Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44050951)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia, Department of Roads of Georgia
Номер конкурса: 44050951
Дата публикации: 14-07-2023
Сумма контракта: 12 000 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014562
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.07.2023 20:17
Начало приема предложения 13.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 12`000`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვე
Дополнительная информация
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურება

Procurement will be completed in prime time. An additional round will not be held

Procurement Type: Electronic Tender without reverse Auction (NAT)
Procuring entities: Roads Department of the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
Procurement announcement date: 14.07.2023
Bids accepted from: 09.08.2023
Deadline for bid submission: 14.08.2023
Financing - 2023 Funds (year)
The estimated value of the procurement: 12`000`000.00 GEL
The bid must be submitted: Included VAT
Classifier (CPV) Code: 71300000 - Engineering services
Classifier (CPV) code and specific procurement object: 71320000 - Engineering design services
Purchase number or volume: See the tender documentation
Supply period: Not more than 22 months from signing the Contract
Bid reduction step: 120 000.00 GEL
Guarantee amount: 120 000.00 GEL
Guarantee validity period: 160 Day

Additional info: Preparation of Feasibility Study and Detailed Design for Modernization-Construction Of The International Tbilisi-Senaki-Leselidze (The Border Of Russian Federation) Highway KM17 – KM28 Section
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 120`000.00 GEL
Размер гарантии 120`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio ghvinjilia :: 14.07.2023 09:43
  • Последнее исправление: sopio ghvinjilia :: 14.07.2023 20:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527201&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართული ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით, ასევე, შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით;

2. მომსახურების გაწევა მოხდება მიმწოდებლის ადგილსამყოფელის მიხედვით ან/და საჭირო შემთხვევებში, დასაპროექტებელი ობიექტის ადგილას;

3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტები მიწოდებული უნდა იქნას შემსყიდველის მისამართზე - ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ N12.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 5%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 18 (თვრამეტი) თვის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი), გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას.

2. საგარანტიო პერიოდის (18 თვე) განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება შემუშავებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

3. თუ საგარანტიო პერიოდში დაწყებული სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

4. საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ გამოცდილების არეალსა და საანგარიშო პერიოდში, არაუმეტეს 2 (ორი) ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული უნდა ჰქონდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურება დასრულებული პროექტების სახით, ჯამური ღირებულებით - არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ისა.

1.1. ანალოგიური გამოცდილების არეალი – საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 01.01.2013-დან ნამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს.

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადების მომსახურება.

4. საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.

ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

5. შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.მუხლის 4.1 ან/და 4.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.

6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

7. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი.

2. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლები.

4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

6. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იყოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან ბაზრის აღნიშნული სეგმენტი ხასიათდება მაღალი დონის კონკურენციით, ამასთან, მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

5.1.4 for a physical entit

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ინფორმაცია საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება
- სამართლებრივი ფორმა
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი
- მარეგისტრირებელი ორგანო
- იურიდიული მისამართი
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი; რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების სრულად გაწევის (დასრულების) ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე.
5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;
2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადებისა და პირობების შესაბამისად, ეტაპობრივად წარუდგენს შემსყიდველს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;
3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისას წარუდგინოს შემსყიდველს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულებისა და სხვა გადასახადების გათვალისწინებით);
4. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ყანდაშვილი, 595517976, levan.kandashvili@georoad.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru