Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области строительства (Грузия - Тендер #44050436)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Land Transport Agency
Номер конкурса: 44050436
Дата публикации: 07-07-2023
Сумма контракта: 59 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014044
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.07.2023 17:12
Начало приема предложения 15.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 59`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71500000-Услуги в области строительства
Коды классификатора
  • 71520000 - Услуги по надзору за строительством
Срок подачи სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 460 კალენდარული დღე
Дополнительная информация
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგიონული განყოფილების შენობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 595 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha papelishvili :: 04.07.2023 15:33
  • Последнее исправление: teona jalabadze :: 07.07.2023 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525901&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგიონული განყოფილების შენობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი:
1.1. შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლი;
1.2. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ნაკლოვანებებისა და დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება და ამ მიზნით შემსყიდველთან საკითხის დაყენება;
1.3. მშენებლის მიერ მასალებისა და მოწყობილობების ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემთხვევაში მათი მახასიათებლების შესაბამისობის კონტროლი ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტებთან;
1.4. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების შედარება, განფასებული მოცულობების ერთეულის ფასების შედარება მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან და მათი შემდგომ დამოწმება სამშენებლო კომპანიის მიერ შუალედური/საბოლოო სამუშაოების დოკუმენტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში;
1.5. პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველ მხარეზე არგუმენტირებული წინადადებების წარდგენა;
1.6. სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შემსყიდველისათვის;
1.7. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების კონტროლი;
1.8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, საზედამხედველო განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
1.9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მშენებლობის მიმდინარე ანგარიშის წარდგენა;
1.10. სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის მიზნით სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური ზედამხედველობის განხორციელება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 460 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. მიმწოდებელმა საზედამხედველო მომსახურეობის დაწყება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შეტყობინების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
3. თუ სამშენებლო სამუშაოები ვერ დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 460 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე ხელშეკრულების საერთო ღირებულების ცვლილების გარეშე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი საკადასტრო კოდი: 29.12.38.900

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში „წინადადების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში ფაქტობრივად უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებულ ანალოგიური ხასიათის და შინაარსის შესაბამისი საზედამხედველო მოსახურების გაწევის გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების სამუშაოებზე.
2. ანალოგიური ხასიათის და შინაარსის სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება მოიცავს: შენობა/ნაგებობის სამშენებლო/სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას.
3. შენობა/ნაგებობის მცნებაში მოიაზრება სამრეწველო ან/და ადმინისტრაციული ან/და კომერციული ან/და საოფისე ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა/ნაგებობები.
4. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელი იქნება პრეტენდენტის საზედამხედველო ობიექტ(ებ)ის სამუშაოების და ღირებულებების იდენტიფიცირება).
5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, დადებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა აუცილებელი არ არის. საკმარისია დანართში მიეთითოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.
6. უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის ან სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტები უნდა იყოს სათანადო წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
7. პრეტენდენტმა ინფორმაცია გამოცდილების შესახებ უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციული ცხრილის დანართი N2-ს სახით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, სსტ ისო/იეკ 17020: 2012/2013-ს შესაბამისად.
2. აკრედიტაციის სფერო უნდა მოიცავდეს:
2.1. ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ს მიხედვით).
2.2. ობიექტის (სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე) სუსტი დენების, გათბობა ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება.
3. აკრედიტაციის სფეროში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის თაობაზე.
4. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტარქტორთან ერთად ფარავდეს მოთხოვნილ აკრედიტაციის სფეროებს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია, მისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და ასევე წერილობითი თანხმობა ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობაზე ან/და უკვე არსებული ხელშეკრულებები (მონაწილე პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის), წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებაში.
2. ქვეკონტრაქტორი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, იმ სფერო(ებ)ში, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იქნება ქვეკონტრაქტით.
3. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში - „შავი სია“.
4. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ ტენდერში არ მოითხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის მომსახურების შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ზე ნაკლებ ფასად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით წესით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებულ სამუშაოებზე ზედამხედველის მიერ დამოწმებული ფორმა N2-ს გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
3. ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტული ოდენობით, რომელიც პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება წინამდებარე ტენდერის დანართი N1-ს (ფასების ცხრილი) შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ჯალაბაძე, 555100960, tjalabadze@lta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
1.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ს შესაბამისად;
1.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
1.3. აკრედიტაციის მოწმობა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
3. პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტ(ებ)ი, რომელ(ებ)იც შემდგომ აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში საჭიროებს საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ, (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
8. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
9. პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ფასი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უცხო ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru