ტექნიკური დავალება:
1.2.1 გასაწევი მომსახურების აღწერა:
ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის რეკონსტრუქციის სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება:
1) უნდა მოხდეს ბათუმის ბულვარში არსებული ბეტონის ფილებით მოწყობილი
ველობილიკის სიგძით 2 850 მეტრი, სიგანით 4 მეტრი ნაწილის, ასევე,
მონოლითური ბეტონის სიგრძით 1 330 მეტრი, სიგანით 4 მეტრის დემონტაჟი.
(დმონტირებული ფილების დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ
ლოკაციაზე);
2) დემონტირებულ ნაწილზე (პრომენადის პარარელურად) უნდა მოხდეს ახალი
ველობილიკის მოწყობა, ბეტონის (ალმირებული) საფარით;
3) უნდა მოხდეს პრომენადის ველობილიკის ზედაპირის განათება;
4) ბულვარში ველობილიკების შეკავშირებულობის და განგრძობადობის მიზნით
აუცილებელია ველობილიკის ზოლების ერთიან სისტემაში მოქცევა და
ქალაქის ველობილიკების ქსელში ჩართვა;
5) უნდა მოხდეს ცენტრალური ქუჩებიდან (მოცემულია ბათუმის ბულვარის
განაშენიანების გეგმაში იხ. სიტუაციური გეგმა - დანართი N1) შემავალი
ველობილიკის ზოლების დაკავშირება პრომენადის ველობილიკთან,
გასათვალისწინებელია, როგორც ქუჩაზე გამავალი ტროტუარების, ასევე
ველობილიკამდე შესასვლელი ზოლის ადაპტირება;
6) უნდა განხორციელდეს ბულვარის განაშენიანების გეგმით
გათვალისწინებული ველობილიკის შესასვლელი ზოლების პრომენადის
ველობილიკთან დაკავშირება, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთებში
არსებული ზოლების ზედაპირის შესაბამისი საღებავითა და ტექნოლოგიით
დამუშავებას;
7) პრომენადის გრძივი და ბულვარის განივი ველობილიკების ერთმანეთთან
გადაკვეთის ზონაში აუცილებელია უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიღება,
კერძოდ კი გადაკვეთის წერტილამდე მიახლოებისას აუცილებელია ბილიკის
საფარზე დატანილი იყოს საინფორმაცია წარწერა, რომ უახლოვდება
გადაკვეთის წერტილს. ასევე შემანელებელი 3მმ სისქის ზოლები, რომელიც
მოუწოდებს
ველოსიპედისტს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ, რადგან ის
უახლოვდება გადაკვეთის წერტილს. უშუალოდ გადაკვეთის სივრცე კი
მოპირკეთდება განსხვავებული სტრუქტურის და ფერის მასალით, რათა დაბალი
სიჩქარის პირობებში უსაფრთხოდ შეასრულოს მოხვევა სასურველი
მიმართულებით;
8) ფეხით მოსიარულეთა მეორადი შესასვლელები და პრომენადის ველობილიკის
კვეთის წერტილებში საჭიროა დაიხატოს ზებრა გადასასვლელი და ფეხით
მოსიარულეთათვის ყურადღების გასამახვილებელი მანიშნებელი საფარის
მოპირკეთებაზე;
9) მანიშნებლები გამომდინარე იქიდან, რომ პრომენადის ველობილიკი უფრო
მეტად სარეკრეაციო დანიშნულებისაა, სასურველია მანიშნებლების
განთავსება მოპირკეთების საფარზე, რათა ზღვისკენ ხედის აღქმაში არ
გაჩნდეს ზედმეტი ვერტიკალური ბოძები და ნიშნები;
10) საჭიროა ბილიკის სიგრძის მანიშნებელი წარწერა დატანილი იყოს
ველობილიკის საფარზე;
11) გამაფრთხილებელი ნიშნები, როგორიცაა „შეანელე სვლა“, საჭიროა
განთავსდეს პრომენადის გრძივი და მისი ნინოშვილის ქუჩასთან
დამაკავშირებელი განივი ველობილიკების, ასევე ფეხით მოსიარულეთა
ბილიკების კვეთამდე 15 მეტრით ადრე, ასევე კვეთამდე 15 მეტრის მანძილის
დაცვით, უნდა დაიწყოს 3 მმ სისქის კაუჩუკის ზოლები, რომელიც აიძულებს
ველოსიპედისტს შეანელოს სვლა.
12) „გამაფრთხილებელი ნიშანი“, რომ ველოსიპედისტი უახლოვდება ფეხით
მოსიარულეთათვის განკუთნილ გადასასვლელს და საჭიროა გამოიჩინოს
მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა დაიდგეს უშუალოდ ბილიკების კვეთაზე;
13) ველოპარკირების აღმნიშვნელი ნიშნები საჭიროა განთავსდეს ბულვარში
მართობული კვეთების დასაწყისში და მის ბოლოში, პრომენდთან კვეთამდე.
14) კონსტრუქციული გადაწყვეტების ხარისხი მნიშვნელოვანია ველო ბილიკზე
ტარების უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის. ზოგადად, ველო ბილიკები უნდა
დაიგოს გზის სავალი ნაწილის მშენებლობისთვის საჭირო იგივე ხარისხით.
აღნიშნული ეხება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პროექტს, ზედაპირის
შეღებვას და განათებას, სიჩქარის შეზღუდვებს;
15) ზედაპირის საღებავის ზედა ფენა უნდა იყოს ბრუნვა გამძლე საკმაოდ დიდი
ხნის მანძილზე, - ზედაპირი კვლავაც გლუვი უნდა დარჩეს სველ პირობებში,
ველობილიკი შესაფერისი უნდა იყოს ნებისმიერ ამინდში ტარებისთვის
(კარგი სადრენაჟო სისტემა გუბეებისა და ტალახის დაგროვების თავიდან
ასაცილებლად,მტვრის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, არეალის
თოვლისგან გაწმენდის შესაძლებლობა);
16) პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების
მოთხოვნები. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა
მოქმედი სამშენებლო წესების და ნორმების მოთხოვნები.
შენიშვნა: ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის რეკონსტრუქციის
სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად, ამასთან
გათვალისწინებული უნდა იქნას დაგეგმილი საპლიაჟე ინფრასტრუქტურის
მოწყობისას საჭირო საკომუნიკაციო (წყალი; გაზი; წყალარინების ქსელი და
სხვა) ქსელებისათვის შესაბამისი წერტილების მოწყობა
(გასათვალისწინებელია სარეზერვო წერტილებიც).
1.2.1.2 გასაწევი მომსახურება:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალების
შესაბამისად საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა;
ბ) დეფექტური აქტების შედგენა და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვის
გამოთვლა;
1.2.1.3. დამატებითი მომსახურების გაწევა, კერძოდ:
ა) ხარჯთაღრიცხვის გადაანგარიშება;
ბ) ხარჯთაღრიცხვის კორექტირება;
გ) სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების
აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ
გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე გონივრულ ვადებში
შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
1.2.1,4 დავალების შინაარსი:
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) სამუშაოები შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის
შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო
ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად
შესრულებისათვის მოახდინოს შესაბამის ორგანიზაციებთან და პირებთან
საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა,
ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს
შემსყიდველის მოვალეობას;
გ) საპროექტო-ხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი
საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების
გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) სამშენებლო სამუშაოების დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების
შედგენისას ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი
ნორმებით, დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის,
აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა
საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
1.2.1.5 დავალების შესრულების წესი:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და
ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში.
1.2.1.6 პროექტის კუთვნილება:
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა
სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის
გარეშე.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის სრული
მოცულობის ელექტრონული ვერსია.
1.2.1.7 დოკუმენტაციის რაოდენობა:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ნაბეჭდი 4 ეგზემპლარად და მისი
შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი (პროექტი -,,PDF", ხარჯთაღრიცხვა
-,,EXCEL"ფორმატში). ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია
(ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი
შრიფტით Sylfaen, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა
აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს.