ტექნიკური დავალება
გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შავიზღვისპირეთის
ანაკლიის/განმუხურის კურორტზე, საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის
საზაფხულო ბანაკის მოწყობასთან დაკავშირებით სასტუმროს მომსახურება.
რომელიც გათვალისწინებულია 65 (სამოცდახუთ) მოსწავლეზე.
განსახორციელებელი მომსახურების აღწერა
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა
უზრუნველყოს მოსწავლეთა სასტუმროში დაბინავება, კვებით (საუზმე,
სადილი, ვახშამი) ასევე, საკონფერენციო დარბაზით მომსახურება.
სასტუმროში მოსწავლეთა მიღების დრო:
07.08.2023წ-ის 9:00 სთ-დან.
სასტუმროდან გამომგზავრების დრო:
12.08.2023წ-ის 14:00 სთ-მდე.
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის ვადა:
07.08.2023წ-დან 12.08.2023წ-ს ჩათვლით, ხანგრძლივობა: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
სასტუმროს მიმართ წაყენებული მოთხოვნები
სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1) მონაწილეები უნდა
განთავსდნენ ერთადგილიან და სამადგილიან ნომრებში. კონკრეტულად: 15
(თხუთმეტი) ადამიანი უნდა განთავსდეს ერთადგილიან ნომერებში, ხოლო 50
(ორმოცდაათი) ადამინი არაუმეტეს სამადგილიან ნომრებში; 2) სასტუმრო
ნომერში საწოლების რაოდენობა არ უნდა ქმნიდეს სივიწროვესა და
გადაადგილების პრობლემას ოთახში; 3) სასტუმროს ნომრები, სადაც
განთავსდებიან მოწვეული სტუმრები, აღჭურვილი უნდა იყოს სველი
წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, კონდიცირებით, 24 საათიანი ელექტრო
მომარაგებით და უკაბელო ინტერნეტ-კავშირით; 4) ნომრებში დაცული უნდა
იყოს სანიტარული ნორმები, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის
პირველადი ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, ტუალეტის ქაღალდი,
პირსახოცი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვ.). აგრეთვე, თეთრეულით; 5) ნომერი
უნდა დალაგდეს მინიმუმ დღეში ერთხელ; 6) სასტუმროს უნდა გააჩნდეს ღია ან
დახურული ტიპის აუზი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბანაკში
მონაწილეებისთვის.
საკონფერენციო დარბაზის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
მოწვეულმა პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს საკონფერენციო დარბაზის
მომსახურება, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დარბაზი უნდა
მდებარეობდეს ანაკლიის ან/და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში
(სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს ერთ სივრცეში) და
გათვლილი იყოს შეხვედრების, კონფერენციების, ტრეინინგ-სემინარებისა და
პრეზენტაციების ჩასატარებლად, არანაკლებ 65 ადამიანისთვის; ბ) დარბაზი
აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო კომფორტული ინვენტარით (სკამი, სამუშაო
მაგიდები და ა.შ.). ასევე, უახლესი აპარატურითა და უკაბელო
ინტერნეტ-კავშირით (პროექტორი, პროექტორის დაფა, ხმის გამაძლიერებელი
აპარატურით). ამასთან, უნდა იყოს კონდიცირებული.
კვებითი მომსახურება
ა) სასტუმროში გათავსებული ბანაკის მონაწილეები, ღონისძიების
მიმდინარეობის პერიოდში, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სამჯერადი
კვებით _ საუზმით, სადილითა და ვახშამით. კვებითი მომსახურება უნდა
განხორციელდეს ერთ სასტუმრო კომპლექსში;
ბ) სასტუმროს, კვებითი მომსახურების განხორციელებისათვის უნდა
გააჩნდეს აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობები (პერსონალისა და
ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით);
გ) კვებითი, მათ შორის, საბანკეტო მომსახურება (სასტუმრო და რესტორანი
უნდა იყოს ერთ სივრცეში) უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი მენიუს
შესაბამისად;
დ) რესტორანი უნდა იყოს კეთილმოწყობილი ინტერიერითა და ტექნიკურად
გამართული გარემოთი (განათება, ვენტილაცია), არანაკლებ 65 პერსონის
ტევადობის დარბაზით, გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალით; ე) კერძები
უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს
შესაბამისად. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ვიზუალურად
გაფორმებული, მიღებული სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი
ტემპერატურის დაცვით;
ვ) შემოთავაზებული საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება
და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებსა და ნორმებს;
ზ) დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება;
თ) დაუშვებელია გაყინული ხორც-პროდუქტებით საკვების მომზადება;
ი) საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური
მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და
ნორმებს, დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
მენიუ (65 პერსონაზე)
07.08.2023წ.
(პირველი დღე)
სადილი: 1. პური; 2. იმერული ყველი; 3. მჭადი; 4. კიტრი-პომიდვრის სალათი; 5.
ბადრიჯანი ნიგვზით; 6. ოლივიე; 7. კატლეტი; 8. პიურე; 9. ქათმის სუპი; 10. ხილის
კომპოტი; 11. ნატურალური მინერალური წყალი; 12. საწებელი; 13. ხილი.
ვახშამი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. მჭადი; 4. ყველი; 5. ხორციანი
ბლინი; 6. ქათამი შემწვარი; 7. გარნირი; 8. ხილის კომპოტი; 9. ნატურალური
მინერალური წყალი; 10. ჩაი; 11. ყავა; 12. ბოსტნეულის რაგუ.
08.08.23წ.
(მეორე დღე)
საუზმე: 1. ჩაი; 2. ყავა; 3. პური; 4. ყველი; 5. სოსისი; 6. ძეხვი; 7. მოხარშული კვერცხი;
8. არაჟანი ან ხაჭო; 9. ჯემი ან თაფლი; 10. ხლოპია; 11. რძე; 12. ვერმიშელის ფაფა; 13.
ბლინები.
სადილი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. ქათმის სალათი; 4. ბოსტნეულის
სუპი; 5. ქათმის მწვადი; 6. გარნირი; 7. საწებელი; 8. ტყემალი; 9. წვენი.
ვახშამი: 1. პური; 2. ყველი; 3. კრაბის სალათი; 4. კარტოფილი შემწვარი; 5.
კიტრი-პომიდვრის სალათი; 6. გუფთა; 7. ყველიანი მაკარონი; 8. საწებელი; 9.
ტყემალი; 10. კექსი.
09.08.23წ.
(მესამე დღე)
საუზმე: 1. ჩაი; 2. ყავა; 3. პური; 4. ყველი; 5. სოსისი; 6. ძეხვი; 7. ომლეტი; 8. არაჟანი ან
ხაჭო; 9. ჯემი ან თაფლი; 10. ხლოპია; 11. რძე; 12. ბრინჯის ფაფა; 13. მშრალი
ნამცხვრები.
სადილი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. ფხალი; 4. კომბოსტოს სალათი; 5.
ბორში; 6. წიწილა შემწვარი; 7. გარნირი; 8. საწებელი; 9. ტყემალი; 10. წვენი.
ვახშამი: 1. პური; 2. ყველი; 3. სტაფილოს სალათი; 4. კარტოფილი შემწვარი; 5.
კიტრი-პომიდვრის სალათი; 6. აჯაფსანდალი; 7. კატლეტი; 8. პიურე; 9. საწებელი; 10.
ტყემალი; 11. კექსი.
10.08.23წ.
(მეოთხე დღე)
საუზმე: 1. ჩაი; 2. ყავა; 3. პური; 4. ყველი; 5. სოსისი; 6. ძეხვი; 7. მოხარშული კვერცხი;
8. არაჟანი ან ხაჭო; 9. ჯემი ან თაფლი; 10. ხლოპია; 11. რძე; 12. მანის ფაფა; 13.
პეროგი.
სადილი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. ოლივიე; 4. ქათმის სალათი; 5.
ქათმის სუპი; 6. მოხარშული საქონლის ხორცი; 7. გარნირი; 8. საწებელი; 9.
ტყემალი; 10. წვენი.
ვახშამი: 1. პური; 2. ყველი; 3. მწვანე სალათი; 4. წითელი ფხალი; 5.
კიტრი-პომიდვრის სალათი; 6. ოჯახური; 7. ყველიანი მაკარონი; 8. საწებელი; 9.
ტყემალი; 10. კექსი.
11.08.2023წ.
(მეხუთე დღე)
საუზმე: 1. ჩაი; 2. ყავა; 3. პური; 4. ყველი; 5. სოსისი; 6. ძეხვი; 7. ომლეტი; 8. არაჟანი ან
ხაჭო; 9. ჯემი ან თაფლი; 10. ხლოპია; 11. რძე; 12. ბრინჯის ფაფა; 13. მშრალი
ნამცხვრები
სადილი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. ბადრიჯანი ნიგვზით; 4.
კომბოსტოს სალათი; 5. სუფ ხარჩო; 6. ქათმის სტეიკი; 7. გარნირი; 8. საწებელი; 9.
ტყემალი; 10. წვენი.
ვახშამი: 1. პური; 2. ყველი; 3. ოლივიე; 4. ფხალი; 5. კიტრი-პომიდვრის სალათი; 6.
გუფთა; 7. კარტოფილი მექსიკურად; 8. საწებელი; 9. ტყემალი; 10. პეროგი.
12.08.23წ.
(მეექვსე დღე)
საუზმე: 1. ჩაი; 2. ყავა; 3. პური; 4. ყველი; 5. სოსისი; 6. ძეხვი; 7. მოხარშული კვერცხი;
8. არაჟანი ან ხაჭო; 9. ჯემი ან თაფლი; 10. ხლოპია; 11. რძე; 12. ვერმიშელის ფაფა; 13.
ბლინები.
სადილი: 1. პური; 2. კიტრი-პომიდვრის სალათი; 3. ქათმის სალათი; 4. კიტრი
პომიდორი სალათი; 5. ბოსტნეულის სუპი; 6. ქათმის მწვადი; 7. გარნირი; 8.
საწებელი; 9. ტყემალი; 10. წვენი,
სხვა დამატებითი ინფორმაცია
შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო
დოკუმენტაციაში მოცემული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და
შესაბამისად სახელშეკრულებო ღირებულების სრული ანაზღაურება
(შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდება ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების მიხედვით).
(ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც გასაფორმებელი
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი).