10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 58 775,00
(ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარი დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა)
წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს
გარეშე და უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს დაკავშირებულს სამუშაოების
შესრულებასთან, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და მოსაკრებელს.
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის
ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან
ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
(გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა,
რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური
ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი
დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი
ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS
Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380,
20.12.2022წ.).
10.2.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს
სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.4 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის
მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული
დაცვით;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს
სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის
თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების
შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო
წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო
ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში
ბათილია;
10.2.9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში (მისი დანართების
ჩათვლით) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი
მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებულია კონკრეტული სასაქონლო
ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება
„მსგავსი,“ „ანალოგიური" და „ექვივალენტური.“
10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური
დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 _ მოცულობათა ცხრილი / ხარჯთაღრიცხვა (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ მოცულობათა ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
წარმოდგენილ იქნას ,,MS Excel” ფორმატით;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
მოცულობათა ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან მოცულობათა
ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 დანართი №1.3 (სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი
საღებავები) (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
სამუშაოს განსახორციელებლად გამოსაყენებელი საღებავების
დასახელების ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშანი) ან/და
წარმოშობის ქვეყნის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში
ინფორმაციის წარმოუდგენლობა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების
გარეშე, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული
ტენდერიდან. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო
წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
შემოთავაზებული საღებავების წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის
(ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და დასახელების ცვლილება გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.3.3 საგარანტიო პირობები და ვადები; სამუშაოს შესრულების ვადა, დანართი
№2-ის შესაბამისად (პუნქტი 1.4, პუნქტი 1.6);
10.3.4 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
10.3.5 სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (პუნქტი 2.5.1);
10.3.6 შემოთავაზებული/გამოსაყანებელი საღებავების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.7.1);
10.3.7 შემოთავაზებული/გამოსაყანებელი საღებავების მწარმოებელი
კომპანიის სერტიფიკატები (პუნქტი 2.7.2);
10.3.8 ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტები
7.1.1; 7.1.2 და 7.1.3). (წარმოდგენილ ინფრომაციაში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს სურს
თუ არა პრეტენდენტს ავანსის მიღება და რა პროცენტული ოდენობით).