Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #44050942)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 44050942
Дата публикации: 14-07-2023
Сумма контракта: 47 682


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014498
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.07.2023 13:28
Начало приема предложения 22.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 25.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 47`682.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45312100 - Монтажные работы по установке систем пожарной сигнализации
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 195.00 GEL
Размер гарантии 477 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eliso kharaishvili :: 14.07.2023 13:01
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 14.07.2023 13:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527249&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს, თბილისის ცენტრალური არქივის შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, სახანძრო სიგნალიზაციის სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციაზე დართული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
1.2.2. ხარჯთაღრიცხვებში გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
1.2.3. ხარჯთაღრიცხვის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) რედაქტირება დაუშვებელია.
1.2.4. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel-ის ფორმატში.

შენიშვნა:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან და დასრულდეს 60 (სამოცი) სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებელმა საბოლოო სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული დადებითი ინსპექტირების ანგარიში (საექსპერტო დასკვნა) უნდა წარმოადგინოს სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენენ სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართის სახით თან ერთვიან მას.
1.5.2 შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის საფუძველზე.
1.5.3 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა N2) წარუდგინოს შემსყიდველს.
1.5.4 საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.5.5 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით. მიმწოდებელი ვალდებულია სამონტაჟო სამუშაოები აწარმოოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირების მიერ მითითებების თანმიმდევრობით. სამუშაოების წარმოების პროცესში თუ მიმწოდებელმა დააზიანა შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო იგი ვალდებულია დაზიანება გამოასწოროს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.5.6 სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.5.7 სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.5.8 შესრულებული სამუშაოს ყოველი ნაწილის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის (მათ შორის შუალედური) სახით. მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის საფუძველზე.
1.5.9 შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამონტაჟო სამუშაოების სატენდერო ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება #55).
1.5.10.მიმწოდებელმა, სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს, ამ სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და წესების შესაბამისად, ასევე უნდა დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და არ შეაფერხოს შემსყიდველის სამუშაო პროცესი.
1.5.11.დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.
1.5.12. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზაქარიაძის ქუჩა №4, თბილისის ცენტრალური არქივის შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოებზე, საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს, მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს.
1.6.2. სამუშაოების დროს გამოყენებულ მასალებზე ქარხნული საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) წელს. საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
1.6.3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.4. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალების 1.6.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

ამ პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო ვადისა და პირობის თაობაზე ინფორმაცია, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი გამოცდილების არსებობის დასტურად, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი იქნება, იურიდიულ პირთან ან/და ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულებები, მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურები ან სასაქონლო ზედნადებები).
თუ პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური გამოცდილების დასტურად წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიშფაქტურები ან სასაქონლო ზედნადებები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო, მითითებულ უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი.
წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში ჯეროვნად შეასრულა აღებული ვალდებულებები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს დასამონტაჟებელი სისტემის მწარმოებელი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული პერსონალის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც განახორციელებენ სამონტაჟო სამუშაოებს.
2.4.1.2. ტექნიკურ დოკუმენტაცის სახით წარმოდგენილი უნდა იქნეს სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი პერსონალის სახელი, გვარი და სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მითითებით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.
2. განფასებული ხარჯთაღრიცხვები Exсel და PDF ფორმატში. (სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი).
3. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტი).
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტი).
5. პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შსაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა (მათ შორის შუალედური) და შემსყიდველის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე.
7.2.3. მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) ფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა #2-ის, შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის, დადებითი ინსპექტირების (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.
7.2. 4. მიმწოდებელმა საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თალიკო გიორგაძე, 599177706, talgiorgadze@archives.gov.ge ხოლო ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით – ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ილია ლომიძე, მობ.: 577 34 05 64. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.6 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.7 დაინტერესების შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru