Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #44050773)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA<br />POLICE DEPARTMENT OF THE AUTONOMOUS REPUBLIC OF ADJARA
Номер конкурса: 44050773
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 186 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014369
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 18:23
Начало приема предложения 21.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 186`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალებების - (გოლფის ტიპის) ელექტროავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 750.00 GEL
Размер гарантии 1`864 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ia kavtaradze :: 12.07.2023 16:18
  • Последнее исправление: ia kavtaradze :: 12.07.2023 18:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526991&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების - გოლფის ტიპის ელექტროავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 საქონლის ტექნიკური პარამეტრები (ტექნიკური დავალება) იხილეთ ატვირთულ ფაილში:

1.2.1 ელექტროავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N1

1.2.2 შემოთავაზებული ელექტროავტომანქანა უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2022 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3 შესასყიდი ელექტროავტომანქანა უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ელექტროავტომანქანის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ელექტროავტომანქანისა და ელექტროავტომანქანის სერვისის/ნაწილის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ელექტროავტომანქანის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 20 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების და ელექტროავტომანქანის ფასის ერთობლიობით (შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის ფარგლებში თავდაპირველ ეტაპზე გაფორმდება მხოლოდ ელექტროავტომანქანის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - დანართი №2-ის ცხრილი №1-ში დაფიქსრებული საბოლოო ფასის შესაბამისად, ხოლო ელექტროავტომანქანის მიწოდებისა და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე მიმწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება გეგმიური სერვის-მომსახურების შესყიდვაზე (დანართი №2-ის ცხრილი №2-ში გეგმიური ფლობის ღირებულების შემადგენელი კომპონენტების გათვალისწინებით) - დანართი №2-ის ცხრილი №2-ში დაფიქსრებული პირობებისა და ტექ-მომსახურების გაწევის ტარიფების შესაბამისად).

1.2.5 სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც ელექტროავტომანქანის ღირებულება, ასევე 20 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც.

1.2.6 პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (ცვლის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) ის გეგმიური ფლობის კომპონენტები რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. 20 000 კმ-ზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე ორჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ერთჯერ.

1.2.9 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში. გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (სამუხრუჭე სითხე, გადაცემათა კოლოფის სითხე, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები);

1.2.11 მიმწოდებელი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებით გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ელექტროავტომანქანის მოწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.4.2 საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ელექტროავტომანქანების მიწოდების ადგილი ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N11ა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული ელექტროავტომანქანა იქნება ახალი, ხარისხიანი, ექსპლუატაციაში არ მყოფი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო უპასუხებს ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს;

1.7.1.2 მოწოდებელი ელექტროავტომანქანის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, სწორი ექსპლუატაციის ნორმების დაცვით შეადგენს არანაკლებ 1 (ერთი) წელს;

1.7.1.3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ელექტროავტომანქანაზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

1.7.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წუნდებული ან დეფექტის მქონე შესყიდვის ობიექტის შეცვლა 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

(მიმწოდებლისთვის მოთხოვნის გაგზავნა განხორციელდება სატელეფონო შეტყობინებითა და ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფებში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის და მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის და მარკა/მოდელის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500.000,00 (ხუთასი ათასი ლარი 00 თეთრი) ლარის ღირებულების მსგავსი/ანალოგიური (გოლფის ელექტროავტომობილები) საქონლის მიწოდების გამოცდილება. თუ გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონდებლობის შესაბამისად ან არ არის სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს მსგავსი/ანალოგიური (გოლფის ელექტროავტომობილები) საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების ასლები ან/და სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. მიბმული ფაილი: ინფორმაცია ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილების შესახებ დანართი N4

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი ქალაქ თბილისში, ასევე, უნდა გააჩნდეს სერვისცენტრი ქალაქ ბათუმში;

2.3.1.2 პრეტენდენტმა საგარანტიო მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ქალაქ ბათუმში, ხოლო საგარანტიო მომსახურება, რომელიც არ ხორცილდება ქ. ბათუმში პრეტენდენტი უფლებამოსილია განახორციელოს ქ. თბილისში, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს პრეტენდენტი.

2.3.1.3 პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებით, უზრუნველყოფს ტექნიკის ადგილზე შეკეთებას;

2.3.1.4 ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ტექსტის სახით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. ამავდროულად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიეტის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დისტრიბუტორი/დილერი) საქართველოში;

2.7.1.2 აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტი).

2.7.1.3 შემოთავაზებული ელექტროავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების (წარმოდგენილი დანართი №1-ით განსაზღვრული მონაცემები) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ურთიერთშესაბამისობის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ავტომანქანის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან ვებ-ბმული ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი).

2.9 other additional requirements

2.9.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს პროფილში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართის სახით.

2.9.2. პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.6. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
იხილეთ ინსტრუქცია: http://procurement.gov.ge

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი) ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ).

4.1.1.2 აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ტენდერით ხდება შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტისათვის ელექტროავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვა - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ელექტროავტომანქანების მიწოდების საბოლოო ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ია ქავთარაძე, 577593589, i.qavtaradze@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1.1. შევსებული დანართი №1 და დანართი №2, ამასთან ერთად, დანართი №2-ში მითითებული უნსდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია. დანართი №2-ის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარეშე წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

10.1.2. ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანის საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით - სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და კონკრეტული საგარანტიო პერიოდის აღნიშვნით;

10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი N4-ის შესაბამისად;

10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით (მიუთითეთ პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები) გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტი);

10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნტით (მიუთითეთ ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები) გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტი).

შენიშვნა: ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) უფლებამოსილი პირის მიერ.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru