Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #44050919)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Abasha Municipality
Номер конкурса: 44050919
Дата публикации: 14-07-2023
Сумма контракта: 3 644


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014517
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.07.2023 16:03
Начало приема предложения 22.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.07.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 3`644.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80510000 - Услуги специального образования
  • 80570000 - Услуги по повышению личной профессиональной квалификации
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან მ/წლის 30 სექტემბრამდე, ეტაპობრივად (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად)
Дополнительная информация
აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 35.00 GEL
Размер гарантии 36 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino kutsia :: 29.06.2023 11:57
  • Последнее исправление: zviadi bokhua :: 14.07.2023 16:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525340&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურება გულისხმობს აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების დახვეწის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების ჩატარებას, მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებზე, რომელიც მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს (მოდულებს): 1) მოხელის მენეჯერული უნარები; 2) პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი.

1. საბაზისო სასწავლო პროგრამა №1 _ „მოხელის მენეჯერული უნარები“.

1.1. სასწავლო პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს და გაუღრმავოს: ა) ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; გ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ე) ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი; ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; თ) გუნდის განვითარების უნარი; ი) პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

1.2. სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:

თემა 1 _ სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება).
თემა 2 _ მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა.
თემა 3 _ გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე.
თემა 4 _ პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა.
თემა 5 _ საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.

1.3. სასწავლო აქტივობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 24 და არაუმეტეს 40 აკადემიური საათი, დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს.

2. საბაზისო სასწავლო პროგრამა №2 _ „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“.

2.1. კურსის მიზანია გაუღრმავოს მსმენელებს: ა) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ბ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; გ) გუნდური მუშაობის უნარი; დ) კომპლექსური აზროვნება; ე) დროის ეფექტიანი მართვა; ვ) ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; ზ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; თ) ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

2.2. სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:

თემა 1 _ ადმინისტრაციული წარმოება;
თემა 2 _ ეთიკა საჯარო სამსახურში;
თემა 3 _ პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
თემა 4 _ ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.

2.3. სასწავლო აქტივობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 16 და არაუმეტეს 24 აკადემიური საათი, დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს.

3. სატრენინგო კურსებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა შეადგენს 11(თერთმეტი) საჯარო მოხელეს.

4. სატრენინგო კურსები უნდა ჩატარდეს დისტანციური სწავლების მეთოდით, ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების (Zoom, Slack, Skype, Microsoft Teams, Facebook Workplace, რომელიმე ერთ-ერთი ან სხვ.) გამოყენებით, რომელიც უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებულმა.
5. სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. სწავლების ენა _ ქართული.
6. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მიზნით, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს ტესტირების პროცესის წარმართვა და ტესტების შედეგების მიწოდება.
7. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს მონაწილეთათვის პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა.
8. ტრენინგის პროცესის, ასევე, შედეგებისა და ტრენინგზე შესწავლილი უნარების ტრანსფერის შეფასების მიზნით, უნდა განხორციელდეს ტრენინგის შინაარსის მონაწილეთა რეალურ სამუშაო შინაარსთან კავშირის, ამასთან მონაწილეების მიერ რეალური სიტუაციის გამკლავებისათვის აუცილებელი გამოცდილების შეძენის უზრუნველყოფა. შეფასების მეთოდებიდან გამოყენებული უნდა იყოს: უკუკავშირის კითხვარი (ტრენინგის მონაწილეთა რეაქციები, რამდენად მოსწონთ პროგრამა, როგორია მათი შეფასება და ა.შ.).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად 2023 წლის 30 სექტემბრამდე.
1.4.2. გასაწევი მომსახურების თარიღისა და განრიგის დადგენა, მოხდება წინასწარ, მომსახურების დაწყებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატრენინგო მომსახურება უნდა განხორციელდეს დისტანციურად,ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების (Zoom, Slack, Skype, Microsoft Teams, Facebook Workplace, რომელიმე ერთ-ერთი ან სხვ.) გამოყენებით
1.5.2. სწავლების ონლაინ რეჟიმში ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე) განმავლობაში უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების შესრულების გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორის თანამშრომლებისათვის ტრენინგის ორგანიზების მიმართულებით. მომსახურების ჩამონათვალი და მათი ღირებულებები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის _ №2 დანართის სახით. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატრენინგო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ცნობა). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ) ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი _ ტრენერები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

• აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება;
• ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში ტრენერად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორის თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარების მიმართულებით.

ინფორმაცია პრეტენდეტის განკარგულებაში მყოფი ან მოსაწვევი ტრენერის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის (დანართი №3) სახით, საინფორმაციო ანკეტის (დანართი №4), უმაღლესი სასწავლებლის დიპლომების ასლების, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული სატრენინგო მომსახურების დამადასტურებელი ცნობა) ჩათვლით. ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტისა და სპეციალისტის/ტრენერის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს „მოხელის მენეჯერული უნარების“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაცია, რის დასტურად წარმოდგენილი უნდა იქნეს პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ამ შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ იქნება მოთხოვნილი. ვინაიდან, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითადი ხარჯები მოდის ინტელექტუალურ რესურსზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.
7.2.3. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ ანგარიშსწორება განხორციელდება ცალ-ცალკე, ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით.
7.2.4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მუნიციპალიტეტი აანაზღაურებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თანხას, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების შესაბამისად. გამომდინარე აქედან, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელი მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ბოხუა, 577604711, abasha_sheskidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით გარდა დღგ-სა.
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru