Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050657)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44050657
Дата публикации: 11-07-2023
Сумма контракта: 168 327


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014203
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.07.2023 16:18
Начало приема предложения 27.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 16:00
Предполагаемая цена закупки 168`327.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბოლნისის სიონის სამრეკლოს რესტავრაცია -კონსერვაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები (I ეტაპი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`600.00 GEL
Размер гарантии 1`683 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 23.06.2023 14:20
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 11.07.2023 16:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524778&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბოლნისის სიონის სამრეკლოს რესტავრაცია -კონსერვაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები (I ეტაპი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

 პრეამბულა

ბოლნისის სიონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისის ჩრდილოეთით საავტომობილო გზის პირას. ის მრავალმხრივი და მრავალფენოვანი ძეგლია ისტორიით, არქიტექტურით, რელიეფური კვეთილობით, კედლის მხატვრობით, ეპიგრაფიკული წარწერებით, არქეოლოგიით და სხვა. კომპლექსში დომინანტურ ნაგებობას წარმოადგენს ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით ნაშენი V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა; ნაგებობა გეგმაში წარმოადგენს – ერთიანი, ორქანობიანი სივრცის ქვეშ მოქცეულ სამ, გვერდი-გვერდ არსებულ ნავს და სამხრეთითა და ჩრდილოეთით დამატებულ ცალქანობიან სტოა - კარიბჭეებს. ჩრდილოეთ სტოა-კარიბჭეზე და ჩრდილოეთ ნავზე მიდგმულია, აღმოსავლეთიდან ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული, დარბაზული ტიპის სამლოცველო, შესასვლელით შიდა ჩრდილოეთი ნავიდან. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან არსებული სტოა-კარიბჭეები მოქცეულია ცალქანობიანი გადახურვის ქვეშ. ეზოში განთავსებულია სამრეკლო, ძველი გალავნის ნაშთები და ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აქ დაფუძნებული დედათა მონასტრისთვის საჭირო ნაგებობები. ამჟამად ტერიტორია შემოსაზღვრულია გვიან ამოყვანილი გალავნით.

ძეგლზე 2014 წელს მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები. 2018 წელს მოხდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებისა და სამრეკლოს რეაბილიტაციისთვის კვლევითი წინასაპროექტო სამუშაოების ჩატარება. 2020 წელს ჩატარდა ბოლნისის სიონის ტაძრის საინჟინრო კვლევა და დასავლეთ ნაწილის რეაბილიტაცია. დამატებით ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წელს, სპეციალისტების მიერ, შემუშავებული იქნა შესაბამისი საპროექტო („ბოლნისის სიონის ტაძრისა და სამრეკლოს რესტავრაცია -კონსერვაციისა და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“) დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე დაგეგმილია I ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რაც გულისხმობს სამრეკლოს რესტავრაცია -კონსერვაციასა და ეზოს კეთილმოწყობას.

 მიზანი და ძირითადი პირობები

სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
ძეგლის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

 პროექტით გათვალისწინებულია:

სამრეკლოს სრული რეაბილიტაცია
ინვენტარული ხარაჩოს მოწყობა-დაშლა სამრეკლოს მთელ პერიმეტრზე;
კრამიტის გადაწყობა;
შიდა კედლებისა და იატაკების რეაბილიტაცია;
კედლებზე (ფასადები, ინტერიერი) ქვებს შორის გამოქარული ნაკერების ამოვსება კირდუღაბით;
კარ-სარკმლების შეცვლა;
სამრეკლოსთან ახალი ქვის ბაქნის მოწყობა;
ფანჩატურში ასასვლელი ხის კიბის მოწყობა.

ტერიტორიის კეთილმოწყობა
ახლად გამოვლენილი ძველი გალავნის გასუფთავება მიწის საფარისგან, ქვის კედლების კონსერვაცია, აღდგენა, ბუტის შევსება;
ტერიტორიაზე მიწის ფენის მოხსნა არქეოლოგის ზედამხედველობით და არქეოლოგიური ანგარიშის წარმოება;
სადრენაჟო არხის მოწყობა;
საფეხმავლო ბილიკების მოწყობა;
ელ. სამონტაჟო სამუშაოები.

 ნორმატიული დოკუმენტები

მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

მიმწოდებელმა ტქნიკური დავალებით გათვალისიწნებული სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველჰყოფს გარემოს, ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და განადგურება.
 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის ალბომის სახით - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე (ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.

შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.

 სამუშაოთა საბოლოო მიღება

მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

 შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები

შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვე.

 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა

შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ბოლნისის სიონი

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 80 000 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, არქეოლოგი, ხითხურო, კირითხურო, ქვითხურო, სახურავთა ოსტატი (კრამიტის მოწყობის გამოცდილებით) და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.

დასაქმებულ პერსონალზე (არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, არქეოლოგი, ხითხურო, კირითხურო, ქვითხურო, სახურავთა ოსტატი) უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია 2016 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის ამსახველი ინფორმაცია (პროექტის/სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია - დანართის შესაბამისად).

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წაროდგენილი უნდა იყოს სერტიფიკატის სახით.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით (იხ. დანართი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს, 2023 წლის განმავლობაში 50 000 ლარის არაუმეტეს 30%-ის, ხოლო 2024 წლის განმავლობაში 118,327.00 ლარის არაუმეტეს 30%-ის, საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს 50,000.00 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტის მიწოდებას 2023 წლის 01 დეკემბრამდე, ვალდებულია წარმოადგინოს 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის 100%-ზე საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ასევე, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას 2024 წლის 01 დეკემბრამდე, ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის 100%-ზე საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით.

მიმწოდებლის მიერ ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს (გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი აღემატება საანგარიშო წლით ასანაზღაურებელ ღირებლებას).

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru