1. წიწიბურა 1692 კგ - უმაღლესი ხარისხის, ფერი- მოყავისფრო, სუნი -სასიამოვნო
მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის (ობისა და ნესტის გარეშე). მთელი
მარცვლების წილობრივი მასა არანაკლებ 97-99%. , დაფასოებული ქარხნული წესით
5 კილოგრამიან ტომრებში, შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის
მითითებით.
2. ბრინჯი 1146 კგ -უმაღლესი ხარისხის, ფერი თეთრი /მოყვითალო შეფერილობით.
სუნი- სასიამოვნო (ობისა და ნესტის გარეშე) მთელი მარცვლების წილობრივი
მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 97-98%-ს. უცხო მინარევების გარეშე.,
დაფასოებული ქარხნული წესით 5 კილოგრამიან ტომრებში, შესაბამისი
მარკირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით.
3. კარტოფილი 10046 კგ - კარტოფილი_უმაღლესი ხარისხის, მკვრივი; საღი, სუფთა,
ღვივის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს ბოლქვის მექანიკური დაზიანება
მ.შ. სხვადასხვა ჭიებისა/ ხოჭოების მიერ. სოკოვანი და ბაქტეროლოგიური
დაავადებები. არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ
მოწოდებულ პარტიაში კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 6 სმ.
გამოსავლიანობა პირველადი დამუშავების შემდეგ – არანაკლებ 70%;
4. ჭარხალი 327კგ. - უმაღლესი ხარისხის , მრგვალი ან მოგრძო ფორმის. მკვრივი;
საღი, სუფთა, ღვივის გარეშე, ფერი მუქი წითელი. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური დაზიანება . სოკოვანი და ბაქტეროლოგიური
დაავადებები,ჭარხლის ბოლქვის ზომა არანაკლებ 6 სანტიმეტრი. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
5. ნიორი 79 კგ.- უმაღლესი ხარისხის. მკვრივი, მშრალი, საღი, ღვივის გარეშე,
ფერი თეთრი– მოვარდისფრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება
, სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
6. სტაფილო 1856 კგ. - უმაღლესი ხარისხის, მოგრძო ფორმის(არანაკლებ 10 სმ),
მკვრივი; საღი, სუფთა, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური
დაზიანება .სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
7. ხახვი 775 კგ- უმაღლესი ხარისხის; მრგვალი ფორმის მკვრივი, მშრალი, საღი,
სუფთა , ღვივის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება,
სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. ხახვის ბოლქვის ზომა
არანაკლებ 6 სანტიმეტრი. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს.
8. ლობიო 546 კგ. - ლობიო_თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი
ხარისხის, მალე ხარშვადი, ობის სუნის გარეშე, ფორმა მოგრძო ან მრგვალი,
მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს 100%–ს, არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს დარჩეული–
მინარევების გარეშე; დაფასოებული 1 კგ. -დან 5 კილოგრამმდე შეფუთვაში
შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით.
9. ბარდა 327 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის,
ფერი- მოყვითალო, (ობისა და ნესტის სუნის გარეშე). უნდა იყოს დარჩეული
(სუფთა). დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 5 (±0,4%) კილოგრამიან
ტომრებში, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს დამზადების
თარიღი, შენახვის ვადები.
10. კომბოსტო 3822 კგ. - უმაღლესი ხარისხის; მკვრივი, საღი, სუფთა, მრგვალი ან
ოვალური ფორმის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება
.სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. კომბოსტოს ზომა:დიამეტრი
არაბნაკლებ 15 სანტიმეტრი.
11. ვაშლი 7862 კგ.- უმაღლესი ხარისხის. კონსისტენცია მკვრივი. მშრალი, საღი ,
არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება, სოკოვანი და
ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს.ვაშლის ზომა არანაკლებ 7 სანტიმეტრი.
12. ბანანი 2184 კგ. - ყვითელი, მკვრივი პრიალა, გლუვზედაპირიანი, საღი ,
ლაქებისა და რბილობის, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანებების გარეშე, საშუალო ზომის, დაფასოებული ყუთებში. არ უნდა იყოს
გენმოდიფიცირებული
მითითებული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ
ორგანიზაციას ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას
მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
1 - საქონლის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2 - უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული "მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
5 - შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა
აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის
დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა
და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.
6 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
7- პრეტენდენტი/მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს „მცენარის,
მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი
ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ
ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №619
დადგენილების შესაბამისად.
საკვები პროდუქტი უნდა იყოს უმაღლესი ხარი სხის ახალი და უნდა
შეესაბამებოდეს:
,,ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების
ორგანიზაციის, სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #78 დადგენილების მოთხოვნებს.