Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #44050412)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 44050412
Дата публикации: 07-07-2023
Сумма контракта: 24 921


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014059
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.07.2023 17:56
Начало приема предложения 15.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 24`921.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55120000 - Встречи и конференции в отелях
  • 55130000 - Другие гостиничные услуги
Срок подачи 2023 წლის 12 აგვისტო
Дополнительная информация
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველი ახალგაზრდული კონგრესისათვის სასტუმროში საკონფერენციო სივრცითა და კვებით უზრუნველყოფა ქ. ბათუმში.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 249 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio gavashelishvili :: 06.07.2023 12:46
  • Последнее исправление: sopio gavashelishvili :: 07.07.2023 17:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526176&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველი ახალგაზრდული კონგრესისათვის, სასტუმროში საკონფერენციო სივრცითა და კვებით უზრუნველყოფის შესყიდვა, ქ. ბათუმში.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან თანამშრომლობით გეგმავს ახალგაზრდული კონგრესის ჩატარებას მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. კონგრესი მიზნად ისახავს ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების გაერთიანებას ერთ სამუშაო სივრცეში, ინფორმაციის გენერირებას და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობას. აღნიშნული ღონისძიება თანხვედრაშია „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ისა“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის N606 დადგენილების მიზნებთან. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყნის პოლიტიკა ახალგაზრდებთან მიმართებაში - არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში ჩაერთვება 400-ზე მეტი მონაწილე.

აღნიშნული კონგრესის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) კონგრესის ფარგლებში, მაღალი კლასის ქსელურ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში საკონფერენციო სივრცით უზრუნველყოფა, ჯამში 5 საათით.

• სასტუმრო განთავსებული უნდა იყოს ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა ზოლში. სასტუმროს აუცილებელად უნდა გააჩნდეს: საკონფერენციო დარბაზი მინიმუმ 400 ადამიანზე, მოსასვენებელი სივრცე, ყავის შესვენების უზრუნველსაყოფად 400 ადამიანზე;

• აღნიშნული სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო მასალით-პროექტორი, ეკრანი, ორი ერთეული უკაბელო მიკროფონი, გაგრილების და გახმოვანების სისტემა, აგრეთვე უნდა იყოს წვდომა მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტთან. სკამების განლაგება- თეატრალური ჯამში 400 ადამიანზე, ხოლო პრეზენტაციის მიმდინარეობისას მომხსენებლებისათვის უზრუნვეყოფილი უნდა იყოს ტრიბუნა;

ბ) კონგრესის დასრულებისას იმავე სასტუმროში საკონფერენციო დარბაზთან არსებულ მოსასვენებელ სივრცეში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყავის შესვენების ორგანიზება ჯამში 400 ადამიანზე.

ყავის შესვენების მენიუ უნდა მოიცავდეს:
რამდენიმე სახის სტარტერს;
წვენის ნაირსახეობას;
ყავისა და ჩაის ნაირსახეობას;
წყაროს და არომატიზირებული წყალის ნაირსახეობას;
ყავის შესვენების საბოლოო მენიუ შეთახმებულ უნდა იქნას წინასწარ შემსყიდველთან (მენიუ იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთულ ფაილში).

2. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. სატენდერო კომისიის მიერ წინამდებარე ტექნიკური დავალების 1.17 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ პრეტენდენტის მიერ წინადადებების წარდგენის ან შერჩევა-შეფასების (დაზუსტების) ეტაპზე წარმოდგენილი ვიზუალური მასალა (ფოტოები) შეუსაბამობაშია არსებულ რეალობასთან, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტების გარეშე.

4.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს უშუალოდ სასტუმროს, სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა, მან, სატენდერო წინადადების წარდგენისას, წინადადების წარმოდგენის ეტაპზევე, სისტემაში უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტების გარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2023 წლის 12 აგვისტო.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად. მომსახურების გაწევის ადგილი ქ. ბათუმი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 40 000.00 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ანალოგიურ მომსახურებად განიხილება საკონფერენციო სივრცითა ან/და კვებით უზრუნველყოფა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესახებ, სასტუმროს ზუსტი ფაქტობრივი მისამართი.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასტუმროს ვიზუალური მასალა, კერძოდ- საკონფერენციო და კვებისთვის განკუთვნილი სივრცის.

3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს უშუალოდ სასტუმროს, სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, უშუალოდ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გაცნობილია ტექნიკური დავალების პირობებს და მზად არის გასწიოს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით.

წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2/შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ.



პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, მომსახურების სრულად გაწევის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო გავაშელიშვილი, 579221011, sopho.gavashelishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

07-07-2023 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

07-07-2023 Топливо .

07-07-2023 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

07-07-2023 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

07-07-2023 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

07-07-2023 Кабели, провода и связанные с ними изделия .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru