Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #44050280)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 44050280
Дата публикации: 05-07-2023
Сумма контракта: 3 330 703


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013873
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.07.2023 17:15
Начало приема предложения 23.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 3`330`703.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 18 (თვრამეტი) თვე
Дополнительная информация
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლის (გორი) რეგიონული არქივის შენობის (მისამართი: ქ. გორი, გორკის ქუჩის მიმდებარედ, ს/კ 66.45.31.211) ახალი შენობის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსების წყარო: 2023 და 2024 წლების საკუთარი შემოსავლები;
2023 წელი : 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
2024 წელი : 1 830 703 (ერთი მილიონ რვაასოცდაათი ათას შვიდას სამი ) ლარი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 13`330.00 GEL
Размер гарантии 33`307 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eliso kharaishvili :: 23.06.2023 11:47
  • Последнее исправление: eliso kharaishvili :: 05.07.2023 17:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524709&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლის (გორის) რეგიონული არქივის ახალი შენობის (მისამართი: ქ. გორი, გორკის ქუჩის მიმდებარედ, ს/კ 66.45.31.211) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ განსაფასებელ ხარჯთაღრიცხვაში.
1.2.2. განსაფასებელ ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
1.2.3. ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
1.2.4. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. დანართები №1-№9).
1.2.5. ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel ფორმატში.
1.2.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლის (გორი) რეგიონული არქივის ახალი შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, გორკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ 66.45.31.211.
1.4.2. შესყიდვის ობიექტის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან და დასრულდეს არაუგვიანეს 18 (თვრამეტი) თვეში.
1.4.3. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზისა და დასაბუთების მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.
1.4.4. მიმწოდებელმა სამუშაოების შემსყიდველისათვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
1.4.5. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო ყველა პროცედურის გავლა და უზრუნველყოს შემსყიდველისთვის დასრულებული სამშენებლო ობიექტის ჩაბარება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა ან მწარმოებელი, იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ეკვივალენტური“.
1.5.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა, პერიმეტრისა და სამშენებლო მოედნის განათება, დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. ასევე შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა დაამზადოს და სამშენებლო მოედანზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, შესაბამისი განათებით. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. მოსამზადებელი სამუშაოების ღირებულება (მათ შორის შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე დაკისრებული ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია) უნდა აანაზღაუროს მიმწოდებელმა.
1.5.4. მიმწოდებელმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას შრომის უსაფრთხოების დაცვის ორგანული კანონის მოთხოვნები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იქნას შექმნილი სამუშაო პროცესისათვის და არ მოხდეს შრომის ინსპექციის მიერ მშენებლობის პროცესის შეჩერება.
1.5.5. ყველა სახის საჯარიმო სანქციაზე, რომელიც დაფიქსირდება და დაეკისრება ობიექტს როგორც იურიდიულად, ასევე ფინანსურად პასუხისმგებელი არის მიმწოდებელი;
1.5.6. შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად გამოსაყენებელი მასალები და ფერები, ასევე შენობაში დასამონტაჟებელი მოწყობილობები და დანადგარები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და პროექტანტთან.
1.5.7. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები და ნახაზები.
1.5.8. სამუშაოების პროცესის უზრუნველსაყოფი ენერგორესურსებისა და წყლის მიწოდების ორგანიზება და გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.5.9. ფარული სამუშაოების წარმოებისას, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი აქტები, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან ერთად.
1.5.10. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დგინდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული დადებითი საექსპერტო დასკვნით. მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული დასკვნები წარმოადგინოს ყველა ფორმა №2-ზე, რაც წარმოდგენილი უნდა იქნას, მინიმუმ ერთხელ 90 კალენდარული დღის განმავლობაში და წარმოსადგენი საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
1.5.11. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მოცულობისა და მასშტაბის შესაბამისი სათანადო რაოდენობის, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სპეციალური, სამშენებლო ინვენტარითა და ფორმით აღჭურვილი პერსონალითა და ტექნიკით. პერსონალის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მიმწოდებელს.
1.5.12. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება. სამშენებლო და სხვა ნებისმიერი სახის ნარჩენისა და ნაგვის მოგროვება და გატანა, არა მარტო მშენებლობის დამთავრების შემდგომ, არამედ მშენებლობის პროცესშიც ეტაპობრივად.
1.5.13. მიმწოდებელმა უზრუნველყოს სამშენებლო მასალისა და ინვენტარის სამშენებლო მოედანზე სათანადოდ შენახვა და დასაწყობება.
1.5.14. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.5.15. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების პროცესში, უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულება.
1.5.16. მიმწოდებელმა უზრუნველყოს, რომ სამუშაოების შესრულებაში მონაწილე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობის არანაკლებ 70% დაკომპლექტებული იყოს საქართველოს მოქალაქეებით.
1.5.17. მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში სრულად წარუდგინოს შემსყიდველს ობიექტზე მიმაგრებული შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის მიერ წარმოებული დოკუმენტაცია;
1.5.18. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
1.5.19. შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ. მთავრობის დადგენილება N55).
1.5.20. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს. ამასთანავე, მიმწოდებელს უფლება აქვს წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებში შეამციროს გეგმური დაგროვების და ზედნადები ხარჯების ოდენობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაუშვებელია გაუთვალისწინებელი ხარჯის ნაწილში მითითებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილება.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:

1.6.1. შენობის კონსტრუქციული ნაწილის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 30 (ოცდაათი) წელს.
1.6.2. შენობის ელექტრო გაყვანილობის მოწყობაში, წყალმომარაგების, წყალსარინების, სანიაღვრე სამუშაოების და სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელს.
1.6.3. გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, ლიფტის, გენერატორის, ხანძარქრობისა და დეტექციის სისტემების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელი, ხოლო ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ - 3 (სამი) წელი.
1.6.4. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების თაობაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 25 ივლისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები. ანალოგიურ სამუშაოებად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში შესყიდვის ობიექტის მსგავსი სირთულის, სპეციფიკისა და მოცულობის სამუშაოები კერძოდ, ერთი კონკრეტული შენობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები - დამოუკიდებელ საძირკველზე მდგომი მრავალსართულიანი (მინიმუმ სამი მონოლითური გადახურვის ფილის გამოყენებით), რკინა-ბეტონის კარკასული და სრულად გარემონტებული შენობა, აღჭურვილი საკომუნიკაციო-საინჟინრო ქსელებით, ელექტროენერგია, წყალგაყვანილობა, წყალარინება, სუსტი დენები, გათბობა, ვენტილაციის სისტემები. საანგარიშო პერიოდში პრეტენდენტის მიერ ერთი კონკრეტული შენობის ფარგლებში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2’220’470 (ორი მილიონ ორას ოცი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT/GEO ნომერი.
2.2.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია თითოეულ წარმოდგენილ ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელ ხელშეკრულებაზე წარმოადგინოს შემსყიდველი (დამკვეთი) ორგანიზაციისაგან გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
– ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის (შემსრულებელი) მიერ სამუშაოს ჯეროვნად, სრულად და ხარისხიანად შესრულების შესახებ.
– წარმოდგენილი რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივისთვის.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1.სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში.
2.5.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოადგინოს შესასყიდი სამუშაოების მიმდინარეობის დეტალური გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სრული საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტა ან ნომერი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული დოკუმენტის შესაბამისად;
2. განფასებული ხარჯთაღრიცხვები (ს/დ 1.3 პუნქტის შესაბამისად);
3. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (ს/დ 1.6. პუნქტის შესაბამისად);
4. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ს/დ 2.2.1 პუნქტის შესაბამისად);
5. გეგმა-გრაფიკი (ს/დ 2.5.1 პუნქტის შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთებული იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომელიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დადასტურდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.2.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
5.1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 და 5.1.2.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
5.1.3.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
5.1.3.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 5.1.3.1 და 5.1.3.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.4.1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.4.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის 5.1.4.2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:
უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru