შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს რომელიმე მთის კურორტზე,
ბავშვთა საზაფხულო ბანაკის მოწყობისთვის, სასტუმრო და თანმდევი
მომსახურების შესყიდვა. (ბანაკის მონაწილეებს შეარჩევს „
შემსყიდველი“).
„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს
1.ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების წარმატებული
მოსწავლეებისათვის (სულ 135 პერსონა) სასტუმროს მომსახურება,
საქართველოს რომელიმე მთის კურორტზე.
2. სასტუმრო მომსახურება უნდა განხორციელდეს 135 პერსონაზე, სამ ნაკადად.
თითოეულ ნაკადში იქნება 45 ახალგაზრდა. (პირველი ნაკადი: 2023 წლის 1
აგვისტოდან 2023 წლის 6 აგვისტომდე, მეორე ნაკადი 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023
წლის 11 აგვისტომდე, მესამე ნაკადი 2023 წლის 11 აგვისტოდან 16 აგვისტომდე).
3. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 21 ორადგილიანი და 4 ერთადგილიანი ნომერი
4. როგორც სასტუმროში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუფერხებლად
უნდა მუშაობდეს WI-FI ინტერნეტი;
5. ყველა ოთახში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი
წყალი (24 საათი) და კონდენციონერი.
6. ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, ნომრებში უნდა იყოს
შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური საშუალებები (საპონი,
შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი), თეთრეული.
7. სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები
(საევაკუაციო გეგმა, ცეცხლმაქრი) და ასევე დაცული უნდა იყოს
უსაფრთხოების ზომები.
10. სასტუმროს უნდა ყავდეს ექიმი .
11. სასტუმროში ან მის მიმდებარედ უნდა იყოს საკონფერენციო დარბაზი,
მინიმუმ 45 მონაწილეზე გათვლილი, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს
შესაბამისი რაოდენობის სკამებით, სამუშაო მაგიდებით, 4 სამუშაო
დაფით,დაფის მარკერებით 6 ც რამდენიმე ფერის; 2 შეკვრა A4 ფორმატის საბეჭდი
ფურცლები, ქაღალდის მარკერი 20 ცალირამდენიმე ფერის, საწერი კალმები 30
ცალი ლეპტოპით, პროექტორით, პროექტორის ეკრანით, გახმოვანების
აპარატურით 3 კვტ და მუსიკალური ცენტრით.
12. სასურველია სასტუმროში იყოს ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის
მაგიდები, ხოლო აუცილებელია სასტუმროს ჰქონდეს 2 ც ჭადრაკი, 2 ც შაში, 1 ც
დომინო; 2 ფრენბურთის და 2 ფეხბურთის ბურთი. 1 ფრენბურთის ბადე და
მოედანი.
13. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს კვებითი მომსახურება, მენიუს
შესაბამისად და ასევე შემაჯამებელი საღამოსათვის, თითოეული
ნაკადისთვის სადღესასწაულო ტორტით (3 ცალი, სეზონური ხილით და მოხარშული
კრემით, სულ 50 ნაჭრიანი (თითო ნაჭერი 150 გრ.), ფოეირვერკით (4 ცალი)
უზრუნველყოფა.
14. კვების მენიუ:
საუზმე:
ყავა/ ჩაი, რძე, ნატურალური ხილის წვენი, კარაქი, ყველი, არაჟანი,თაფლი,
ხილის ჯემი, სოსისი ან ძეხვი- ორი სახეობის(შებოლილი, მოხარშული)
გარნირით, მდოგვი, ტყემლის საწებელი, კვერცხი, (შემწვარი ან მოხარშული)
ფუნთუშა, პური (უნდა იყოს ახალი).
სადილი:
Iკერძი
წვნიანი: სუპი ბოსტნეულით/ ქათმის ხორცით/ საქონლის ხორცით,/კრემ- სუპი.
IIკერძი
ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, ბოსტნეულის სალათა 2 სახეობის, აჯაფსანდალი,
კატლეტი ან ქაბაბი ან ჩახოხბილი ან შემწვარი თევზი ან შემწვარი ქათამი -
გარნირით: კარტოფილი (შემწვარი, პიურე) წიწიბურა ან ბრინჯი. პური (უნდა
იყოს ახალი), ტყემლის საწებელი.
ხილი: საზამთრო, ატამი, ნესვი, ვაშლი.
სასმელი: წყალი, კომპოტი.
ვახშამი:
ჩაი, ახალი ხილის კომპოტი, მაწონი, ყველი, თაფლი, კარაქი, უკრემო
ნამცხვარი,
ქათმის სალათი, ბოსტნეულის სალათი ოჯახური, ,მაკარონი ხორცით/ყველით ან
პელმენი ხორცით, ყველით . ღვეზელი(კარტოფილი, საქონლის ხორცის,
ყველით/პიცა. პური (უნდა იყოს ახალი).
15. აღნიშნული კვების მენიუ წარმოადგენს (5 ღამის-6 დღის) კვების ჯამურ
რაოდენობას და მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის
მიერ მოთხოვნილი კონკრეტული მენიუს (დასახელება და რაოდენობა )
შესაბამისად საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადება.
16. ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები -
შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული.
17. მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: შაქარი, მარილი, ხელსახოცი და სხვა.
18. საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური
მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და
ნორმებს.
დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
19. ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ
მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით
არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის
გამოყენება.
20. ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, მენიუს შესაბამისად.
21. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება, შემდეგი
მარშუტით: ქუთაისის ცენტრალური მოდნიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან
ქუთაისის ცენტრალურ მოედნამდე, შემდეგ თარიღებში: 2023 წლის 1 აგვისტო, 2023
წლის 6 აგვისტო და 2023 წლის 11 აგვისტო, 2023 წლის 16 აგვისტო.
22. წვის სისტემა: ქარხნული.
23. ტრანსპორტი (ავტობუსი ან/და მიკროავტობუსი) აღჭურვილი უნდა იყოს
მაღალი და რბილი სავარძლებით, გათბობითა და კონდიცირების სისტემით.
24. მომსახურების გაწევის პროცესში ავტოსატრანპორტო საშუალება უნდა
იყოს ტექნიკურად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში.
25. პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის
შესახებ ეკისრება „მიმწოდებელს“
26. „მიმწოდებელი“ ვალდებულია სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებული
მონაწილეებისათვის უზრუნველყოს 15 მედლის (მათ შორის, 5 მედალი I ადგილზე
გასულისთვის, 5 მედალი II ადგილზე გასულისთვის და 5 მედალი III ადგილზე
გასულისთვის, მედლები უნდა იყოს განსხვავებული დიზაინით, ოქროსფერი,
ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი), 5 თასის მიწოდება: (3 სპორტული და 2
ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულთათვის,დიზაინი შეთანხმდეს
შემსყიდველთან, თასის სიმაღლე არანაკლებ 40 სმ, მეტალის, ხის სადგარზე).
(აღნიშნულ აქტივობებს უზრუნველყოფს შემსყიდველი)
27. „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას ადგილზე შეამოწმოს „მიმწოდებლი“-ს
მიერ შეთავაზებული პირობები.
28. ახალგაზრდების აქტივობების გრაფიკს განსაზღვრავს „შემსყიდველი“,
რომელსაც წინასწარ აცნობებს „მიმწოდებელს“. გრაფიკის ცვლილების
უფლება გააჩნია მხოლოდ „შემსყიდველს“.
29. შემსყიდველი იტოვებს უფლებას შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც
პერიოდულად განახორციელებს არსებული მდომარეობის (კვების,
საცხოვრებელი პირობების, შემეცნებითი ღონისძიებების) კონტროლს.