Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #44050586)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 44050586
Дата публикации: 11-07-2023
Сумма контракта: 112 252


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014152
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.07.2023 19:04
Начало приема предложения 27.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 112`252.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45340000 - Работы по установке ограждения, перил и защитных устройств
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრამდე.
Дополнительная информация
ა) ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხოციელების ფარგლებში, ფართობის შემოღობვის, გაწმენდისა და ნიადაგის აჩიჩქვნის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) წელი.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 561.00 GEL
Размер гарантии 1`123 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaur jioshvili :: 10.07.2023 09:38
  • Последнее исправление: irakli merebashvili :: 10.07.2023 19:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526521&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხოციელების ფარგლებში, ფართობის შემოღობვის, გაწმენდისა და ნიადაგის აჩიჩქვნის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.4 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების აღწერა და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით შემსყიდველისგან (გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური). შემსყიდველის წერილობითი დავალებით განისაზღვრება ღონისძიების განხორციელების ადგილი (სატყეო, კვარტალი, უბანი ან არასატყეო ფართობის შემთხვევაში მისამართი და საკადასტრო კოდი), ამ ტერიტორიაზე არსებული ტყის ზოგადი დახასიათება და განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობები (სავარაუდო ღობის სიგრძე, ეკალბარდებისაგან ფართობის გაწმენდის მოცულობა და მიწის სამუშაოების მოცულობა). სამუშაო ითვალისწინებს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.6 შემოღობვა უნდა განხორციელდეს დანართი-N2 - ესკიზების მიხედვით (ღობის/გადასასვლელი კიბის ესკიზები). ფართობის შემოღობვა უნდა განხორციელდეს მოთუთიებული ეკლიანი მავთულით (მავთულის კვეთა არანაკლებ 2,5 მმ-ის), აკაციის ბოძებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმეტეს 2,0მ. ბოძების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2,0 მ, ხოლო გრუნტში (მათ შორის კლდოვანი) ჩარჭობილი არანაკლებ 0,5 მ-ის სიღრმეზე, (ბოძის წვრილი მხარის დიამეტრი ქერქის გარეშე არანაკლებ 8 სმ) ბოძები უნდა იყოს გაქერქილი, ხოლო ბოძების დასობა უნდა განხორციელდეს მყარად. ეკლიანი მავთული უნდა აიკრას ბოძებზე 6 რიგად და დამაგრდეს ლურსმნით. რკინის ჭიშკარზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კლიტის დამაგრება. ბოქლომის სამაგრის/საკეტის დამაგრება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ მხარეს.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მოთხოვნილი მასალების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის თაობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე დასკვნა გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ობიექტზე მომუშავე პერსონალი შესაბამისი სპეც ტანსაცმლით. პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ხელსაწყოებით, ხელთათმანებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საინფორმაციო აბრაზე წარწერა განახორციელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ტექსტი შესაბამისად. აბრის განთავსება ფართობზე უნდა მოხდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას.
1.2.10 დანართი N2 - ესკიზი და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების მიწოდების ვადა – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრამდე.
მიწოდების ვადა შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად განისაზღვროს შემდეგნაირად:
15000 - ლარამდე ღირებულების მოცულობის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვადად განესაზღვროს არანაკლებ 18 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);
15000 – 25000 ლარამდე ღირებულების მოცულობის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვადად განესაზღვროს არანაკლებ 24 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);
25000 - ლარზე მეტი ღირებულების მოცულობის სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვადად განესაზღვროს არანაკლებ 30 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ფართობები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა/მოწყობის სამუშაოების ან/და ტყის (მწვანე ნარგავების) აღდგენის (მათ შორის დარგვის ან/და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის) სამუშაოების შესრულების გამოცდილება; აღნიშნული, შესაბამის დადასტურებულ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა)) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. (დანართი №3).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1 პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 1 მეტყევე-ინჟინერი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას მეტყევე-ინჟინრის კომპანიაში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სხვა) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მოთხოვნილი მასალების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის თაობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე დასკვნა გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2023 წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზაურ ჯიოშვილი, 577799666, z.jioshvili@tbilisi.gov.ge . ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი ბ-ნი ნიკოლოზ ბურდული, ტელეფონის ნომერი: 574 57 06 96.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი (არ ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის #1 და #3 დანართებზე) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.
3. მეტყევე-ინჟინრის კომპანიაში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სხვა) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru