Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44051025)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Rustavi Building
Номер конкурса: 44051025
Дата публикации: 17-07-2023
Сумма контракта: 19 697


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014620
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.07.2023 16:45
Начало приема предложения 02.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 19`697.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ქ.რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების შესასვლელის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 79.00 GEL
Размер гарантии 197 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: demetre mchedlidze :: 13.07.2023 14:38
  • Последнее исправление: demetre mchedlidze :: 17.07.2023 16:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527121&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ.რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების შესასვლელის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია (მე-3 ნაწილი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოეს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;

2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) დღეების მიხედვით;

3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით.

2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. რუსთავი, დანართი №1-ში მითითებული მისამართები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

1.1 2020 წლის პირველი იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 39392 (ოცდაცხრამეტი ათას სამასოთხმოცდათორმეტი) ლარი დღგ-ს გარეშე.


2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 30%-ის ოდენობისა.


3.ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობა-ნაგებობების სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.


4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №2–ის შესაბამისად;

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.


5. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

5.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.

5.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა №2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი №3-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.9 other additional requirements

1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;

2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;

3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ დაქირავებული ტექ. ზედამხედველი;

4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;

5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ის შესაბამისად.

6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში –„შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;

7. შესყიდვის ობიექტის მიღება მოხდება ტექ. ზედამხედველის მიერ დამოწმებული, შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი ფორმა №2-ის და შესაბამისი მ/ჩ აქტის საფუძველზე. ხოლო საბოლოო მიღება მოხდება, შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი ფორმა №2-ის და აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების ანგარიშის/დასკვნის საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით;

8. ტექნიკური ზედამხედველის და აკრედიტებული პირის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს შემსყიდველი;

9. პრეტენდენტმა უცვლელად უნდა დატოვოს დანართი №1-ის (კრებსითი ხარჯთაღრიცხვა) განფასებისას გაუთვალისწინებელი ხარჯი 3%-ის ოდენობით;

10. ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სრულად ან ნაწილობრივ ქვეკონტრაქტორზე გადაცემა დაუშვებელია;

11. ხარჯთაღრიცხვებში, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება - "მსგავსი"/"ეკვივალენტური.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

შესყიდვის ობიექტის მთლიანი ღირებულების 10%-ს - სადარბაზოების შესასვლელის რკინა/ბეტონის კონსტრუქციის შეკეთების სამუშაოებს ანაზღაურებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც მიმწოდებელს ჩაერიცხება წინასწარ, არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესაბამისად 90%-ს ანაზღაურებს ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“ წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ შესყიდვის ობიექტის მთლიანი ღირებულებიდან კუთვნილი წილის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამის მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შესრულდება.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე ცალკეული მისამართების მიხედვით ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი, ტექ. ზედამხედველისა და შესაბამისი ბმა-ს თავმჯდომარის მიერ დამოწმებული ფორმა №2-(ებ)ის, შესაბამისი მ/ჩ აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ააიპ ,,რუსთავის კორპუსის" წილის 80%-ის ოდენობით.
საბოლოო ანგარიშსწორება — დარჩენილი 20%-ის ანაზღაურება მოხდება აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დემეტრე მჭედლიძე, 577525102, dmchedlidze25@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს დანართი №1 და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

6. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნას დღგ-ს გარეშე (იმის მიუხედავად არის თუ არა პრეტენდენტი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული). იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დღგ-ს გადამხდელი, ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების ღირებულებაში იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.

7. სატენდერო კომისიის მიერ, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ფასების ცხრილი და ხარჯთაღრიცხვები ან წარდგენილ დოკუმენტაციაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ხარჯთაღრიცხვები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru