დერატიზაცია-დეზინსექცია ტერიტორიაზე
ქ. ბორჯომი, მესხეთის #16-ში არსებული Borjomi Likani Health & Spa Centre, (სასტუმრო ბორჯომი
ლიკანი სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი) კუთვნილებაში მყოფ ტერიტორიაზე
დერატიზაცია დეზინსექციის მომსახურების ზონები :
• სასტუმროს ძირითადი შენობის გარე და შიდა სივრცე
• ბავშვთა შენობის შიდა და გარე სივრცე
• სამედიცინო შენობის შიდა და გარე სივრცე
ვიზიტების რაოდენობა თვეში
• თვეში უნდა განხორციელდეს 2 გეგმიური ვიზიტი
• საჭიროებისამებრ შემსრულებელი ვალდებულია დამატებითი ვიზიტი
განახორციელოს უსასყიდლოდ და მოახდინოს გამოძახებაზე რეაგირება
არაუგვიანეს 48 სამუშაო საათისა.
მავნებლები, რომლების კონტროლიც შედის მომსახურებაში
• მღრნელები :
თაგვი
ვირთხა
• მწერები :
ტარაკანა
ჭიანჭველა
ობობა
მრავალფეხა
ბუზი
კოღო
მღრღნელის კონტროლი შიდა ტერიტორიაზე
• წინასწარ შერჩეულ აუცილებელ და კრიტიკულ წერტილებში უნდა განთავსდეს
არანაკლებ 50 ცალი თაგვის/ვირთხის სატყუარა კონტეინერი, რაშიც
განთავსებული იქნება წებოვანი ხაფანგები
• ვირთხის და თაგვის სატყუარა კონტეინერები რომლის შიგნითაც უნდა იყოს
მოთავსებული წებოვანი დაფები ხოლო ხაფანგები უნდა იყოს ქარხნული წესით
დამზადებული
• როდენტიციდი შიდა ტერიტორიაზე არ უნდა იყოს გამოყენებული.
• უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების ნუმერაცია და გენგეგმაზე
მდებარობის მიხედვით მონიშვნა. ასეთი გენგემა უნდა წარმოადგინოს
შემსრულებელმა ელექტრონული ფორმით მომსახურების დაწყებიდან 2 თვის
ვადაში.
• ყოველთვიურად უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების შემოწმება,
საჭიროების შემთხვევაში წებოვანი ხაფანგების/ხაფანგების გამოცვლა
განახლება.
• მღრღნელის კვალის დაფიქსირების შემხთვევაში დოკუმენტურად უნდა
მოხდეს აქტივობის მონაცემების წარმოება სატყუარა კონტეინერის
ნუმერაციის მიხედვით
• დაზინებული სატყუარა კონტეინერი უნდა გამოიცვალოს დამკვეთთან
შეთანხმებით.
მღრღნელის კონტროლი გარე ტერიტორიაზე
• გაკეთდება ე.წ გარე ბარიერი; შენობის გასწვრივ. წინასწარ შერჩეულ
აუცილებელ და კრიტიკულ წერტილებში უნდა განთავსდეს არანაკლებ 20
მღრღნელის სატყუარა კონტეინერი, სადაც განთავსებული იქნება მღრღნელის
სატყუარა მაღალი ხარისხის როდენტიციდი.
• კონტეინერი არ უნდა იყოს მალფუჭებადი.
• კონტეინერები განთავსების წერტილში უნდა იყოს დაფიქსირებული, (გარდა
გამონაკლისის შემთხვევისა) ჩაკეტილი, გამაფრთხილებელი ნიშნით.
• მომსახურებამ არ უნდა დააზიანოს და დააბინძუროს ეკოსისტემა.
• მომსახურება უნდა იყოს უსაფრთხო პერსონალისთვის,
სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის შინაური თუ გარეული
ცხოველებისთვის.
• უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების ნუმერაცია და გენგეგმაზე
მდებარობის მიხედვით მონიშვნა. ასეთი გენგემა უნდა წარმოადგინოს
შემსრულებელმა ელექტრონული ფორმით მომსახურების დაწყებიდან 2 თვის
ვადაში.
• ყოველთვიურად უნდა მოხდეს სატყუარა კონტეინერების შემოწმება
საჭიროების შემთხვევაში როდენტიციდის გამოცვლა განახლება.
• დაზიანებული კონტეინერის დამკვეთთან შეთანხმებით გამოცვლა
განახლება.
ბუზის კონტროლი გარე ტერიტორიაზე
• კრიტიკულ წერტილებში უნდა დაყენდეს ბუზის საჭერი მოწყობილობები
(გარდა EFK და ILT მოწყობილობებისა)
• საჭიროების მიხედვით შენობის გარე კედლებზე კრიტიკულ წერტილებში
გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისის სხვადასხვა ინსექტიციდი
ბუზის კონტროლი შიდა ტერიტორიაზე
• წინასწარ შერჩეულ ადგილებში (კვების მოსამზადებელ ზონებში) უნდა
განთავსდეს არანაკლებ 8 ცალი მფრინავი მწერის ელექტრო ულტრაიისფერი
ნათურის და წებოვანი დაფის მქონე საკონტროლო აპარატი.
• წელიწადში ერთხელ სავალდებულოა ულტრაიისფერი ნათურების
გამოცვლა/განახლება.
• საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველს მუდმივად უნდა მიეწოდოს
წმენდა-დალაგებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ბუზის კონტროლის
მიზნით
• შიდა ტერიტორიაზე არ გამოიყენება ინსექტიციდი (იშვიათი გამონაკლისის
გარდა)
• საჭიროების შემთხვევაში მოხდება წებოვანი დაფების
შეცვლა/განახლება
• არ უნდა იქნას გამოყენებული ეგრედწოდებული შოკის (დენის) ეფექტის
მქონე აპარატი რომელსაც ახასიათებს დენის და შოკის საშუალებით მწერის
ვიზუალური დაზიანება და მისი ნაწილაკების ჰაერში მიმოფანტვა.
მწერის კონტროლი შიდა და გარე ტერიტორიაზე (გარდა ბუზისა)
• მღოღავი მწერების მონიტორინგისთვის წინსაწარ შერჩეულ წერტილებში
უნდა განთავსდეს არანაკლებ 15 ცალი მწერების ( გარდა ბუზისა) წებოვანი
მონიტორი.
• შიდა ტერიტორიაზე ჟელეს ფორმულაციის გარდა სხვა ფორმულაციის
ინსექტიციდის გამოყენება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით.
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და სელექციურად
• უნდა განხორციელდეს სტანდარტული მწერის (გარდა ბუზის) კონტროლის და
პრევენციის პროცედურები. ხოლო სხვა მწერების კონტროლისთვის
გამოყენებული უნდა იქნას მონიტორი/ხაფანგი.
• ჭიანჭველის და ტარაკანის კონტროლისთვის შემსყიდველთან წინასწარი
შეთახმეიბთ გამოყენებული იქნება ჟელეს ფორმულაციის ინსექტიციდი,
რომელიც გაზრდის ეფექტს ამავდროულად არ ექნება სუნი და არ შეაფერხებს
ობიექტის ფუნქციონირებას.
პესტიციდების გამოყენება
• მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო-სადეზინსექციო
პესტიციდები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის მიერ (NCDC) და უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო
სტანდარტებს
• მომწოდებელმა მომსახურების დაწყებამდე დოკუმენტაციის სახით უნდა
წარმოადგინოს პესტიციდების რეგისტრაციის დამადასტურებლი
დოკუმენტაცია, ასევე უნდა წამოადგინოს ეტიკეტი და
მატერიალურ-ტექნიკური უსაფრთხოების მონაცემები.
• პესტიციდების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ეტიკეტის და
უსაფრთხოების მონაცემების გათვალისწინებით.
• პესტიციდის გამოყენება შიდა ტერიტორიაზე უნდა მოხდეს შეზღუდულად და
სელექციურად.
ტექნიკური პერსონალი
• შემსრულებლის მხრიდან გამწესებული უნდა იყოს მომსახურე პერსონალი
(ტექნიკოსი), რომელიც იქნება შესაბამისად აღჭურვილი და ტერიტორიაზე
იმუშავებს სპეციალური უნიფორმით.
• ტექნიკოსი გადამზადებული იყოს დარგში აღიარებული სტანდარტებისა და
სისტემების მიხედვით და გააჩნდეს შესაბამისი დამადასტურებელი
სერთიფიკატი. (GMP, GHP, HACCP)
დოკუმენტაცია რომელიც უნდა აწაარმოოს მიმწოდებელმა
• შენობის გეგმა / ნახაზი ( მიმდინარე მდგომარეობით), მოიცავს ყველა
დანადგარის და მოწყობილობების მდებარეობის მითითებას ნუმერაციის
მიხედვით (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევში)
• ინსპექციის აქტები
• მომსახურების ჟურნალი
• პესტიციდების ჩამონათვალი
• Labels/MSDS - გამოყენებული პესტიციდების
• დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა, პესტიციდების რეგისტრაციის შესახებ.