Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #44050255)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: c. Tbilisi v. Komarov Physics - Mathematics School #199
Номер конкурса: 44050255
Дата публикации: 05-07-2023
Сумма контракта: 288 972


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230013893
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.07.2023 18:03
Начало приема предложения 14.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.07.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 288`972.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`156.00 GEL
Размер гарантии 2`890 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitashvili :: 05.07.2023 16:58
  • Последнее исправление: ivane kvitashvili :: 05.07.2023 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526074&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის საჭიროებისთვის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტის ფარგლებში ხორციელდება:
ა) პანსიონში საძინებლებში და დერეფნებში სამღებრო სამუშაოები;
ბ) პანსიონის სველ წერტილში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გ) პანსიონის შესასვლელის გადახურვა;
დ) პანსიონის ნაწილში ლამინატის იატაკის დაგება;
ე) სკოლის სასწავლო კორპუსში საკლასო ოთახებსა და სხვა ადგილებში სამღებრო სამუშაოების ჩატარება;
ვ) სასწავლო კორპუსის ზოგიერთ საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში, კაბინეტში ლამინატის იატაკის მოწყობა;
ზ) სკოლის სასწავლო კორპუსის რამდენიმე საკლასო ოთახში კარის შეცვლა;
თ) სკოლის სასწავლო კორპუსის რამდენიმე სველ წერტილში მეტალო-პლასტმასის კარების დაკიდება;
ი) სკოლის ბიბლიოთეკის 1 სივრცეში ამსტრონგის ჭერის დამონტაჟება;
კ) რამდენიმე ადგილას გათბობის რადიატორების შეცვლა;
ლ) სკოლის შენობებში ნაწილობრივ ელექტროობის სამუშაოების ჩატარება (სანათების შეცვლა/ჩამრთველების დამატება)
მ) სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია (სამღებრო სამუშაოები, სცენის გამაგრება და ა.შ.)
ნ) სპორტული დარბაზის წინ შესასვლელის სამღებრო სამუშაოები;
ო) გარე სპორტულ მოედანზე ღობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
პ) სკოლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებში ბეტონის სამუშაოების ჩატარება;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 01 ოქტომბრამდე:

ა) პანსიონში საძინებლებში და დერეფნებში სამღებრო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს - 04 სექტემბრისა;
ბ) პანსიონის სველ წერტილში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს - 04 სექტემბრისა;
გ) პანსიონის შესასვლელის გადახურვა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს - 04 სექტემბრისა;
დ) პანსიონის ნაწილში ლამინატის იატაკის დაგება - უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 04 სექტემბრისა;
ე) სკოლის სასწავლო კორპუსში საკლასო ოთახებსა და სხვა ადგილებში სამღებრო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს - 01 სექტემბრისა
ვ) სასწავლო კორპუსის ზოგიერთ საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში, ზოგიერთ კაბინეტში ლამინატის იატაკის მოწყობა - არაუგვიანეს 01სექტემბრისა
ზ) სკოლის სასწავლო კორპუსის რამდენიმე საკლასო ოთახში კარის შეცვლა - სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 01 სექტემბრისა;
თ) სკოლის სასწავლო კორპუსის რამდენიმე სველ წერტილში მეტალო-პლასტმასის კარების დაკიდება - არაუგვიანეს 01 სექტემბრისა
ი) სკოლის ბიბლიოთეკის 1 სივრცეში ამსტრონგის ჭერის დამონტაჟება - არაუგვიანეს -15 სექტემბრისა;
კ) რამდენიმე ადგილას გათბობის რადიატორების შეცვლა - არაუგვიანეს 07 სექტემბრისა;
ლ) სკოლის შენობებში ნაწილობრივ ელექტროობის სამუშაოების ჩატარება (სანათების შეცვლა/ჩამრთველების დამატება) - არაუგვიანეს - 01 სექტემბრისა;
მ) სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია (სამღებრო სამუშაოები, სცენის გამაგრება და ა.შ.)- სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 01 ოქტომბრისა
ნ) სპორტული დარბაზის წინ შესასვლელის სამღებრო სამუშაოები - არაუგვიანეს 15 სექტემბრისა
ო) გარე სპორტულ მოედანზე ღობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია (ბეტონის სამუშაოები) - არაუგვიანეს 15 სექტემბრისა
პ) სკოლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებში ბეტონის სამუშაოების ჩატარება - არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების აუცილებელ ნაწილს და შედგენილია სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოთხოვნათა შესაბამისად;
1.5.2. მხარეები პერიოდულად განიხილავენ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესრულების საკითხებს და დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
1.5.3. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები;
1.5.5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
1.5.6. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა (მათ შორის იგულისხმება სამღებრო სამუშაოების დროს დასვრილი ინფრასტრუქტურის გაწმენდა);
15.7. მიწოდებელი ვალდებულია, სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე შეფუთოს/დაფაროს ოთახის ინფრასტრუქტურა ან ოთახში დარჩენილი ნივთები (რომელთა გატანაც ვერ მოხერხდა) ისე, რომ სამუშაოების დროს არ დაისვაროს/დაზიანდეს;
1.5.8. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასური;
1.5.9 სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი N49

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს:

1. სახურავი - 10 წელი ქანობიანი გადახურვა, 5 წელი რბილი გადახურვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. კარ-ფანჯრები - იზოალუმინი - 5 წელი, საკეტები-1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები - 10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. შენობის შიდა მოპირკეთება - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ფასადის და სარინელის სამუშოები - 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. სამღებრო სამუშაოები - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. სანტექნიკა და ელექტროობა - 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8. გათბობის სისტემა - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. საქვაბე მეურნეობის აგრეგატები - 3 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10. იატაკი - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. კონსტრუქციები (ახალი შენობის მშენებლობის შემთხვევაში) - 20 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
12. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
13. ღობე - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
14. სხვა დანარჩენი - 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
15. ლიფტი - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
16. ლიფტის საექსპლოატაციო ვადა - 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
17. ამწე მოწყობილობა - 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2017 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხელშეკრულების ნომერი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება (შესრულებული სამუშაოების ღირებულების მითითება სარეკომენდაციო წერილში სავალდებულო არ არის, თუ ეს ინფორმაცია იკითხება მიღება-ჩაბარების აქტში), ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად. გარდა ამისა, პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს შესრულებული აქვს სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს სატენდერო დოკუმენტის 1.4 პუნქით გათვალისწინებულ ვადებში.

შენიშვნა: სამუშაოთა წარმოების ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს, ყოველ გადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.

2.9 other additional requirements

2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით;
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით;

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გარანტი უნდა კისრულობდეს ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ორი სახის ანგარიშსწორება - შუალედური და საბოლოო;

7.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისთვის წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაზარდი ჯამით დღგ-ს გათვალისწინებით. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება;

7.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშ-ფაქტურაზე მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი დადასტურება;

7.2.4. შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით და სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით წარმოდგენილი ფორმა N2-ის, ფორმა N3-ის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შესრულებული სამუშაოების 80%-ის ოდენობით.

7.2.5. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

7.2.6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.2.7. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. საექსპერტო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტიურად გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების დანართის 13010 კოდით დადგენილი ტარიფისა;

7.2.8. თუ საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის, მიმწოდებელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასტურს, რომ ამ ხელშეკრულების 5.6 და 5.7 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია ან, ყველა ხარჯი ანაზღაურებულია, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ხარჯები ასანაზღაურებელი თანხიდან (იხილეთ ხელშეკრულების პროექტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დემნა დაღუნდარიძე, 599459266, tbilisi199@mes.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.

10.1.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას.

10.1.3. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს (პოზიცია, რომელიც არ ექვემდებარება განფასებას სასურველია ჩაწეროთ 0( ნული)) . საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების დანართის 13010 კოდით დადგენილი ტარიფისა;

10.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.

10.1.5. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული დოკუმენტია ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და შტამპდასმული უნდა იყოს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

10.1.7. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.

10.1.8. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე;

10.1.9. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru