Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44051113)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Constitutional Court of Georgia
Номер конкурса: 44051113
Дата публикации: 18-07-2023
Сумма контракта: 113 313


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001565
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.07.2023 17:20
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 18:00
Предполагаемая цена закупки 113`313.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442100 - Малярные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებში, მდებარე ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №8/10-ში და მემედ აბაშიძის ქ. №16/18-ში, სამღებრო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`133 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar papunaishvili :: 10.07.2023 16:43
  • Последнее исправление: tamar papunaishvili :: 18.07.2023 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526636&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებში, მდებარე ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №8/10-ში და მემედ აბაშიძის ქ. №16/18-ში, სამღებრო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობებში, მდებარე ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №8/10-ში და მემედ აბაშიძის ქ. №16/18-ში დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული სამღებრო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.
1.2.2. სამუშაოები სრულდება წარმოდგენილი ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის (დანართი №1, დანართი №2) შესაბამისად.
1.2.3. პრეტენდენტს აქვს უფლება წინასწარ ადგილზე გაეცნოს სამუშაო გარემოს, პირობებს.
1.2.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სამუშაო ადგილზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებით, სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის სანდო, სათანადო უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაოების ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.8. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა, სამუშაოს შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს მისი მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით) შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.10. აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სარემონტო ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო რემონტის დასრულების შემდგომ საწყის მდებარეობის ადგილზე დაბრუნება. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მათი დაზიანების შემთხვევაში.

1.2.11. ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები, სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი მასალები და მოთხოვნები:

1.2.11.1. გარე ფასადზე ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები
გარე ფასადი ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს შემდეგი ტიპის სამუშაოების შესრულებას:
• ფასადზე კედლის დაზიანებული კერების ჩამოყრა, დანარჩენ კედელზე არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• ფასადზე დამუშავებული კედლის ჰიდროსაიზოლაციო ნესტგამძლე ხსნარით ჩამორეცხვა-დამუშავება.
• ფასადზე დამუშავებული კედლის შეფითხვა (დაშპაკვლა), ნესტგამძლე, ყინვაგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო ფითხით (შპაკლით).
• ფასადზე დამუშავებული კედლის შეღებვა სილიკონიანი ფასადის საღებავით.
• ფასადზე სამღებრო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული (აგურის ფორმის) დიზაინი და ფერები.

სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი მასალები:

• ჰიდროსაიზოლაციო ნესტგამძლე ხსნარი.
• ნესტგამძლე, ყინვგამძლე ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• სილიკონიანი ფასადის საღებავი.

1.2.11.2. შენობის შიგნით - უკანა ჰოლში ჩასატარებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები

• შენობის შიგნით ჰოლში კედლის დაზიანებული კერების ჩამოყრა, დანარჩენ კედელზე არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ჰოლში ჭერზე დაზიანებული (დასველებული) თაბაშირმუყაოს ჩამოყრა, ჭერის დაზიანებული ნაწილის ნესტგამძლე თაბაშირმუყაოთი შევსება, არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ჰოლში ფასადის მხარის ვიტრაჟის დაშპაკვლა, დაშკურკვა, დამუშავება ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლით.
• შენობის შიგნით ჰოლში ჭერის ჩათვლით დამუშავებული კედლის დაშპაკვლა, დაშკურკვა, ნესტგამძლე შპაკლით.
• შენობის შიგნით ჰოლში დამუშავებული კედლის შეღებვა თეთრი წყალემულსიის საღებავით.
• შენობის შიგნით ჰოლში სამღებრო-სამღებრო სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული დიზაინი და ფერები.

სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი მასალები:

• ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილა.
• ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• ნესტგამძლე შპაკლი.
• წყალემულსიის საღებავი. საღებავი არ უნდა ზიანდებოდეს სველი ნაჭრით გაწმენდის შემთხვევაში.
• მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ლაქ-საღებავები დამზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყანაში ან საქართველოში და ბაზარზე განთავსებული იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნის საწარმოს სავაჭრო ნიშნით.

1.2.11.3. შენობის შიგნით - ოთახებში და გასასვლელებში ჩასატერებელი სამღებრო-სარემონტო სამუშაოები

• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში ჰოლში კედლის დაზიანებული კერების ჩამოყრა, დანარჩენ კედელზე არსებული საღებავის ჩამოფხეკა, დაშკურკვა.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში ჭერის ჩათვლით დამუშავებული კედლის დაშპაკვლა, დაშკურკვა ნესტგამძლე შპაკლით.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში დამუშავებული კედლის შეღებვა თეთრი წყალემულსიის საღებავით.
• შენობის შიგნით ოთახებში და გასასვლელებში სამღებრო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული დიზაინი და ფერები.

სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოსაყენებელი ძირითადი მასალები:

• ნესტგამძლე, ყინვგამძლე, ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო შპაკლი.
• ნესტგამძლე შპაკლი.
• წყალემულსიის საღებავი. საღებავი არ უნდა ზიანდებოდეს სველი ნაჭრით გაწმენდის შემთხვევაში.
მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ლაქ-საღებავები დამზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყანაში ან საქართველოში და ბაზარზე განთავსებული იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნის საწარმოს სავაჭრო ნიშნით.

1.2.12. შესასრულებული სამღებრო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის ზუსტი აღწერა ასახულია ხარჯთაღრიცხვაში (დანართი №1 და დანართი №2).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №8/10 და მემედ აბაშიძის ქ. №16/18.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ ყველა სახის სამუშაოზე, გამოყენებული მასალის ხარისხზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პერიოდის დაცვისას, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრედენდენტს 2020-2023 წლებში, ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 300000 (სამასი ათასი) ლარის სამღებრო-სარემონტო სამუშაოები, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ 75000.00 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების მსგავსი ხასიათის (სამღებრო-სარემონტო სამუშაოები) სირთულისა და შინაარსის სამუშაოები.
2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები - მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2-ი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT/GEO ნომერი. შესაბამის სატენდერო განცხადებას ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემული სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ასევე აცნობოს თუ რა მოცულობის სამუშაოები გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
2.8.1.2. მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორისთვის გადასაცემი სამუშაოების საერთო ღირებულება (ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში) არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ს.
2.8.1.4. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა შავი სიაში.
2.8.1.5. სამუშაოების ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი, სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებისა და მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია - ფორმა №2. ასევე შემსყიდველის მიერ მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში დგება ფარული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები (ჩამოფხეკა, გაწმენდა, სპეციალური სითხით დამუშავება, ბზარების ამოვსება და სხვა ფარულ სამუშაოებზე).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ პაპუნაიშვილი, 595220225, t.papunaishvili@yahoo.com e–mail: t.papunaishvili@constcourt.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადების ღირებულება მოიცავს ტენდერის პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
10.1.5. ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ “საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.6. სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.7. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
10.1.9. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ელექტრონული ხელწერით დამოწმებული, ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტები;
ა) წერილობითი თანხმობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულებაზე;
ბ) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru