Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44051089)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Investigation Service
Номер конкурса: 44051089
Дата публикации: 18-07-2023
Сумма контракта: 26 250


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014740
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.07.2023 17:52
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 26`250.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირი №22-ში (ს.კ. 03.01.22.050.02.500) და ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. №54-ში (ს.კ. 05.21.37.016) მდებარე შენობების სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 105.00 GEL
Размер гарантии 263 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 17.07.2023 17:50
  • Последнее исправление: badri sajaia :: 18.07.2023 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527562&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირი №22-ში (ს.კ. 03.01.22.050.02.500) და ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. №54-ში (ს.კ. 05.21.37.016) მდებარე შენობების სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.2.2 სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელი მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.3 პროექტირებისას მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოები და პროექტის გეგმარებითი საპროექტო სამუშაოები დაამუშაოს შემსყიდველთან კონსულტაციების (საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოები) შემდეგ.
1.2.4 პროექტის შედგენისას მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს ,,საქართველოს სივრცის დადგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებითა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით.
1.2.5 მიმწოდებელმა სატენდერო წინადადებაში უნდა გაითვალისწინოს სრული არქიტექტურული პროექტის შედგენასთან (მათ შორის ექსპერტიზ(ებ)ის, შენობის სარემონტო სამუშაოების ნებართვის მიღებასთან (საჭიროების შემთხვევაში)) და საავტორო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით მიმართოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს და წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია.
1.2.7 I ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ოდენობით, ხოლო II ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
1.2.8 თუ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით გამოვლენილი საპროექტო დეფექტ(ებ)ის არსებობამ გადააჭარბა სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაში განსაზღვრული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებას (დადგენილი შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 I ეტაპის - სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით.
1.4.2 საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების სახით, ალბომის სახით 3 (სამი) ეგზემპლარად. ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იქნას რესურსული მეთოდით და ასევე, გამარტივებული ვერსიის სახით, რომელშიც მითითებული იქნება „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით განსაზღვრული დარიცხვების პროცენტული მაჩვენებლები და ფორმულის საშუალებით გაანგარიშებული თანხის ოდენობა. ნებართვის მიღებისთვის აუცილებელი პროექტის თანმდევი დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა და საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

1.4.3 II-ეტაპის ვადა განისაზღვრება ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირი №22-ში (საკადასტრო კოდი 03.01.22.050.02.500) და ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. №54-ში (ს.კ. 05.21.37.016) მდებარე შენობების სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9, შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების შენობის ან/და შენობაში არსებული ფართის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომელიც უნდა მოიცავდეს შენობის კონსტრუქციული მდგრადობის, ცენტრალური გათბობა-გაგრილების, ელ. გაყვანილობის, სუსტი დენების, ხანძარდეტექციის ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილებას. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულება/ები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და სხვა დოკუმენტაცია), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მიუთითოთ შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

შენიშვნა:
• შემსყიდველი უფლებამოსილია, ინფორმაციისათვის მიმართოს პრეტენდენტის იმ დამკვეთებს, რომლებთან გაფორმებულ დოკუმენტებსაც წარმოადგენს პრეტენდენტი გამოცდილების დასტურად.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ. ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაცემულ უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
2.9.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა (რომლის ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით და ამ თანხის ანაზღაურება განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ) მომზადებული პროექტის განხორციელების/მშენებლობის პროცესში, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება (შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (არსებობის შემთხვევაში), სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბადრი საჯაია, 599700335, bsajaia@sis.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის მიხედვით (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru