Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050538)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice LEPL " Department of the General Courts of Georgia"
Номер конкурса: 44050538
Дата публикации: 10-07-2023
Сумма контракта: 131 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014126
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.07.2023 17:16
Начало приема предложения 27.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 131`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
გორის რაიონული სასამართლოს სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`310 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: goga chelidze :: 07.07.2023 14:34
  • Последнее исправление: goga chelidze :: 10.07.2023 17:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526391&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის რაიონული სასამართლოს სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა მოცემულია დეფექტურ აქტში.
ა) სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით,
ბ) მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი, უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გ) სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
დ)მიმწოდებელმა შენობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი ელ.მომარაგების უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესში, სასამართლოს პერსონალთან კოორდინაციაში, ავეჯის და ინვენტარის გადაადგილების უზრუნველყოფა
ე) სარემონტო სამუშაოების საათები და პერიოდი როგორც სამუშაო დღეებში ასევე უქმე და დასვენების დღეებში, შეთანხმდეს სასამართლოსთან.
ვ)სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
ზ) ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად.
თ) საჭიროების შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, სასამართლოს პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით.

! პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა, სადაც მითითებულია ნული.
! დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
! ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე, თუ შესრულების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, შესრულება გადაიწევს პირველივე სამუშაო დღეზე.

დრო, რომელიც ესაჭიროება შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორციელებლად არ ჩაითვლება სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს შემსყიდველი). ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02% ოდენობით. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი (ექსპერტიზა ჩატარებული უნდა იყოს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ). სამუშაო გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.გორი სერგო ჯორბენაძის ქუჩა №30

1.6 guarantee period for the works to be performed

საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ 3(სამი) წელს.

საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2019 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილ უნდა იქნას მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ობიექტის აღწერის, სამუშაოების დასრულების და ღირებულების აღნიშვნით ან/და ხელშეკრულებ(ებ)ი* და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2(ები) ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები).

შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს .

*შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების, სამუშაოს თავდაპირველი მოცულობისა და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ორი სახის ანგარიშსწორება - შუალედური და საბოლოო:

I. შუალედური ანაზღაურების შემთხვევაში:

1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2-(ებ)ის და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე წარმოდგენილი ფორმა N2-(ებ)ის ღირებულება არ უნდა იყოს ხელშეკრულების ღირებულების 40%-ზე ნაკლები.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% (უკვე გადახდილი თანხის ჩათვლით) მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე;

3. შესრულებული სამუშაოების (ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი) ჯამური ღირებულების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (ექპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი) დადებითი დასკვნის და მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.


ან II. საბოლოო ანაზღაურების შემთხვევაში:

1. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 90% მიმწოდებელს აუნაზღაურდება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და შესაბამისი შუალედური მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე;

2. შესრულებული სამუშაოების (ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი) ჯამური ღირებულების დარჩენილი ნაწილი მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის (ექპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს შემსყიდველი) დადებითი დასკვნის და მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოგა ჭელიძე, 555338847, gchelidze@court.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მიმწოდებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შემსყიდველის მიერ საპენსიო და გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის დადგენილი პროცენტი.
2. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე. დოკუმენტის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru