Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #44050923)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 44050923
Дата публикации: 14-07-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230014514
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.07.2023 15:40
Начало приема предложения 23.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 26.07.2023 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 3`250.25 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50712000 - Ремонт и техническое обслуживание механического оборудования зданий
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტრებზე არსებული ალუმინის, მეტალო-პლასტმასის და შუშის კარ-ფანჯრების შეკეთება/რეგულირების სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 37.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha leverashvili :: 15.06.2023 13:37
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 14.07.2023 15:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=523663&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტრებზე არსებული ალუმინის, მეტალო-პლასტმასის და შუშის კარ-ფანჯრების შეკეთება/რეგულირების სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორცილდეს დანართ N1-ში (პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად.
1.2.2 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.3 შემსრულებელი ვალდებულია დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოს, ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) ჩამოთვლილი დეტალების გამოცვლა ან/და შესაბამისი რეგულირების სამუშაოების ჩატარება, გამოძახებიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში;
1.2.4 დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოძახებიდან არაუმეტეს 12 საათში, ობიექტზე უნდა გამოცხადდეს სპეციალისტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დეფექური აქტის შედგენა (დეფექტური აქტის შესადგენად საჭირო ხარჯების ანაზღაურება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა) და საჭიროების შემთხვევაში რეგულირების სამუშაოების ჩატარება;
1.2.5 მომსახურეობა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში და ახლომდებარე რაიონებში, არაუმეტეს 40კმ რადიუსში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტებზე, ასევე საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ქალაქში; ურთიერთ შეთანხმების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ობიექტებზეც;
1.2.6 კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები გულისხმობს ზომების აღებას, ვიტრაჟის, კარის და ფანჯრის დამზადებას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს კონსტრუქციის აწყობას, მონტაჟს და რეგულირებას. ანაზღაურება განხორციელდება დამონტაჟებული პროფილის, შემავსებელი მასალის და დამატებით საჭირო აქსესუარების ჯამური ღირებულებით (რეგულირების სამუშაოები დამატებით არ ანაზღაურდება);
1.2.7 მიმწოდებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც მეორადი სათადარიგო ნაწილის ღირებულება დადგინდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.8 სამუშაოების მსვლელობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
1.2.9 პრეისკურანტში ახალი პოზიციის დამატება მოხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება ჩაბარების აქტი) წარმოადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
1.2.11 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.2.12 მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოებისას დაუდევრობის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
1.2.13 შესყიდვის ღირებულება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად - კვირის ნებისმიერ დღეს, კერძოდ:

მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნიდან (ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან) 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ობიექტზე გამოცხადება, დეფექტური აქტის შედგენა და შემსყიდველისთვის წარდგენა.

მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეფექტურ აქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა.

ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების თარიღი ჩაითვლება შესასრულებელი დავალების გაცემის თარიღად.

მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, შემოწმების აქტი და ა.შ.) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარმოადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი:
ა) ქ. თბილისი და ახლომდებარე რაიონებში, არაუმეტეს 40კმ რადიუსში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტები;
ბ) ურთიერთ შეთანხმების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ობიექტები.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საგარანტიო ვადა (დანართი N1-ის თითოეული პოზიციისთვის): მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელი/შესაკეთებელი დეტალის ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეტყობინებიდან (წერილობითი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.

2.9.2 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

2.9.3 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.4 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

2.9.5 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ლევერაშვილი, 598979794, lashalevera13@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლოლა არსოშვილს ტელ: 595 88-96-48.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) (მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru