1.სოფ. ცხმორისში მდებარე მთა,, ნაკაფში“ სოფლის ტრანსპორმატორიდან მთა
,,ნაკაფამდე “ სავარაუდო მანძილი არის 6 კმ-მდე, 2. მერისის ადმინისტრაციულ
ერთეულში მთა ,,სასადილომდე“ სოფლის ტრანსპორმატორიდან სავარაუდო
მანძილი არის 9 კმ-მდე, 3. .სოფ პირველში მდებარე მთაა ,,ტბათამდე“
სავარაუდო მანძილი არის 10 კმ-მდე, 4. გომის“ მთაში მოსაწყობია 1კმ-მდე
სიგრძის ელქტრო გადამცემი ხაზი.
2. მომსახურების სახეობა:
ა) კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები;
ბ) საპროექტო სამუშაოები;
გ) სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ნახაზების შედგენა და
ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა;
დ) ობიექტის საბოლოო პროექტის შედგენა 4 ეგზემპლარად და მისი
ელექტრონული ვარიანტის წარმოდგენა;
ე) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
ვ) საჭიროებისამებრ ტერიტორიის ღრმა გეოლოგიური გამოკვლევა;
ზ) ასევე უნდა მოეწყოს ძირითადი 10 კვ ქსელი და შიდა გამანაწილებელი 0.4 კვ
ქსელი
თ) საჭიროების შემთხვევაში საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს (ტრანსპორმატორები,
მრიცხველები და ყველა საჭირო მოწყობილობა- დანადგარები)
3. დამატებითი მომსახურების გაწევა, კერძოდ:
ა) ხარჯთაღრიცხვების გადაანგარიშება;
ბ) პროექტების კორექტირება;
გ) მიმწოდებელი ვალდებულია: პროექტირების დაწყების ეტაპზე აიღოს
ტექნიკური პირობა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-დან, მათგან გაცემული ტექ.
დავალების მიხედვით მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცისს საფუძველზე
მოიპოვოს შეთანხმება ზემოთ დასახელებული ორგანიზაციიდან.
დ) მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო მონაკვეთის განთვისების ზოლის
(ბუფერის) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებთან ზედდების შემთხვევაში
(ხე-ტყის გაჩეხვის საჭიროების შემთვევაში) მოამზადოს ყველა საჭირო
დოკუმენტაცია და მოიპოვოს შეთანხმება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოდან.
შეთანმხების მოპოვების შემთხვევაში მოსაკრებელს გადაიხდის ქედის
მუნიციპალიტეტის მერია (მოსაკრებლის თანხა გათვალისწინებული უნდა
იქნას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში)
ე) ,,მიმწოდებელი" ვალდებულია თავისი ხარჯებით უზრუნველყოს პროექტის
ხარჯთაღრიცხვას (ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესაბამისობა მოქმედ
ნორმებთან და საპროექტო მოცულობების შედარება სახარჯთაღრიცხვო
მოცულობებთან) ჩაუტაროს
ექსპერტიზა. ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი. ერთმნიშვნელოვნად დადებითი
საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოებთან
ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის
განმახორციელებელი ორგანოს/პირის შესაბამისი აკრედიტაციის
სერთიფიკატი.
ვ) საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება
საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი
დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება
ანაზღაურების გარეშე.
4. დავალების შინაარსი:
4.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს სამუშაოები
კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო
ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ
შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად
და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ
ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი
შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფის და
გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;
გ) პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და
დაგროვილი
საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების
გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების და
ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა
უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის,
აღჭურვილობის,
მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე
სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
5. დავალების შესრულების წესი
ა) მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და
კონკრეტულ პროექტზე ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ ვადებში.
მიმწოდებელი ვალდებულია მერიის მიერ გადაცემული საპროექტო დავალებით
განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს დავალებაში მითითებული საპროექტო
დოკუმენტაცია.
ბ) შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივად განიხილავენ ყოველ ცალკეულ
ობიექტზე მომსახურების გაწევის მიმდინარეობის საკითხს და საჭიროების
შემთხვევაში შეაქვთ მასში სათანადო ცვლილებები. ხელშეკრულების დამდებ
არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება შეიტანოს ყოველ ცალკეულ ობიექტზე
მომსახურების გაწევის ვადებში ცვლილებები მეორე მხარესთან
შეთანხმების გარეშე.
გ) მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია მიმწოდებელს
ქვეკონტრაქტის გაფორმება. ქვეკონტრაქტის შინაარსი არ ცვლის
მიმწოდებლის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
დ) მიმწოდებელი ვალდებულია ქედის მუნისიპალიტეტში ყავდეს
წარმომადგენელი, რომელიც ოპერატიულად შეძლებს ობიექტზე მასალების
შეგროვებას და დამუშავებას.
6. კუთვნილება
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა
სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის
გარეშე.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის ნაწილის ან სრული
მოცულობის ელექტრონული ვერსია.
7. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი
ელექტრონული ვარიანტი.
8.შესაბამისი უწყებიდან ელექტრო გაყვანილობის ტექნიკური პირობის აღება
უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საპროექტო ორგანიზაციამ.