Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Обувные изделия (Грузия - Тендер #44051101)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 44051101
Дата публикации: 18-07-2023
Сумма контракта: 360 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014728
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.07.2023 17:36
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 360`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18800000-Обувные изделия
Коды классификатора
  • 18800000 - Обувные изделия
  • 18813000 - Обувь с верхом из натуральной кожи
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 140 კალენდარული დღე
Дополнительная информация
პოლიციელის ზამთრის ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა საკუთარი სახსრებით 300 000 (სამასი ათასი) ლარი, ხოლო საბიუჯეტო სახსრებით 60 000 (სამოცი ათასი) ლარი
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino beridze :: 14.07.2023 11:57
  • Последнее исправление: ani chrelashvili :: 18.07.2023 17:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527239&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პოლიციელის ზამთრის ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ზამთრის ფეხსაცმელი - 3 000 წყვილი, საკუთარი სახსრებით 2 500 წყვილი, საბიუჯეტო სახსრებით 500 წყვილი.

შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გამოყვანილი, ე.წ. FULL-GRAIN ან TOP GRAIN LEATHER ტყავის. წყვილი ფეხსაცმლის წონა 43 ზომისთვის არ უნდა აღემატებოდეს 1300 გრამს.
უკანა ნაწილში ყელის სიმაღლე ქუსლის ჩათვლით უნდა იყოს 15-17 სმ ფარგლებში.

ფეხსაცმელი, მთელ შიდა პერიმეტრზე, დამუშავებულია ქსოვილის სარჩულით, ფეხსაცმლის საზედა პირე ნამზადის (გვერდები, ქუსლის ზედა არე და ენაკი) ქსოვილის ჩანართებით გაფორმებული. ფეხსაცმლის ყელი და ენა რბილი სადებით. ტერფის ნაწილში ფეხსაცმელი, ბოლომდე იკვრება მრგვალი თასმებით, თავზე გამაგრებით, თასმები იკვრება უჟანგავი ლითონის ან მტკიცე პლასტიკის ზონარსაყრელებით.
არ დაიშვება ფეხსაცმლის გარე დეტალებზე შემდეგი ხარვეზები: აქერცლილობა, დანაოჭება, აძენძილ ობა, არათანაბარი ღებვა, ნახეთქები, არათანაბარი და უსწორმასწორო ნაკერები, წებოს კვალი.

ფეხსაცმლის ცხვირი და საქუსლარი გამაგრებულია სპეციალური სადებით (მეტალის გარეშე).

ძირითადი ღაბაშის მასალა სინტეტიკური ბოჭკო ან უქსოვადი ქსოვილი ან ნატურალური ტყავი ან ცელ ულოზას და რომელიმე, ძირითად ღაბაშებში გამოყენებისათვის აპრობირებული კოპოლიმერის ნაერ თი (არ უნდა იყოს ადვილად განშრევებადი დაპრესილი მუყაო).
ჩასაფენი ღაბაში- ანატომიური (ვიზუალური დათვალიერებით) ფეხსაცმლის ძირი: ორშრიანი კომბინა ციით ფორმირებული, ფეხსაცმლისთვის აპრობირებული მასალა, რომელიც დააკმაყოფილებს ლაბორა ტორიულ მოთხოვნებს.

ფეხსაცმლის ლანჩი (ძირი) - ორშრიანი კომბინაციით, ფეხსაცმლისთვის აპრობირებული მასალა, რომელიც დააკმაყოფილებს ლაბორატორიულ მოთხოვნებს. პროტექტორი საშუალო სიმაღლის პროფილით. ძირის ზედაპირთან მიერთების მეთოდი ცემენტირება ან ინჟექტირება.
ფეხსაცმელის ორთავე ნახევარწყვილს, გარეგან ზედაპირზე, ტერფის მიდამოებში გააჩნდია ადვილად გასარჩევი და წაკითხვადი, მეწამული წითელი ფერით შესრულებული, დაქარგული ნიშანდება, წარწერით ,,125“. ნაქარგის ფორმა და ზომები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

• შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს გააჩნია იარლიყი, სადაც დაფიქსი რდება საზედაპირე მასალის შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი და ინდივიდუალურად შეფუთული.

შენიშვნა: ,დასაშვებია, პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენა. ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის, ასევე სხვადასხვა ჩანართების ზომების და წონის კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 140 კალენდარული დღეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიწოდების ადგილი: შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ც/საწყობი, მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N158.

1.5.2. მომწოდებელმა საქონლის მოწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელითა და ტრანსპორტირებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლის ვადით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არამექანიკური დაზიანების შემთხვევაში.
1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით მომწოდებელმა.
1.7.1.3. საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სპეციალური სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი, პროპორციული და გამძლე.
1.7.1.4. ხარვეზის, დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის დაფიქსირების შემთხვევაში, საქონლის საგარანტიო მოქმედების ვადაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით, აღნიშნულის შესახებ შემსყიდველი ატყობინებს მიმწოდებელს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მიმწოდებლის მიერ მითითებული მისამართზე), შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის 10 (ათი) კალენდარული დღიანი ვადა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 62 000 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.9.2 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყივის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.
2.9.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან დაზუსტდება ზომები.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს ერთი წყვილი შემოთავაზებული ფეხსაცმელი, 43 ზომა ნიმუშის სახით. შემსყიდველის მიერ ფეხსაცმლის გამოცდის პროცედურების განხორციელებისას, მოცემული ეგზემპლარი შესაძლოა დაზიანდეს, რასთან დაკავშირებითაც შემსყიდველი იხსნის პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე წყვილი/ან ცალი ფეხსაცმელი 43 ზომა, წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად სატენდერო დოკუმენტაციიის 3.1.1.3 პუნქტის შესაბამისად. მოცემული ეგზემპლარი შესაძლოა დაზიანებული იყოს უშუალოდ ექსპერტიზის გამცემი ორგანიზაციის მიერ მითითებული სტანდარტების შესაბამისად შემოწმების პროცეში, რაც ჩაითვლება დასაშვებად.
3.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS, Satra, PFI , CTC ან სხვა აკრედიტირებული იურიდიული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი იურიდიული პირის ფეხსაცმლის კვლევის ჩატარების აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი (შემსყიდველი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის ავთენტურობის გადამოწმება) და ექსპერტიზაგავლილი ფეხსაცმელი ან/და მასალა (იმის და მიხედვით, თუ რაზე ჩატარდება ექსპერტიზა), ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს დანართში: ,,ტექნიკური მახასიათებლები, რომლებზეც უნდა ჩატარდეს კვლევა" მითითებულ მახასიათებლებზე (უცხოური დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
შენიშვნა: თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი იურიდიული პირი კვლევების ნაწილს უკვეთავს ქვეკონტრაქტორს, ასეთ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ქვეკონტრაქტორის იდენტიფიცირება და ქვეკონტრაქტორსაც უნდა გააჩნდეს ფეხსაცმლის კვლევის ჩატარების აკრედიტაცია. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნეს კვლევის ჩამტარებელი იურიდიული პირის/ქვეკონტრაქტორის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ფეხსაცმელთან ან/და მასალასთან ერთად (იმისდა მიხედვით, თუ რაზე ჩატარდება ექსპერტიზა) ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ფეხსაცმელი ან/და მასალა დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ფეხსაცმლის ან/და მასალის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.4.თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) მასალით, შესაძლებელია შესაბამის მასალაზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.5 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი რომელთან ერთადაც დასაშვებია NAT230001370 ან/და NAT230008785 ელექტრონული ტენდერის და შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.6 ტენდერში მონაწილე ,,დისკვალიფიცირბულ" პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ,,გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.
3.1.1.7 ლაბორატორიული კვლევა/ანგარიში, ექსპერტიზა(ები), ჩატარებული უნდა იყოს ISO სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა საკვლევ პუნქტებში მითითებულისა).

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ფეხსაცმელი ან/და მასალა არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ფეხსაცმელი ან/და მასალა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N 158.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ,,იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2. ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“ .

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარებში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 7,2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანი ჭრელაშვილი, 555151672, a.chrelashvili@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.5 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით.

შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასთა ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.2.2. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 62 000 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru