Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #44050633)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Economy and Finance of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 44050633
Дата публикации: 11-07-2023
Сумма контракта: 481 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014226
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.07.2023 17:01
Начало приема предложения 06.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 481`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი
Дополнительная информация
2023-2024-2025 წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოების, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე (ს/კ 23.14.36.697) თოვლსატკეპნი მანქანების ანგარის სამშენებლობლო სამუშაოების, „ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგებისათვის ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობის" ღონისძიების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე ქ/ს „გოდერძი 2“-დან (ს/კ 23.14.26.604) გოდერძის უღელტეხილზე 10/04 kV ს.ქ. -მდე (ს.კ.23.14.38.756), 10 kV ელექტრო გადამცემი ხაზის პროექტირება/მშენებლობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, ჭვანას ხეობაში, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ ფასების ცხრილი
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 4`818 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi abashidze :: 11.07.2023 09:47
  • Последнее исправление: giorgi abashidze :: 11.07.2023 17:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526684&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოების, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე (ს/კ 23.14.36.697) თოვლსატკეპნი მანქანების ანგარის სამშენებლობლო სამუშაოების, კურორტი გოდერძი - გოდერძის უღელტეხილის მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების და შუახევის მუნიციპალიტეტის, ჭვანას ხეობაში, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების (24.09.34.271) განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოების, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე (ს/კ 23.14.36.697) თოვლსატკეპნი მანქანების ანგარის სამშენებლობლო სამუშაოების, კურორტი გოდერძი - გოდერძის უღელტეხილის მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების და შუახევის მუნიციპალიტეტის, ჭვანას ხეობაში, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების (24.09.34.271) განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების ტექნიკური დავალება

1. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (მიმწოდებელმა), უნდა აწარმოოს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილ სტანდარტებსა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს.

3. აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას ყველა ობიექტზე ცალ-ცალკე ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის თაობაზე. უზრუნველყოს ტექნიკური ზედამხედველობის დაწყება, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველის შეტყობინებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2. უზრუნველყოს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე სამუშაოების განხორციელების პროცესის სათანადო ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, შეუსაბამობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შემსყიდველისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მშენებელს ან/და საპროექტოს განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.

3. წარუდგინოს პრეტენზიები მშენებელს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის. ამ მიზნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველმა შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები.

4. მშენებლობა-მოწყობის სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი ზედამხედველის მიერ უნდა განხორციელდეს იმის დასადგენად მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები პროექტის შესაბამისად გეგმა-გრაფიკის/ვადის მიხედვით. ზედამხედველი აკონტროლებს სამუშაოების შეფერხების ობიექტური და არა ობიექტური მიზეზის არსებობას. ამასთან, აკონტროლებს ლაბორატორიული გამოცდების შედეგების (საჭიროების შემთხვევაში თითოეული პროექტის გათვალისწინებით) დროულ მოწოდებას.
შეფერხების შემთხვევებში ზედამხედველი დაუყოვნებლივ აცნობებს შემსყიდველს, ზედამხედველი ვალდებულია დაესწროს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების პროცედურას (საჭიროების შემთხვევაში თითოეული პროექტის გათვალისწინებით). სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ხოლო მოცულობა ზუსტია. შენიშვნა: ხარისხი - პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობა.

5. სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების (ნაწილობრივ/მთლიანად) დასრულების შემდგომ მოამზადოს ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების საფუძველზე ინსპექტირების ანგარიში.

6. სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირებების/ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, საკითხების გადაწყვეტის მიზნით შეიტანოს წინადადებები შემსყიდველთან და დაუსაბუთოს შემსყიდველს სამშენებლო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების საჭიროება.

7. მიმწოდებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაში.

8. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს თავისი სპეციალისტების (ტექნიკური ზედამხედველების, ინსპექტორების) და/ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

9. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ჩაატაროს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია, დარჩენილ სამუშაოებზე მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა) და წარუდგინოს შემსყიდველს.

საზედამხედველო მომსახურება მოიცავს:

1. მშენებლობა-მოწყობის ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;

2. გამოყენებული მასალების მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;

3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;

4. მშენებლობა-მოწყობის სამუშაოების მწარმოებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების (საჭიროების შემთხვევაში თითოეული პროექტის გათვალისწინებით) და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;

5. ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტების დამოწმებას;

6. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და შესაბამისი ეტაპების დასრულების აქტების შედგენა-დადასტურება;

7. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2, ფორმა #3) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას. ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში მშენებლობის მიმდინარეობის თაობაზე და ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით) ფარგლებში შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად, ყველა პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

8. სამუშაოთა გრაფიკის/ვადის შესრულების კონტროლს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადებია:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტი, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე (ს/კ 23.14.36.697) თოვლსატკეპნი მანქანების ანგარის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2024 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი გოდერძი - გოდერძის უღელტეხილის მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

დ) შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭვანას ხეობა, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების (24.09.34.271) განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება - ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველსა და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმებით გაიზრდება სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა, იგივე ვადით გაიზრდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, რის თაობაზეც გაფორმდება შეთანხმება. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე ან მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილები:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტი, კურორტი გოდერძი, საკადასტრო კოდები: 23.14.36.742; 23.14.36.743; 23.14.36.744;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტი, გოდერძის უღელტეხილი, საკადასტრო კოდი: 23.14.36.697;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტი, კურორტი გოდერძი, ქ/ს „გოდერძი 2“-დან (ს/კ 23.14.26.604) გოდერძის უღელტეხილზე 10/04 kV ს.ქ. -მდე (ს.კ.23.14.38.756);

დ) შუახევის მუნიციპალიტეტი, ჭვანას ხეობა, სოფელი ხაბელაშვილები: 24.09.34.271.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მინიმალური მოთხოვნები პერსონალის მიმართ:

1) 1 (ერთი) პროექტის მენეჯერი
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

2) 1 (ერთი) ინჟინერ-მშენებელი
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

3) 1 (ერთი) ინჟინერი ელექტრომომარაგების დარგში
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

4) 1 (ერთი) ინჟინერი წყალმომარაგება-კანალიზაციის დარგში
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

5) 1 (ერთი) ინჟინერი სუსტი დენების დარგში
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

6) 1 (ერთი) საავტომობილო გზების ინჟინერი
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

6) 1 (ერთი) გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სპეციალისტი
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 7 (შვიდი) წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტმა თითოეულ სპეციალისტთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს:

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი);

• სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა;

• სპეციალისტების სამუშაო გამოცდილების ამსახველი (დამადასტურებელი) დოკუმენტაცია.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისაღებად მიჩნეული სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელექტრონული ტენდერით (აუქციონის გარეშე) დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს ინსპექტირების ორგანოს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისად და აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროებში:

- ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება (ამასთან, ინსპექტირების ობიექტი უნდა მოიცავდეს: სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, საავტომობილო გზების, ხიდების, ელექტროქსელებისა და სისტემების (1000ვ-მდე და 1000ვ-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელებისა და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელებისა და სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობა-ინსპექტირებას, ხოლო ინსპექტირების ტიპი და ზღვარი ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე უნდა მოიცავდეს: ობიექტის სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო სამუშაოების პროცესზე დასწრება/დაკვირვება და შესაბამისობის შეფასებას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან);

- ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით).

- პროექტის კონსტრუქციული ნაწილის (სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, საავტომობილო გზების) მოქმედ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

- პროექტის საინჟინრო ქსელების: ელ. მომარაგება 1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით, სუსტი დენების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება, ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა და მათი ტექნოლოგიური ნაწილების მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

ინსპექტირების ტიპი და ზღვარი (პროექტების შეფასება/ინსპექტირების ნაწილში) ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე უნდა მოიცავდეს: ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის, ობიექტის პროექტის ნაწილების შესაბამისობის დადგენას ტექნიკურ დავალებასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შეჩერებულია ან/და შემცირებულია ან/და გაუქმებულია აკრედიტაცია ზემოაღნიშნულ სფეროებში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.7.1.2. პრეტენდენტი შესაძლებელია იყოს OECD და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული პირი. ასეთ შემთხვევაში იგი რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ ინსპექტირების ორგანოდ, რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად.

იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ რეგისტრირებულ აკრედიტაციის სფეროში ნათლად არ იკვეთება 2.7.1.1. ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს OECD ან ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის მარეგისტრირებელი ორგანოდან ცნობა, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული, რომ პრეტენდენტის აკრედიტაცია მოიცავს 2.7.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებს (უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი):
1. სავალდებულოა განფასებული დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) წარმოდგენა Excel-ის დოკუმენტების სახით.
2. ფასების ცხრილის სავარაუდო ჯამური ღირებულება მოიცავს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით, შესაბამისად - სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე);

გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით (პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია;

დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით (ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია;

შენიშვნა:

1. პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტში.

2. ლიცენზიასთან, სტანდარტებთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტში.

3. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.9.2. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.3. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.4. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აკრედიტებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ამასთან, მომსახურების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი);

5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი);

5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ;

5.1.4.3 პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru