Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44050393)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 44050393
Дата публикации: 06-07-2023
Сумма контракта: 144 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013970
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.07.2023 18:18
Начало приема предложения 16.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 19.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 144`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 (ას ორმოცდაათი) დღე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 1`440 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: givi janibegashvili :: 27.06.2023 13:16
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 06.07.2023 18:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=525066&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს დუშეთის რეგიონული არქივის ახალი შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა-მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

იხილეთ ტექნიკური დავალება დანართი N1-ში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესასყიდი მომსახურების, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა/მიწოდების, ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 (ას ორმოცდაათი) დღეს. აღნიშნულ ვადაში პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის (წარმოდგენილი უნდა იქნეს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ მომზადებული დადებითი ინსპექტირების ანგარიშის (საექსპერტო დასკვნა) წარმოდგენა შემდეგზე: საინჟინრო-გეოლოგიურ, კონსტრუქციულ, არქიტექტურული, ელექტრო, სუსტი დენების, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ხანძრის დეტექციისა და ავტომატური ხანძარქრობის პროექტებზე და ხარჯთაღრიცხვაზე. ინსპექტირების ანგარიშში (საექსპერტო დასკვნა) მითითებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორექტირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ხარჯი მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს მის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. დასაპროექტებელი ტერიტორიის მისამართი: დუშეთი, სამხედრო ქალაქი N3, საკადასტრო კოდი: 71.51.10.956.
1.5.2. შესასყიდი მომსახურების შედეგად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (მ/შ ნახაზები, პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები) წარმოდგენილი უნდა იყოს 3 ეგზემპლარად - A3 ფორმატის ნაბეჭდი მასალის (ალბომის) სახით, ასევე ელექტრონულად - CD დისკზე ჩაწერილი, pdf და dwg ფაილების სახით.
1.5.3. გაწეული მომსახურების შედეგად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მატერიალური სახით მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ადმინისტრაციული შენობა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ინსპექტირების შედეგად ან მომსახურების გაწევისას ან შესასყიდი მომსახურების შედეგად მიღებული პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი ხარვეზის/წუნის აღმოფხვრა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან და შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში.
1.7.1.2.საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს პროექტში შემსყიდველის მიერ მითითებული ცვლილებების შეტანა, თუ ამ ცვლილებებით სამშენებლო სამუშაოების ღირებულება არ აღემატება თავდაპირევლი პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 10%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის აუცილებლობისას, ექპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას განახორციელებს შემსყიდველი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2019 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს მსგავსი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდიელბა, რომელიც აუცილებლად უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: არქიტექტურა, კონსტრუქცია, ელექტროობა, სახანძრო სიგნალიზაცია და ინერტული აირებით ავტომატური ხანძარქრობა, კომპიუტერული ქსელი, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია. წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და თითოეული დაპროექტებული ფართის რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1000კვ.მ. გამოცდილების არსებობის დასტურად წარმოდგენილი უნდა იქნეს, ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები ან/და დამკვეთის წერილობითი დასტური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებაზე), რომლითაც დასტურდება წარმოდგენილი გამოცდილების არსებობა და შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულებით/ებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
2.2.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის მოთხოვენის დაცვით წარმოდგენილი ანალოგიური პროექტიდან/ებიდან პრეტენდენტს, გარდა ავტომატური ხანძარქრობის სისტემისა, უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი შესრულებული პროექტი, (იგულისხმება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, პრეტენდენტის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად). აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილი უნდა იქნეს დამკვეთის წერილობითი დასტური პრეტენდენტის მიერ შესრულებული პროექტის/ების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების თაობაზე და შესაბამისი ფოტო-მასალა.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი.

2.9 other additional requirements

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილ ნაწარმოებზე (კერძოდ, პროექტზე) ქონებრივი საავტორო, ასევე მისგან გამომდინარე უფლებები ეკუთვნის შემსყიდველს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან, შესყიდვის ობიქტი წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურებას, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შეუძლებელია, რადგანაც ინტელექტალური შრომის შეფასების დასაბუთება სუბიექტურია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონდე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა არ მოითხოვება (,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-ის წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება. მიმწოდებელმა საავანსო საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
7.1.2. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტიის საფუძველზე თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გარანტიის გამცემი დაწესებულების მიმართ არ წარმოეშვება რაიმე სახის დასაბუთების დამატებითი ვალდებულება (აღნიშნული არ შეიძლება გახდეს გარანტიის გამცემი დაწესებულების მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით უარის თქმის მიზეზი).
7.1.3. წინასწარ გადახდილი თანხის გათავისუფლება მოხდება შესასყიდი მომსახურების გაწევის დადასტურების შემდეგ. შესასყიდი მომსახურების გაწევა დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარება აქტის საფუძველზე. მიღება- ჩაბარების აქტი გაფორმდება მიმწოდებლის მიერ საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მომზადებული დადებითი ინსპექტირების ანგარიშისა (ექსპერტიზის დასკვნა) და შემსყიდველის ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-ის წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს შესასყიდი მომსახურების მიწოდების ვადას. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის გარანტიის ოდენობა ნახევრდება. მიმწოდებელმა საავანსო გარანტია უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 7.1 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გივი ჯანიბეგაშვილი, 595151482, gjanibegashvili@archives.gov.ge , ხოლო ტექნიკური კითხვების არსებობის შემთხვევაში – ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ილია ლომიძე, ტელ.: (+995) 551 08 77 42

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.6 გამარჯვებული პრეტენდენტისგამოვლენისთანავე სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით .პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი გათავისუფლებულია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენისაგან.
10.1.7 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.8 პრეტენდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოების საპროცენტო განაკვეთი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru