Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #44050741)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "The National Centre for Educational Quality Enhancement"
Номер конкурса: 44050741
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 89 398


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014309
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 14:53
Начало приема предложения 21.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.07.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 89`398.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45312100 - Монтажные работы по установке систем пожарной сигнализации
  • 45316000 - Работы по установке систем освещения и сигнализации
  • 45350000 - Монтажные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქ. თბილისში, მ. ალექსიძის ქუჩა, II შესახვევი N2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა (ერთობლივი შესყიდვა)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 890.00 GEL
Размер гарантии 894 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tsitsino beridze :: 30.05.2023 14:28
  • Последнее исправление: tsitsino beridze :: 12.07.2023 14:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=521435&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი 4 (ოთხი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ) სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, მ. ალექსიძის ქუჩა, II შესახვევი N2-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის (სახანძრო სიგნალიზაცია, ავარიული განათება, გახმოვანების სისტემა) მოწყობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში, მ. ალექსიძის ქუჩა, II შესახვევი N2-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში სახაძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი, პროგრამირება და ექსპლუატაციაში გაშვება, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილი) და მწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნების და რეკომენდაციების დაცვით.
1.2.2. შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და საპროექტო მოცულობები მოცემულია ხარჯთაღრიცხვის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში (იხ. დანართი №1).
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში (ყოველ სამ თვეში ერთხელ) უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის გამართული მუშაობის შემოწმება/მონიტორინგი (სისტემის შერჩევითი შემოწმებით), რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.2.4. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
1.2.5. შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება (სამუშაო საათებში) შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.6. სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მათი მუდმივი ზედამხედველობით.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურად უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული ნარჩენების შეგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.9. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.10. სამუშაოების დასრულებისა და შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი პირებისათვის (არაუმეტეს 8 ადამიანი) დამონტაჟებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მუშაობის პრინციპისა და მართვის შესახებ სწავლების (ტრენინგი) განხორციელება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გარდა საგარანტიო პირობებით წარმოქმნილი ვალდებულებებისა) შესრულება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციისა და მისი დანართი დოკუმენტების მოთხოვნების სრული დაცვით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი, N2.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს:

-სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე არანაკლებ 2 (ორი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
-სხვა სამუშაოებზე (ავარიული განათებისა და გახმოვანების სისტემის მოწყობა, სარემონტო სამუშაოები) არანაკლებ 1 (ერთი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა)-ში შემოთავაზებულ საქონელზე (ხარჯთაღრიცხვაში მონიშნული პოზიციების შესაბამისად) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი ან/სასაქონლო ნიშანი და მოდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ დანართი №1 (ხარჯთაღრიცხვა)-ში არ იქნება მითითებული აღნიშნული ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

აუცილებელი მოთხოვნა:
შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის მიხედვით შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები უნდა იძებნებოდეს (ინტერნეტ წყაროების საშუალებით), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი ან/და data sheet ან/და ვებ-გვერდის მისამართი, რომელიც მკაფიოდ დაადასტურებს შესაბამისობას)

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს, ჯამურად არანაკლებ 89 000 (ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარის ღირებულების სახანძრო სიგნალიზაციის/სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის/მონტაჟის სამუშაოები (არ იგულიხმება ცეცხლმაქრების დამუხტვა/შეკეთება). პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული დოკუმენტი სამუშაოების შესრულების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში მიუთითოს შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

შენიშვნა: კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით/აქტებით ან/და მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით უნდა დგინდებოდეს სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისა და დამკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მიმწოდებლის მინიმუმ ერთ წარმომადგენელს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობილობა/დანადგარების მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა (სერტიფიკატი/ლიცენზია ან/და სხვ.), რითიც დასტურდება, რომ პირს გავლილი აქვს დასამონტაჟებელი დანადგარები/მოწყობილობების მოწყობა- დამონტაჟება-დაერთების ტრეინიგი და მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. სამუშაოების შესრულებისას მიმწოდებლის მიერ გამოსაყენებელი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც მითითებულია თანდართულ ფაილში (მოწყობილობების სტანდარტები). მასალათა შესაბამისობა/კლასი/მედეგობა/სერტიფიცირება და შესაბამისობა უნდა დადასტურდეს სერტიფიკატ(ებ)ით.


დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის (საგადასახადო ანგარიშფაქტურის) შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ციცინო ბერიძე, 577631498, tsitsino.beridze@eqe.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.2. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
10.3. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.4. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.6. თუ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“; ამასთანავე, ხარჯთაღრიცხვის ნებისმიერ პოზიციაზე გრაფის შეუვსებლობა ჩაითვლება როგორც ჩანაწერი „0“ და არ ანაზღაურდება შემსყიდველის მიერ;
10.7. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.9. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru