Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44050746)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44050746
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 40 975


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014304
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 14:28
Начало приема предложения 22.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 25.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 40`975.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარულ თვეში
Дополнительная информация
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 410 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vladimer gabodze :: 11.07.2023 18:23
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 12.07.2023 14:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526835&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე - ჭაქვინჯის ციხე მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიხაშკარში, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მაღალ ბორცვზე (GPS კოორდინატები: N42 30.462 E42 00.786. სიმაღლე: 237 მ.). ჭაქვინჯის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1968-69 წლებში აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ აწარმოა პ. ზაქარაიას ხელმძღვანელობით. როგორც არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, ციხის ის ნაწილი, რომელიც დღემდე შემორჩენილია და მთის წვერზე დგას, ციტადელს წარმოადგენს, ხოლო ციხის დანარჩენი ნაწილი ვრცელდება ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით და გაშენებულია ცვალებად რელიეფზე. ციხის შიდა ტერიტორიაზე გამოვლენილია გვირაბი. ციტადელში, რომელიც მთის წვერზეა განლაგებული, ხუთი სამშენებლო ფენა ფიქსირდება - IV-V სს-ის (გალავნები და კოშკები). IX-XI სს-ის (პალატი), XIII-XIV სს-ის (ეკლესია), XV-XVI და XVII სს-ის (გალავნები და კოშკები).
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ციხის ციტადელში არქეოლოგიური გათხრები 2019 წლიდან განახლდა. 2019-2021 წლებში ჩატარებულმა სადაზვერვო და არქეოლოგიურმა სამუშაოებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო ციხის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
1. დაფიქსირდა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ახალი ნაგებობების ნაშთები და მათთან დაკავშირებული კულტურული ფენები;
2. ეკლესიის მიმდებარედ გამოვლინდა 6 ქრისტიანული სამარხი;
3. გამოვლინდა ადრეანტიკური ხანის კულტურული ფენა და კერამიკული ჭურჭლის მრავალფეროვანი ფრაგმენტები;
ციტადელის გარშემო ჩატარებული დაზვერვების დროს, მის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეს აიზომა გასულ საუკუნეში დაფიქსირებული გალავნებისა და სავარაუდო კოშკი-სასახლის ნაშთები, რომლებიც ჭაქვინჯის ციხის კომპლექსის ნაწილებს წარმოადგენდნენ, თუმცა მათი არქეოლოგიური შესწავლა დღემდე არ მომხდარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოები:

თხრილი N5
1. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 70 მეტრში, XX საუკუნის 60-იან წლებში გათხრილი გალავნების გაგრძელების გამოვლენის მიზნით გასაჭრელი თხრილის (ზომები: 5 მ. X 10 მ.) ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული საფარისაგან;
2. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 70 მეტრში, XX საუკუნის 60-იან წლებში გათხრილი გალავნების გაგრძელების გამოვლენის მიზნით გასაჭრელ თხრილზე ჰუმუსის მოხსნა (ზომები: 5 მ. X 10 მ. X 0,25 მ.);
3. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 70 მეტრში, XX საუკუნის 60-იან წლებში გათხრილი გალავნების გაგრძელების გამოვლენის მიზნით გაჭრილ თხრილზე არქეოლოგიური კვლევა ფართობი 5 მ. X 10 მ. (მიწის ფენის მოხსნა, კულტურული ფენისა და სავარაუდოდ, გამოვლენილი გალავნის პრეპარაცია და განათხარი მიწის გატანა);

თხრილი N6
4. ციტადელის დასავლეთით 100 მეტრში, ფერდობის ძირში გალავნების გამოვლენის მიზნით გასაჭრელი თხრილის (ზომები: 5 მ. X 10 მ.) ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული საფარისაგან;
5. ციტადელის დასავლეთით 100 მეტრში, ფერდობის ძირში გალავნების გამოვლენის მიზნით გასაჭრელ თხრილზე (ზომები: 5 მ. X 10 მ. X 0,25 მ.) ჰუმუსის მოხსნა;
6. ციტადელის დასავლეთით 100 მეტრში, ფერდობის ძირში გალავნების გამოვლენის მიზნით გაჭრილ თხრილზე არქეოლოგიური კვლევა ფართობი 5 მ. X 10 მ. (მიწის ფენის მოხსნა, კულტურული ფენისა და სავარაუდოდ, გამოვლენილი გალავნის პრეპარაცია და განათხარი მიწის გატანა);

თხრილი N7
7. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 230 მეტრში, მდგარი სადაზვერვო კოშკის (დონჟონის) ინტერიერში გასაჭრელი თხრილის (ზომები: 5 მ. X 10 მ.) ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული საფარისაგან;
8. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 230 მეტრში, მდგარი სადაზვერვო კოშკის (დონჟონის) ინტერიერში გასაჭრელ თხრილზე (ზომები: 5 მ. X 10 მ. X 0,25 მ.) ჰუმუსის მოხსნა;
9. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთით 230 მეტრში, მდგარი სადაზვერვო კოშკის (დონჟონის) ინტერიერში გაჭრილ თხრილზე არქეოლოგიური კვლევა. ფართობი 5 მ. X 10 მ. (მიწის ფენის მოხსნა, კულტურული ფენების პრეპარაცია და განათხარი მიწის გატანა);



სრულად ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით მიმაგრებულ ფაილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) - დამკვეთის, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმა.
მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru