პასუხს მათი დაზიანების შემთხვევაში.
1.2.11. ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები, სამუშაოებზე
გამოსაყენებელი ძირითადი მასალები და მოთხოვნები:
1.2.11.1. გარე ფასადზე ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები
გარე ფასადი ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს შემდეგი ტიპის
სამუშაოების შესრულებას:
• ფასადზე კედლის დაზიანებული კერების ჩამოყრა, დანარჩენ კედელზე
არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• ფასადზე დამუშავებული კედლის ჰიდროსაიზოლაციო ნესტგამძლე ხსნარით
ჩამორეცხვა-დამუშავება.
• ფასადზე დამუშავებული კედლის შეფითხვა (დაშპაკვლა), ნესტგამძლე,
ყინვაგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო ფითხით (შპაკლით).
• ფასადზე დამუშავებული კედლის შეღებვა სილიკონიანი ფასადის
საღებავით.
• ფასადზე სამღებრო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელმა
უნდა გაითვალისწინოს არსებული (აგურის ფორმის) დიზაინი და ფერები.
სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი
მასალები:
• ჰიდროსაიზოლაციო ნესტგამძლე ხსნარი.
• ნესტგამძლე, ყინვგამძლე ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• სილიკონიანი ფასადის საღებავი.
1.2.11.2. შენობის შიგნით - უკანა ჰოლში ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო
სამუშაოები
• შენობის შიგნით ჰოლში კედლის დაზიანებული კერების ჩამოყრა, დანარჩენ
კედელზე არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ჰოლში ჭერზე დაზიანებული (დასველებული)
თაბაშირმუყაოს ჩამოყრა, ჭერის დაზიანებული ნაწილის ნესტგამძლე
თაბაშირმუყაოთი შევსება, არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ჰოლში ფასადის მხარის ვიტრაჟის დაშპაკვლა, დაშკურკვა,
დამუშავება ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი
ჰიდროსაიზოლაციო შპაკლით.
• შენობის შიგნით ჰოლში ჭერის ჩათვლით დამუშავებული კედლის დაშპაკვლა,
დაშკურკვა, ნესტგამძლე შპაკლით.
• შენობის შიგნით ჰოლში დამუშავებული კედლის შეღებვა თეთრი
წყალემულსიის საღებავით.
• შენობის შიგნით ჰოლში სამღებრო-სამღებრო სამუშაოების ჩატარებისას
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული დიზაინი და ფერები.
სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი
მასალები:
• ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილა.
• ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• ნესტგამძლე შპაკლი.
• წყალემულსიის საღებავი. საღებავი არ უნდა ზიანდებოდეს სველი ნაჭრით
გაწმენდის შემთხვევაში.
• მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ლაქ-საღებავები დამზადებული უნდა იყოს
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ
ქვეყანაში ან საქართველოში და ბაზარზე განთავსებული იყოს საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნის
საწარმოს სავაჭრო ნიშნით.
1.2.11.3. შენობის შიგნით - ოთახებში და გასასვლელებში ჩასატერებელი
სამღებრო-სარემონტო სამუშაოები
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში ჰოლში კედლის დაზიანებული
კერების ჩამოყრა, დანარჩენ კედელზე არსებული საღებავის ჩამოფხეკა,
დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში ჭერის ჩათვლით
დამუშავებული კედლის დაშპაკვლა, დაშკურკვა ნესტგამძლე შპაკლით.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში დამუშავებული კედლის
შეღებვა თეთრი წყალემულსიის საღებავით.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში სამღებრო-სარემონტო
სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული
დიზაინი და ფერები.
სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი
მასალები:
• ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• ნესტგამძლე შპაკლი.
• წყალემულსიის საღებავი. საღებავი არ უნდა ზიანდებოდეს სველი ნაჭრით
გაწმენდის შემთხვევაში.
მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ლაქ-საღებავები დამზადებული უნდა იყოს
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ
ქვეყანაში ან საქართველოში და ბაზარზე განთავსებული იყოს საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნის
საწარმოს სავაჭრო ნიშნით.
1.2.12. შესასრულებული სამღებრო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის ზუსტი
აღწერა ასახულია ხარჯთაღრიცხვაში (დანართი №1 და დანართი №2).