Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #44050709)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 44050709
Дата публикации: 12-07-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230014333
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 16:36
Начало приема предложения 18.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 20.07.2023 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 16`752.72 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაციული შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები (ტექნიკური დავალება და პრეისკურანტი)
Шаг снижения цены 168.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino zhorzholiani :: 06.07.2023 17:46
  • Последнее исправление: nino zhorzholiani :: 12.07.2023 16:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526262&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაციული შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შემსყიდველის ოფისი (ადმინისტრაციული შენობა) განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზირის N150-ში მდებარე შენობის, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე, საერთო ფართით 2 654,3 კვ.მ. შენობის ეზოში ფართით 700 კვ.მ. განთავსებულია გათბობა-გაგრილების სისტემები და დიზელ-გენერატორი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით (პრეისკურანტი) განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) მიხედვით. ამასთან, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ შემოთავაზებული საქონელი და გაწეული მომსახურება არ გამოავლენს დეფექტს (წუნი, ნაკლი) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში, ხოლო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში (შემსყიდველის მიერ ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში) დეფექტის (წუნი, ნაკლი) დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას აღნიშნული დეფექტი.

მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს შემსყიდველის წარმომადგენლის (უფლებამოსილი პირის) მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციით და/ან ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებიდან მომდევნო დღეს, ან შემსყიდველის წარმომადგენლის (უფლებამოსილი პირის) მიერ განსაზღვრულ დღეს, რაზედაც მიმწოდებელს 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე ეცნობება, შემსყიდველის წარმომადგენლის (უფლებამოსილი პირის) მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის და/ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში, მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს შემსყიდველის წარმომადგენლის (უფლებამოსილი პირის) მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციით მიღებული შეტყობინებიდან იმავე დღეს, უმოკლეს გონივრულ ვადაში.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტებში - შესაბამისად.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაციული შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული გამოძახების საფუძველზე, შემსყიდველის ოფისში (ადმინისტრაციული შენობა) დეფექტების აღწერა, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის (პრეისკურანტი) მიხედვით დეფექტური აქტის შედგენა, გასაწევი მომსახურების დაგეგმვისათვის და მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

მომსახურების გაწევის ადგილია შემსყიდველის ოფისი (ადმინისტრაციული შენობა) განთავსებული დავით აღმაშენებლის გამზირის N150-ში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის თავისებურების, სირთულის, მოცულობისა და სავარაუდო ღირებულების გათვალისწინებით და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

პრეტენდენტს 2018 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დანიშნულების შენობებისათვის (მაგ.: სამოქალაქო, საზოგადოებრივი, საწარმოო) მოწყობილობების შეკეთების და ტექნიკური მომსახურება. გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება, არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20,000.00 ლარს და მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შენობის ცენტრალური გათბობის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას; შენობის ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია და გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR) შესახებ.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს:
მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან მომსახურების გაწევაზე დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია დამკვეთისა და შემსრულებლის, შესყიდვის საგნის, გაწეული მომსახურების ღირებულებისა და მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღების მითითებით.

გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
ხელშეკრულებ(ებ)ით (ხელშეკრულების საგანი, ტექნიკური დავალება, ხარჯთაღრიცხვა) და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციით უნდა იყოს შესაძლებელი გამოცდილების შესახებ მოთხოვნების შესაბამისობის დადგენა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებთან.

გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება. ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

შენიშვნა:
1. სავალდებულოა პრეისკურანტის ზღვრული ფასების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ფასი" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიცირება შესყიდვის პროცედურიდან, ხოლო განუფასებელი პოზიციების შემთხვევაში (თუ კი განუფასებელი პოზიციების რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს) ჩაითვლება, რომ განუფასებელი პოზიციით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება უდრის ნულს.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ზღვრულ ფასებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, ძირითადი დროის დასრულებამდე, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით შეამცირებს წარმოდგენილი წინადადების ფასს, სხვაობა უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტით მოცემულ პოზიციებზე თანაბრად და ყველა პოზიციას დააკლდეს თანაბარი პროპორციით.
3. სავალდებულოა განფასებული დანართი N2-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა როგორც Excel-ის, ასევე PDF დოკუმენტის სახით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF დოკუმენტი სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
4. პრეისკურანტის ზღვრული ფასები და პრეისკურანტის სავარაუდო ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლისათვის გათვალისწინებულ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, შესაბამისად - სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებაში აღნიშნული მომსახურების სრულფასოვანი მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა:
1. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო სატენდერო წინადადების ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ, შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ან/და ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით), ან/და მიღება-ჩაბარების აქტებით, ან/და სხვა ისეთი დოკუმენტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შედგენილი, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ჟორჟოლიანი, 577627157, nzhorzholiani@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru